16 September 2013      ANGEL     Views 2 187    
Category: Event / Georgians

18-20 სექტემბერს სამტრედიაში ცხენბურთის შეჯიბრი
18-20 სექტემბერს სამტრედიაში ცხენბურთის შეჯიბრი გაიმარება


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია ძველი ტრადიციული სპორტული სახეობის აღდგენით და პოპულარიზაციის ხელშეწყობით.
სწორედ ამიტომ 18, 19 და 20 სექტემბერს სამტრედიაში ქართული ტრადიციული სპორტული თამაშის, ცხენბურთის შეჯიბრი გაიმართება. დაგეგმილ შეჯიბრს, საქართველოს ცხენოსნობის ფედერაციასთან ერთად, ილიას სახელიმწიფო უნივერსიტეტის სახით ერთადერთი მხარდამჭერი ყავს. შეჯიბრი სამდღიანია. მასში მონაწილეობას დასავლეთ საქართველოს დიდი ქალაქების გუნდები მიიღებენ; მონაწილეების ასაკი 18 წლიდან იწყება.

პირველი დღე ძველ ქართულ ცხენოსნურ თამაშს, „ისინდი-ს დაეთმობა, რომელსაც ცალკე გამარჯვებული გუნდი ეყოლება; მეორე და მესამე დღეს გამართულ ცხენბურთის შეჯიბრში გამარჯვებული ოლიმპიური სისტემით გამოვლინდება.

შეჯიბრს ადგილობრივი მოსახლეობა და ცხენბურთით დაინტერესებული სტუმრები დაესწრებიან.


ცხენბურთი ძირძველი ქართული სპორტის სახეობაა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული ფეოდალურ ეპოქაში გახდა, თავდაპირველად მას იყენებდნენ როგორც სამხედრო-ფიზიკური აღზრდის საუკეთესო საშუალებას; შემდეგ თამაშის წესები დადგინდა და დაიხვეწა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა როგორც სპორტის სახეობა.

18-20 სექტემბერს სამტრედიაში ცხენბურთის შეჯიბრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მედია კოორდინატორი: სოფიო ებრალიძე

3/5 ჩოლოყაშვილის გამზ. თბილისი 0162;
ტელ: 599 10 86 96 ტელ: +995322 231026
[email protected] / [email protected];
www.iliauni.edu.ge


18-20 სექტემბერს სამტრედიაში ცხენბურთის შეჯიბრი
ცხენბურთი - ძირძველი ქართული სპორტის სახეობაა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული ფეოდალურ ეპოქაში გახდა, თავდაპირველად მას იყენებდნენ როგორც სამხედრო-ფიზიკური აღზრდის საუკეთესო საშუელებას; შემდეგ თამაშის წესები დადგინდა და დაიხვეწა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა როგორც სპორტის სახეობა. ცხენბურთს თამაშობს ორი გუნდი 6-6 მხედრის შემადგენლობით (ერთი მეკარეა). თამაშის მიზანია ბურთის გატანა მეტოქის კარში ისე, რომ მხედარი ბურთს ეხებოდეს მხოლოდ ჩოგნით.

ისინდი - უძველესი ქართული ცხენოსნური თამაში. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სამხედრო მომზადებისთვის. თამაშში ჩართული იყო სამხედრო  ტაქტიკის ელემენტები: დაზვერვა, უცაბედი თავდასხმა, ცხენის სწრაფად უკან დახევა, მთელი სისწრაფით გაქცევა-გამოკიდება, იერიში და კონტრიერიში. ტარდება 150-210 მ სიგრძისა და 40-50 მ სიგანის ოთხკუთხა სწორ მოედანზე. მონაწილეობს ცხენოსანთა თანაბარი რაოდენობის ორი გუნდი - თითოეულში არანაკლებ ექვსი მხედრისა (მოთამაშეთა რიცხვი შეიძლება ათამდე გაიზარდოს).

Category: Event / Georgians
Tags:

Share it
Comments
Back to Top