;
13 იანვარი 2017      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 3295-ჯერ
Marloes Horst წარმოგვიდგენს Eberjey-ს 2017 წლის pre-საგაზაფხულო ქალის თეთრეულის კოლექციას. 27 წლის ტოპ მოდელი როგორც ირკვევა სულ ცოტა ხნის წინ შეურიგდა მის ყოფილ ბოიფრენდს, 26 წლის მსახიობ ალექს პეტიფაიერს. წყვილმა რომანი თითქმის 1 წლიანი განშორების შემდეგ განაახლა და როგორც ამბობენ, ისინი სულ მალე დაქორწინებასაც გეგმავენ. აღსანიშნავია ალექსის მხარდაჭერა მარლოსის კარიერისადმი. ყოფილი შეყვარებული სოციალურ ქსელში ხშირად იზიარებდა ფოტოებს მოდელის წარმატებული კამპანიებიდან და ურთავდა წარწერას, თუ როგორ ეამაყებოდა და მუდამ მხარს უჭერდა მის ყოფილს. ორივე მათგანი აღნიშნავდა, რომ გასული წლის მარტში მათი დაშორება გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მოხდა. თუმცა კი ვერ ვიტყვით, რომ მათ კარიერაში 2017 წელს მეტი თავისუფალი დრო გამოჩნდა.

Tags:
13 იანვარი 2017      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 4025-ჯერ


შენიშნავდით, რომ 2017 წლის ზამთრის სეზონის სუსხს მოდური It girls ვინტაჟური ბეწვის ქურქით უმკლავდებიან. ერთის შეხედვით ძველმოდურ და კლასიკურ ბეწვს მრავალი დიზაინერი მკაფიო ფერის თუ თანამედროვე აპლიკაციით ახალისებს. ბეწვი მრავალმა სელებრითმაც მოირგო, მოდის მიმდევრები უპირატესობას faux fur ანუ ხელოვნურ ბეწვს ანიჭებენ, რაც სრულიად მისასალმებელია. და მაინც ყველამ ვიცით, რომ ამგვარი ფეტიში 90'-იანების მოდის მიმართ შესაძლოა სულაც მალე დასრულდეს, ამიტომ ხელოვნური ბეწვის ქურქი 1 სეზონისთვის შესანიშნავი არჩევანია, თუნდაც მხოლოდ ფინანსური კუთხით.

TREND: ბეწვის ქურქი
განსაკუთრებით აქტუალურია გრძელი ქურქი ლეოპარდის პრინტით,
ბეწვის ბომბერები და ფერადი მოკლე ქურქი.
Tags:
13 იანვარი 2017      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 2632-ჯერ
ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის მრავალი დიზაინერი და ბრენდი გვთავაზობს სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს პრაქტიკულ და ამავდროულად მოდურ სამოსს. ძირითადად კოლექციაში დომინირებს თეთრი და ვარდისფერი, ფერადი ქურთუკები და მზის სათვალეების ელექტრიკი ელვარება. ბეწვიანი მოსახური და აქსესუარები კი მოგვანდომებენ შუა დღეს დიდი შესვენება მოვაწყოთ და საკურორტო ღია კაფეში ჩამოვჯდეთ გლინტვეინის ჭიქით ხელში.

Tags:
13 იანვარი 2017      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 6835-ჯერ


ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის მრავალი დიზაინერი და ბრენდი გვთავაზობს სპორტის ამ სახეობის მოყვარულებს პრაქტიკულ და ამავდროულად მოდურ სამოსს. ძირითადად კოლექციაში დომინირებს თეთრი და ვარდისფერი, ფერადი ქურთუკები და მზის სათვალეების ელექტრიკი ელვარება. ბეწვიანი მოსახური და აქსესუარები კი მოგვანდომებენ შუა დღეს დიდი შესვენება მოვაწყოთ და საკურორტო ღია კაფეში ჩამოვჯდეთ გლინტვეინის ჭიქით ხელში.

Tags:
13 იანვარი 2017      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 4360-ჯერ
9 lingerie brands on Instagram
კარგა ხანია რაც ინსტაგრამი არა მხოლოდ სოციალურ პლატფორმას წარმოადგენს მეგობრების და სელებრითების სიახლეებისთვის თვალის სადევნებლად, საშუალება გვაქვს ფავორიტი დიზაინერების და ბრენდების უახლეს სიახლეებს ინსტაგრამით გავეცნოთ - სეზონურად განახლებადი ლუქბუქების გამოსვლამდე. წარმოგიდგენთ ქალის თეთრეულის მწარმოებელ 9 ბრენდს, რომელთაც აქტიური და დახვეწილი ინსტაგრამ-ფიდი გამოარჩევთ. მათ ფიდს განსაკუთრებით აქტუალურს მომხმარებლების ფოტოები ხდის და ჩვენც უკეთ აღიქვამთ ბრენდის მიერ წარმოდგენილ პროდუქტს.

“For women who wear lingerie as a love letter to themselves.”

Tags:
13 იანვარი 2017      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 2138-ჯერ
Gucci -მ 2017 წლის ზაფხულის სეზონისთვის განკუთვნილი სათვალეების კოლექციის კამპანიის წარდგენა ჩინელ მსახიობ ნი ნი-ს მიანდო. კამპანია მომავალი თვიდან დაიწყება აზიის ქვეყნებში. მსახიობი, როგორც მოდელი ნეონის ელვარებით გადატვირთული ქალაქის ფონზე მანქანაში განმარტოებით პოზირებს. მისი პირადი სამყარო ვინტაჟის სტილის ფემინური აქსესუარებით და სამკაულებითაა მორთული, მისი სათვალეები კი დიდი ჩარჩოებით უბრალო დახვეწილ ფორმას წარმოადგენს.

Tags:
10 იანვარი 2017      Aunt B.     0 კომენტარი     ნანახია 4796-ჯერ

სუნამო მეტად მნიშვნელოვანი ატრიბუტია, რომელიც ზუსტად გადმოსცემს ჩვენს ხასიათს, განწყობასა და გემოვნებას. დიზაინერები, ბრენდები მუდმივად გვთავაზობენ განსხვავებულ არომატებს თუმცა არსებობს, რამდენიმე „დროს დაუმორჩილებელი“ სუნამო , რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ მოწინავე პოზიციებს და ყველანაირი ასაკისა თუ გემოვნების მყიდველს ერგებიან..

მაგალითად, CHANEL #5 - გამოშვების წელი : 1921. გაყიდვების რაოდენობით მან ყველანაირი რეკორდი მოხსნა და დღემდე მსოფლიო ბესტსელერია. არომატი თითქმის 80 წლის წინ შეიქმნა და ამ დრომდე საოცრად პოპუარულია. LANVIN-ის 1927 წელს შექმნილი ARPEGE-ს არომატი კი სიმბოლოების სრული განსახიერებაა. ლანვენმა იგი თავის მუსიკოს გოგონას მიუძღვნა და ფლაკონს ოქროს გამოსახულება ამშვენებს.

Tags:
9 დეკემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 3855-ჯერ
Djaba Diassamidze SS 17
გამორჩეული იყო ჯაბა დიასამიძის ჩვენება, რომელიც მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ქართველმა დიზაინერმა გაზაფხული-ზაფხული 2017 წლის კოლექცია პერფორმანსის სახით წარმოგვიდგინა, მოდელების სახით ცნობილი და მისი მეგობარი ქალბატონები ვიხილეთ. ჩვენება მოდელმა ნინი ნებიერიძემ დახურა, რომელმაც პირველად გაასაჯაროვა მისი ორსულობის ფაქტი.

Tags:
9 დეკემბერი 2016      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 3299-ჯერ
Avtandil Spring/Summer 2017 RTW
ქართველი დიზაინერის 2017 წლის კოლექციის თემაა „მე შენ მიყვარხარ“
ჩვენება სპეციალურად მხოლოდ უცხოელი ბაიერებისთვის და ჟურნალისტებისთვის გაიმართა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. ავთანდილ ცქვიტინიძე: „ეს სეზონი მივუძღვენი სიყვარულს, ყველა მის გარდასახვაში, ანუ როგორც ხდება ხოლმე სუფთა, წმინდა ნათელი, თეთრი, შემდეგ შედის სევდიანი პერიოდები, მერე ბობოქარი... აბსოლუტურად ყველა ფერის თამაშია. თეთრიდან დაწყებული ბობოქარი სიჭრელით დამთავრებული. ისეთი აგრესია იყო ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, მგონი დადგა დრო ვუთხრათ ერთმანეთს, რომ გვიყვარს ერთმანეთი“.

Tags:
9 დეკემბერი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 2425-ჯერ
Lalo Spring/Summer 2017
Ready-To-Wear Collection. MBTFW

მერსესედ ბენცის მოდის კვირეულზე ქართველმა დიზაინერმა ლალო დოლიძემ დამოუკიდებელი კოლექცია წარმოადგინა. დიზაინერმა დებმა, რომლებმაც სახელი გრადაციული ნაქსოვი ჯემპერებით გაითქვეს Lalo-ს სახელით საქართველოდან ერთერთ ყველაზე გაყიდვად პროდუქციას აწარმოებენ. Lalo ნაქსოვი სამოსის თემას აგრძელებს, აშკარაა, რომ სრული კოლექციაც დიდი წარმატებით ისარგებლებს.

Tags:
9 დეკემბერი 2016      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 3914-ჯერ
ენჯელ.ჯი- გთავაზობთ თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე დამსწრე სტუმრების ჩაცმულობის ამსახველ ფოტოებს. ფოტოგრაფი: ანა ბაციკაძე. ფოტოები საიტის ფეისბუქის და ინსტაგრამ ფეიჯზე მოდის კვირეულის დასრულებისთანავე განთავსდა ნოემბრის დასაწყისში. ჩვენებებს MoMa-ს საგამოფენო სივრცე და რამდენიმე ალტერნატიულ ლოკაციაზე გაიმართა. უცხოელ ბაიერებს, ჟურნალისტებს და ადგილობრივ მოდის მიმდევრებს ქართველი დიზაინერებმა Spring/Summer 2017 RTW კოლექცია წარუდგინეს.

Mercedes Benz Tbilisi Fashion Week
სტუმრების ჩაცმულობა, ნოემბერი 2016

ფოტოგრაფი: Anna Batsikadze
for www.angel.ge

Tags:
9 დეკემბერი 2016      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 2331-ჯერ
TBILISI FASHION WEEK
თბილისი მოდის კვირეულის გამორჩეული ლუქები
ქართველი დიზაინერების 2017 წლის ზაფხულის კოლექციებიდან

Tags:
5 ნოემბერი 2016      ANGEL     0 კომენტარი     ნანახია 8577-ჯერ

Tbilisi Fashion Week #14
თბილისის მოდის კვირეულის რიგით მე-14 სეზონი ოქტომბრის თვეში გაიმართა. დიზაინერებმა SS'17 კოლექცია წარმოადგინეს, ჩვენ კი გთავაზობთ დამსწრე სტუმრების ჩაცმულობის ამსახველ ფოტოებს.
იხილეთ მეტი ფოტოები www.angel.ge -ს ფეისბუქის ფეიჯის ალბომში: "Tbilisi Fashion Week #14"

ფოტოგრაფი: Anna Batsikadze
for www.angel.ge

Tags:
25 ოქტომბერი 2016      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 23738-ჯერ
თბილისის მოდის კვირეულის დღე #1
თბილისის მოდის კვირეულის მე-14 სეზონი ქალბატონი ნინო რამიშვილის პერსონალური კოსტიუმების პრეზენტაციით დაიწყო. ეს ნამდვილად დაუვიწყარი დღე იყო მოდისტებისა და ელიტური საზოგადოებისთვის, დანამდვილებით გეტყვით, რომ მსგავსი შოუ საქართველოს არ ახსოვს. ეს არ იყო უბრალო პრეზენტაცია ან პერფორმანსი, ყველაფერი შესანიშნავი იყო, "სუხიშვილების" ნაციონალური ბალეტის ულამაზესმა მოცეკვავეებმა მოდელებისთვის შესაშური გრაციოზულობით წარმოადგინეს ქნ. ნინო რამიშვილის ვინტაჟური არა-სასცენო კოსტიუმები. ყველა აღფრთოვანებული იყო ამ სანახაობით, ემოციებს ვერ მალავდნენ. სწორედ ამ ნოტაზე, წარუშლელი შთაბეჭდილებით, სტუმრებმა გადაინაცვლეს ჩუბიკას პერფორმანსზე, რომელიც ძველი თბილისის ულამაზეს ქუჩაზე გაიმართა. საიდუმლო ბაღი ის ადგილია, სადაც ჩუბიკამ ჩრდილებით უჩვეულო წარმოდგენა გაგვიმართა.

Tags:
8 ოქტომბერი 2016      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 26720-ჯერ

100 WAYS TO WEAR GUCCI
on New York’s most stylish women

GUCCI ყოველთვის წარმოადგენდა Luxury ლეიბლს, ძვირფასი და ხარისხიანი იტალიური ნაწარმით. თუმცა ჯერ არ გვახსოვს ლეიბლი ასე აეტაცებინოთ street wear-ში! GUCCI-მ უკანასკნელი კოლექციით მოიგო ტრენდსეტერების გული, ჟურნალმა VOGUE 29 ნიუ იორკელი ქალი გადაიღო და გვიჩვენა, როგორ იხდენენ ისინი GUCCI-ს სამოსს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნივთები მათი ბოლო კოლექციიდან დატვირთულია ნაქარგი და მეტყველი პრინტებით, მათ შექმნასა და სოციალურ ქსელში ტრენდად დანერგვაში კი რამდენიმე კრეატიულმა არტისტმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენს წინაშეა GUCCI - ტრადიციული GG ლოგოთი და თანამედროვე პრინტებით, Luxury in the streets.

"For me, fashion is something that makes you feel alive, that expresses something of you: if you are sad, if you are happy. Fashion is about an amazing idea that you fall in love with." ALESSANDRO MICHELE, Gucci Creative Director

Tags:
  • «
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • ...
  • 183
  • »



  • მოგესალმებით angel.ge-ზე

    საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



    ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

    Instagram
    • ანუკი არეშიძის დღიური
      "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
    • თაკო ჩხეიძის დღიური
      რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
    • სოფი ვილის დღიური
      დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
    • გიორგი ცაგარელის დღიური
      რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
    Back to Top