;

20 June 2012      Ancho.     Views 3356    
Category: Fashion

სიახლეები მოდის სამყაროდან

✺ კარლი კლოსმა და ჯოან სმოლსმა ჟურნალი W -ს ივლისის ნომერი შეამკეს.

სუპერმოდელმა კარლი კლოსმა და ჯოან სმოლსმა იპოზიორეს ჟურნალის მოდური ფურცლებისათვის.
კარლი კლოსი შთაგონების წყარო გახლდათ მარკ ჯეიკობსისათვის. მოდის ინდუსტრიის წარმატებული
ორი მოდელი თვალსაჩინოდ აჩენს საკუთარ სილუეტსა და სილამაზეს ფოტოებზე.

კარლი კლოსმა ჟურნალში ისაუბრა:

"ჩემი დები ყოველთვის ულამაზესები იყვნენ, მე კი მაღალი ჩხირივით გამხდარი ჯოხი ვიყავი ოჯახში.
მე დღემდე ასეთი ვარ. როდესაც კარლ ლაგერფილდი მხვდება, ყოველთვის მეუბნება: "კარლი, აღარ
შეწყვიტავ ზრდას?" მე მართლა არ მომწონს ჩემში, რომ ვარ მაღალი და აწოწილი, მაგრამ ზუსტად
ეს აღმოჩნდა ჩემთვის საბედისწერო!"

სიახლეები მოდის სამყაროდანსიახლეები მოდის სამყაროდან
სიახლეები მოდის სამყაროდანსიახლეები მოდის სამყაროდან
სიახლეები მოდის სამყაროდანსიახლეები მოდის სამყაროდან

ჯოანი კი ჟივენშის ჩვენებებით გახდა პოპულარული:

სიახლეები მოდის სამყაროდანსიახლეები მოდის სამყაროდან
სიახლეები მოდის სამყაროდანსიახლეები მოდის სამყაროდან
სიახლეები მოდის სამყაროდანსიახლეები მოდის სამყაროდან


✺ დოლჩე & გაბანა საბავშვო ხაზს ჩაუდგება სათავეში.

დომენიკო და სტეფანო ივლისში მაყურებლის წინაშე მათთვის ნოვაციური-ბავშვის კოლექციით
წარსდგებიან. კრეატიულ დუეტს აქამდე არასოდეს შეუქმნია ტანსაცმელი ბავშვებისთვის, ამჯერად
კი დარწმუნებულები არიან, რომ წარმატებას მოიპოვებენ.

დომენიკომ ისაუბრა ჟურნალ WWD-სთვის:

"ჩვენ მივმართავ მშობლებს, ჩევნს მიერ შემოთავაზებული ტანისამოსი იქნება საკმაოდ პრაქტიკული!
ჩვენ საკმაოდ ბევრი შევისწავლეთ ამ სფეროში და საგულდაგულოდ განვიხილეთ რა ქსოვილი
უნდა გამოგვეყენებინა. მაგალითად, ბევრი ლუქი იქნება თავისუფალი, რადგან ბავშვებს არ უყვართ
მოჭერილი ტანისამოსი!"

სიახლეები მოდის სამყაროდან

✺ კარლ ლაგერფილდმა უნიკალური საყელო დაამზადა.

დიზაინერმა საკმაოდ ძვირფასი და ძვირადღირებული საყელო შექმნა-შავი კლასიკური მარგალიტებით!
საყელო მეტალის სტრუქტურისგანაა დამზადებული და 40 კარატიანი მარგალიტებითაა მორთული.
ამ ნივთის ღირებულებაა: £29,000 ($45,395)

სიახლეები მოდის სამყაროდან

როზი ჰანტინგტონ უაითლის დის ფლორენსის დებიუტი სამოდელო სამყაროში.

ჩვენ კარგად ვიცით როზის შესახებ, ამიერიდან ხშირად გავიგონებთ მისი დის სახელსაც:
ფლორენს ჰანგინგტონ უაითლი. მისი სამოდელო დებიუტი ფოტოსესიაში გადაღებით
შედგა ბრენდისათვის Jack Wills. გოგონა 19 წლისაა და უნივერსიტეტში პირველ კურსზეა.

სიახლეები მოდის სამყაროდან

✺ ნაომი კემპბელი ჟურნალ W-სათვის.

ამ მაღალანაზღაურებად მოდელს ათასობით ჩვენებასა და ფოტოსესიაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
ჟურნალის ივლისის ნომრისათვის ის საკმაოდ სექსუალური და გლამურულია. ნაომი ცხოვრობს თავის
რუს მილიონერ ბოიფრენდთან ერთად მოსკოვში.


სიახლეები მოდის სამყაროდან
სიახლეები მოდის სამყაროდან
სიახლეები მოდის სამყაროდან
სიახლეები მოდის სამყაროდან
სიახლეები მოდის სამყაროდან


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top