;

21 June 2012      lalaa     Views 1946    
Category: Fashion

იტალიური ბრენდი Dsquared2 წარმოგვიდგენს 2013 წლის საკურორტო კოლექციას. დინ და დენ კეიტენებმა კოლექციაში ერთმანეთს შეურიეს ახალგაზრდული იერი და შეუკავებლობა 90-იანების სტილში. დიზაინერებს აშკარად სურდათ შეექმნათ გაუგონებელი სკოლის მოსწავლის იერი. კოლექციაში გვხვდება ბაიკერული დეტალები - ყველა ლუქში ტანისამოსი გაფორმებულია ცეპებით. სარეკლამო ხაზი ცნობილმა მოდელმა, კარა დელევინმა წარმოადგინა.
Dsquared2 Resort 2013 Dsquared2 Resort 2013
Dsquared2 Resort 2013 Dsquared2 Resort 2013
Dsquared2 Resort 2013 Dsquared2 Resort 2013
თამამი ტონები და ქვედაბოლოების და კაბების დიდი რაოდენობა მომხმარებლებში საკმაოდ დიდ ინტერესს აღვივებს. აქ წარმოდგენილი თითოეული ნივთი საკმაოდ "მყვირალაა". კოლექციაში ჭარბობს ყვითელი, კორალისფერი, ცისფერი და ფუქსია. შესამჩნევია ასევე ჯინსების აქსესუარები - ორიგინალური მისამაგრები.
Dsquared2 Resort 2013 Dsquared2 Resort 2013
Dsquared2 Resort 2013 Dsquared2 Resort 2013
Dsquared2 Resort 2013 Dsquared2 Resort 2013
აქსესუარები გარდერობის ერთერთი განუყოფელი ნაწილია. ზღაპრული ქამრები, გადასაბნევიანი სანდლები, სახალისო ქუდები რეტრო-სტილში, ტყავის ჩანთები და სამაჯურები - არჩევანი კოლექციაში საკმაოდ დიდი და საინტერესოა. Dsquared2-ის მიერ წარმოდგენილი ხაზი მთლიანობაში დიდ ყურადღებას და მოწონებას იმსახურებს.
Dsquared2 Resort 2013 Dsquared2 Resort 2013
Dsquared2 Resort 2013 Dsquared2 Resort 2013
Dsquared2 Resort 2013 Dsquared2 Resort 2013
Dsquared2 Resort 2013 Dsquared2 Resort 2013


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top