;
3 აპრილი 2014      ANGEL     7 კომენტარი     ნანახია 4317-ჯერ    
კატეგორიაში: აფიშა, საინტერესოა, ქართველები



სალაშქრო სეზონის გახსნა
ორგანიზატორი: მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია
www.facebook.com/molashkre

თარიღი: 4 - 5 - 6 აპრილი / ლოკაცია: კიკეთი
ივენთის ლინკი ფეისბუქზე: www.facebook.com/events/263252157184767/

ბანაკში მონაწილეობის მიღება უფასოა ნებისმიერი მსურველისთვის
მგზავრობა: სამანქანო გზა კიკეთში განთავსებულ საბანაკო ადგილამდე, დანიშნული იქნება ყვითელი ავტობუსები (კოლმეურნეობის მოედანი, ალექსანდროვის ბაღთან, ფასი: 50 თეთრი)


მოემზადეთ ზაფხულის სალაშქრო სეზონისთვის! 4-5-6 აპრილს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გეპატიჟებათ სეზონის გრანდიოზულ გახსნაზე. შეკრიბეთ მეგობრები და შეუერთდით 3 დღიან ბანაკს კიკეთში ბევრი საინტერესო ღონისძიებითა და კონცერტით. გაიცანით ფედერაციაში გაერთიანებული მოლაშქრეთა კლუბები, მათი საქმიანობა და სამომავლო გეგმები. ისიამოვნეთ სასიამოვნო ატმოსფეროთი და დაიწყეთ აქტიური ლაშქრობა შემოდგომის ბოლომდე!

2014 წლის სეზონის განმავლობაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია მრავალ საინტერესო აქტივობას გპირდებათ ლაშქრობის, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის სახეობის პოპულარიზაციისთვის.



2014 წლის სალაშქრო სეზონის გახსნის ღონისძიებას კიკეთში, 4 აპრილს (პარასკევი) დაესწრება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტალებ რიფაი და საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი რატი ჯაფარიძე. სალაშქრო სეზონის გახსნაზე საჩვენებელ შერკინაბას გვაჩვენებენ "შავფაროსნები", ასევე შეგიძლიათ ისიამოვნოთ რობი კუხიანიძის, "Loudspeakers"- ის და "Goofyland"-ის კონცერტით.




ბანაკის განმავლობაში შეგიძლიათ ისიამოვნოთ შემდეგი აქტივობებით:

1) ველოსპორტი
2) დაბრკოლებების გადალახვა
3) ფრიზბი
4) პარკური
5) ქართული საბრძოლო ხელოვნება
6) სლექლაინი
7) ზიპლაინი
8) ჰაიკინგი


ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ფედერაციაში შემავალი მოლაშქრეთა კლუბები:

1) მოლაშქრეთა კლუბი "იეტი" მოლაშქრეთა კლუბი " იეტი "
2) ტონთიო
3) მოლაშქრეთა კლუბი "აკადემია" სამხატვრო აკადემიის მოლაშქრეთა კლუბი
4) მოლაშქრეთა კლუბი "ფრაიდი" PRIDE hiking club Georgia
5) მოლაშქრეთა კლუბი "ქარავანი" Camping Club Caravan - კემპინგ კლუბი ქარავანი
6) მოლაშქრეთა კლუბი "H&TT" Niccolo
7) შაკას მოლაშქრეთა კლუბი Shaka's Hiking Club / შაკას მოლაშქრეთა კლუბი
8) თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მოლაშქრეთა კლუბი Freeuni & Agruni Hiking Club
9) ქუთაისის მოლაშქრე კლუბი მოლაშქრე club
10) მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი"
11) მოლაშქრეთა კლუბი "Only Hiking Tours" Only Hiking Tours
12) მოლაშქრეთა კლუბი "ხეტიალ ტური" ხეტიალ ტური
13) კლუბი "თეთნულდი" მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბი "თეთნულდი" Club "Tetnuldi"
14) ბათუმის მოლაშქრეთა კლუბი ბათუმის მოლაშქრეთა კლუბი


ბანაკში მონაწილეობის მიღება უფასოა ნებისმიერი მსურველისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 598701175

ფოტოები ღონისძიებაში მონაწილე კლუბების ფეისბუქის გვერდიდან
სამხატვრო აკადემიის მოლაშქრეთა კლუბი

კემპინგ კლუბი ქარავანი


მოლაშქრეთა კლუბი " იეტი "


შაკას მოლაშქრეთა კლუბი

Freeuni & Agruni Hiking Club



ხეტიალ ტური





კატეგორია: აფიშა, საინტერესოა, ქართველები
Tags:

7


  • aannii43 თქვა:
    3 აპრილი 2014 22:05 - ID: 6,
    აუ საქართველოში მომინდა ახლა no

  • fuck selena თქვა:
    3 აპრილი 2014 20:47 - ID: 5,
    6ში შემიძლია წავიდე თუ აღარ უკვე?

  • liliana თქვა:
    3 აპრილი 2014 16:34 - ID: 4,
    მაგარია love

  • Aniutaa თქვა:
    3 აპრილი 2014 15:48 - ID: 3,
    რა მაგარიაა love

  • magdaa98 თქვა:
    3 აპრილი 2014 15:46 - ID: 2,
    ცოტა ადრე დადებულიყო ეს სტატია recourse მინდა წასვლა

  • linaa თქვა:
    3 აპრილი 2014 10:52 - ID: 1,
    აუუ როგორ მინდა წასვლაა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top