5 May 2015      Ancho.     Views 16 408    
Category: Event



სასურველი საქმრო
კინოთეატრ "რუსთაველში"


12 მაისიდან კინოთეატრში "რუსთაველი" იხილეთ ახალი თურქული რომანტიკული კომედია "სასურველი საქმრო" ქართულად. მთავარ როლში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის “სიყვარულის და სასჯელის” მთავარი პერსონაჟი, სავაშის როლის შემსრულებელი მურატ ილდირიმი გახლავთ. ფილმში ის კვლავ რომანტიკულ პერსონაჟად გვევლინება და მას პარტნიორობას ახალგაზრდა და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თურქი მსახიობი ეზგი მოლა უწევს.

საპრემიერო ჩვენებაზე, მსახიობის გულშემატკივებს სიურპრიზი ელის, მურატ ილდირიმი (სავაშ ბალდარი) კინო რუსთაველში 12 მაისს კინოჩვენებას დაესწრება.



კინოაფიშა



ფილმის სიუჟეტი ეხება ეფსუნს, რომელიც ეძებს ნამდვილ სიყვარულსა და რომანტიულ ურთიერთობას, ის არის ქალი ისეთი ოჯახიდან, რომელიც დაპროგრამებულია ქორწინებაზე. ის ეძებს სიყვარულს, მაგრამ არ იცის ბევრი რამ სხვა გოგონების მსგავსად: როგორ წარმოაჩინოს ხასიათი და როგორ მოახდინოს მამაკაცთა მანიპულირება. მას ჯერ კიდევ არ ჰქონია მყარი ურთიერთობა. ამასთან, ის გარშემორტყმულია ქალებით, რომელთაც სურთ ის მთელ რიგ ჩახლართულობებში გააბან, რათა ის საბოლოოდ გახდეს ბედნიერი.














Category: Event
Tags:

Share it
Comments
Back to Top