;
30 იანვარი 2014      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 1823-ჯერ    
კატეგორიაში: აფიშა, საინტერესოა, ქართველები



მსოფლიო ირბენს მათთვის ვისაც ეს არ შეუძლია!
Wings for Life World Run

2014 წლის 4 მაისს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უნიკალური ღონისძიება Wings for Life World Run გაიმართება, სადაც ქველმოქმედებისთვის მთელი მსოფლიო გაერთიანდება, საქართველო კი მისი ნაწილი გახდება.

4 მაისს საქართველოს დროით 14:00 საათზე 6 კონტინენტის 35 სხვადასხვა ქვეყანაში ასი ათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს რბენას. ამ დროს კალიფორნიაში დილის 3 საათი, ტაივანში საღამოს 6 საათი, ავსტრალიაში და ტოკიოში კი დილის 4 საათი იქნება.

Wings for Life World Run- ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. სპორტის ისტორიაში მსგავსი ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა. ტრადიციული ფინიშის ხაზის მაგივრად იქნება სპეციალური „ფინიშ მანქანა“, რომლებიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთისება შეჯიბრს.





„მსოფლიო რბენაში“ მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - როგორც მოხალისე მორბენლებს, ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს (ასაკი 18+). საქართველოში მონაწილეების სავარაუდო რაოდენობაა - 3000-5000, მსოფლიოში კი 200 000-ზე მეტი მორბენალი.

4 მაისი 14:00 - საქართველო, კახეთი, ლოპოტის გადასახვევიდან
კავკასიონის ქედის გაყოლებით „ფინიშ მანქანის“ დაწევამდე


მსოფლიო რბენის შედეგად 2 გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) გამოვლინდება. ისინი აღიარებულნი იქნებიან Wings for Life World Run-ის გლობალურ ჩემპიონებად და საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. საქართველოს ეტაპის 2 გამარჯვებულს კი შესაძლებლობა მიეცემა მონაწილეობა მიიღოს 2015 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევს.

მონაწილეებს შორის იქნებიან: სერფინგის ვარსკვლავი Robby Naish, ფორმულა ერთის ლეგენდარული მძღოლები Sebastian Vettel, David Coulthard და Eddie Jordan, მოთხილამურე Luc Alphand, ტრიატლონელი Marc Herremans, მორბენალი Sabrina Mockenhaupt და სხვა ცნობილი სპორტსმენები - Wings for Life World Run-ის კეთილი ნების ელჩები მთელი მსოფლიოდან.

ღონისძიებიდან შემოსული სრული თანხა გადაეცემა Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიების შედეგად შეგროვებული ფულის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით.

მონაწილეობის საფასურია 20 (ოცი) ლარი. რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებგვერდზე:
www.wingsforlifeworldrun.com 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით.

facebook.com/WingsForLifeWorldRun
www.wingsforlifeworldrun.com/ka/
instagram @wflworldrun

#reason2run: run the world to make a difference #WorldRun


ფოტოები: ნიკა ფანიაშვილი



კატეგორია: აფიშა, საინტერესოა, ქართველები
Tags:

2


  • lermaniac=) თქვა:
    1 თებერვალი 2014 00:05 - ID: 2,
    აუუ მაგრა მომეშალა ნერვები 18+ რო არიი! ძალიან მინდოდა წასვლა sad

  • bago თქვა:
    30 იანვარი 2014 21:28 - ID: 1,
    რა კარგია.... <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top