19 March 2014      niniko     Views 2 417    
Category: Event / ART

,,ფერადი სიზმრები 20 წლის შემდეგ"

დაახლოებით, ოცი წლის წინ - 1997 წელს - თბილისში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში (ე.წ ცისფერ გალერეაში) გაიმართა და-ძმა ანა და ვანო ლაღიძეების პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით ,,ფერადი სიზმრები". გამოფენაზე წარმოდგენილმა ექპოზიციამ, რომელიც გალერეის მთელ საგამოფენო სივრცეს ავსებდა, მაშინ, დამთვალიერებელის დიდი მოწონება დაიმსახურა და სხვადასხვა მედია საშუალებებით ვრცლად იქნა გაშუქებული.

მას შემდეგ, თითქმის ოცი წელიწადია ანა ლაღიძე განუწყვეტლივ მუშაობს თავისუფალ სტილში. იგი მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი გამოფენის მონაწილეა. თუმცა, დღეს იგი პერსონალურად წარუდგება საზოგადოებას ექსპოზიციით - ,,ფერადი სიზმრები 20 წლის შემდეგ".


,,ფერადი სიზმრები 20 წლის შემდეგ"


ამჯერად - ანა ლაღიძე 'ფერწერული' თუ 'გრაფიკული' კომპოზიციები - ფერადი თექისგან და სხვადასხვა სახის თუ ფაქტურის ქსოვილებისგან არის შექმნილი. გამოფენაზე წარმოდგენილია ასამდე ნამუშევარი.

19 მარტს, 6 საათზე ანა ლაღიძის გამოფენის გახსნა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

,,ფერადი სიზმრები 20 წლის შემდეგ",,ფერადი სიზმრები 20 წლის შემდეგ"
,,ფერადი სიზმრები 20 წლის შემდეგ"
,,ფერადი სიზმრები 20 წლის შემდეგ"
,,ფერადი სიზმრები 20 წლის შემდეგ"

Category: Event / ART
Tags: გამოფენა ფერადი სიზმრები ეროვნული ბიბლიოთეკა

Share it
Comments
Back to Top