;
11 ივლისი 2012      Ann_J     17 კომენტარი     ნანახია 4985-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები

Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?

თუ დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ რომ სუპერ მოდელის ცნება სულ უფრო და უფრო იცვლება სამოდელო ბიზნესში. არიან ასევე ტოპ მოდელები, რომელთა ჰონორარი გამოითვლება მილიონებით, პლუს "საიზ" მოდელები, რომელთა პარამეტრები შორსაა ტრადიციულო 90-60-90-სგან, და ასევე ფიტ-მოდელები, რომელნიც უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. თუმცა მათ გარეშე რთულია მოდის ინდუსტრიის წარმოდგენა. სწორედ მათ შესახებ გაგრძელდება ამ სიახლეში საუბარი.
Fიტ მოდელი ან სხვაგვარად house models (იგულისხმება მოდის სახლის მოდელები) - ისინი არიან გოგონები, რომლებზეც მსოფლიო დიზაინერები ქმნიან თავიანთ შემოქმედებებს . ისინი ატარებენ უამრავ საათებს, დღეებს და ასევე თვეებს მოდის სახლების ატელიებში. სადაც დიზაინერები პირდაპირ მათ სხეულზე კერავენ თავიანთ ახალ კოლექციეებს. მათი მნიშვნელობა მოდის ინდუსტრიაში, არც ისე პატრაა, როგორც ჟღერს. რადგან პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც ახდენს კოლექციის სამოსი პოდიუმზე, ნაწილობრივ დამოკიდებულია მათზე, ხოლო ონლაინ–შოპინგის შემთხვევაში, რომელიც სულ უფრო და უფრო ხდება პოპულარული, ფიტ–მოდელების როლი აქ უკიდურესად მნიშვნელოვანია.
Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?

ფიტ მოდელის მთავარი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა – დაეხმაროს დიზაინერს იმის დანახვაში, თუ როგორი დასრულებული სახე ექნება მის შემოქმედებას, პოდიუმზე ან საშუალო სტატისტიკის მყიდველებზე. (მართალია ეს საეჭვოა, რადგან ფიტ მოდელების პარამეტრები რადიკალურად არ განსხვავდება ჩვეულებრივი პოდიუმის მოდელისგან იგივე 175 სმ სიმაღლე და ნულოვანი ზომა) პარამეტრების შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ფიტ მოდელების შემთხვევაში, იგი მაქსიმალურადაა მიახლოებული დიზაინერების იდეებს, ქალის იდეალური ფორმის შესახებ . ეს ყოველივე მოიცავს არამარტო სიმაღლეს, წელის გარშემოწირულობას, ბარძაყებსა და მკერდს, არამედ მხრის სიგანესა და ხელ-ფეხის ზომას, განსაკუთრებულ ფიზიკურ მონაცემებს. ამდენად ფიტ-მოდელი - ეს არის ქალი, გარეგნობა, რომელიც განასახიერებს ბრენდის ესთეტიკურობასა და ვიზუალს. ხოლო თუ მოდელის სხეული და სახე სავსებით აკმაყოფილებს დიზაინერის პირად გემოვნებასა და უპირატესობას, მაშინ მასთან ხელშეკრულება შეიძლება დაიწეროს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.
Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?

თუმცა ფიტ-მოდელების სამუშაო არ შემოიფარგლება მხოლოდ სამოსის გაზომვით სამკერვალოში. მას შემდეგ, რაც კიდევ ერთ კოლექციაზე მუშაობა დასრულებულია, მოდელი მაინც გამოდის პოდიუმზე, რომლებიც ჩვეულებრივ გამოდიან საკრუიზო ან მოდის სახლის ჩვენებებზე. მაგრამ სხვა მოდელებისგან განსხვავებით, რომელსაც ევალება ჩვენებაზე გამოვიდეს 2 ან 3 სხვადასხვა იმიჯით, ფიტ- მოდელების გამოსვლა შემოიდარგლება მხოლოდ ერთი გამოსვლით. მიუხედავად ამისა, ფიტ- მოდელები არასდროს ხსნიან ან ხურავენ ჩვენებას.

მაშ, ვინ ხდებიან ფიტ მოდელები? როგორც ნებისმიერ კითხვაში, აქ არსებობს აზრთა ორი სხვადასხვაობა. ზოგიერთები თვლიან, რომ ფიტ-მოდელები არიან გოგონები, რომელთაც არ გაუმართლათ სამოდელო ინდუსტრიაში, სხვადასხვა მიზეზთა გამო არ აეწყო მათი როგორც მოდელის "სრულფასოვანი" კარიერა, სწორედ ამიტომ მონაწილეობას ვერ იღებდნენ გადაღებებსა და ფოტოსესიებში. სწორედ ამიტომ მათ მოდის სამყაროში არჩიეს როგორმე "შემორჩენა"და მაინც ახარებთ ეს ფაქტი, იმის მიუხედავად რომ ცოცხალი მანიკენები არიან. სხვების აზრით ისინი არიან მოთხოვნადი და საჭირო მოდელები დიდი პოტენციალით. რომელთაც დაიმსახურეს დიზაინერების ყურადღება მანამ, სანამ მათ დიზაინერთა კოლეგები შეამჩნევდნენ. გარდა ამისა, house model -თა სამუშაო მაღალანაზღაურებადია და ზოგიერთი ასეთი გოგონა მუშაობს დიზაინერებთან უკვე მრავალი წლის განმავლობაში . მაგალითად 33 წლის მოდელი ამანდა სანჩეზი, რომელიც მუშაობს შანელთან 1999 წლიდან.
Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?

Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?

Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?

Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?

Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?

Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?

Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?

ჩამონათვალთა სიაში ამანდა მხოლოდ შანელს ემსახურება. იგი ჩნდებოდა მოდის სახლის თითქმის ყველა ჩვენებაზე, დაწყებული 90 იანი წლებიდან . მაგრამ მისი დანახვა შეუძლებელი იყო ფოტოსესიებსა და ჟურნალებზე ასევე სხვა ბრენდის შოუზე. აქედან გამომდინარე მას მეტსახელად შეარქვეს «Chanel mystery girl» . მსგავსი ისტორია ჰქონდა შანელის სხვა მოდელს ალინა კოზელკოვას - უკანასკნელად მან მიიღო მონაწილეობა სხვა ბრენდის ჩვენებაში 2007 წელს.
Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?

Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?

იგივე შეიძლება ითქვას ბრაზილელ მოდელზე - მარილია დუტრაზე, მაგრამ მისი მთავარი დამკვეთი უკვე დიდი დროის განმავლბაში არის ოსკარ დე ლია რენტა.
Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?
Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?

ფიტ მოდელები არ არიან ცნობილები ფართო საზოგადოებისთვის, მაგრამ ეს არ უშლის მათ ხელს იყვნენ ნიჭიერი დიზაინერების მთავარი მუზები, მაგალითად პალინა კასინა დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა თვთ ალექსანდრე მაქუინთან, რომელმაც შექმნა არაერთი საინტერესო იმიჯი გოგონას სხეულზე. მისი სიკვდილის შემდეგ მან განაგრძო თანამშრომლობა მოდის სახლთან, თუმცა როგორც სარა ბერტონის მუზა.
Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?

Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?

ლატვიელი მოდელი აგნეს ზოგლა 2000 წლიდან თანამშრომლობს Valentino -სთან, მაგრამ ვალენტინო გარავანის წასვლის შემდეგ, რომელიც იყო მისი მეგობარი, გადავიდა მოდის სახლ Armani -ში, ისევ ფიტ- მოდელის ამპლუაში.
Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?

Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?

თუმცა ამ ყვლაფრის მიუხედავად, ყველა ფიტ მოდელი არ რჩება ჰაუზ მოდელად თავისი კარიერის ბოლომდე. არის შემთხვევები, როდესაც ფიტ- მოდელის სამუშაო - არის ბრწყინვალე ნაბიჯი მომავალი სამოდელო საქმიანობისკენ , მაგალითად მკვიდრი მოდელი ეკატერინა კისელევა, რომელიც დღეს დღეობით გამოდის Gucci, DVF, Chloe -ის ჩვენებებზე და იღებენ Elle-სთვის, რამოდენიმე წლის განმავლობაში იყო მოდის სახლის Louis Vuitton -ის ფიტ- მოდელი.

Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?
Fიტ-მოდელები ⇨ ვინ არიან ისინი?

Fიტ - მოდელები

1. კი
2. არა
3. განაგონი მქონდა მათ შესახებ, მაგრამ ახლა უფრო მეტი შევიტყვე

კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

17


  • Ancho. თქვა:
    12 ივლისი 2012 19:22 - ID: 17,
    ვაიმე რა ძლიერ საინტერესო იყო ჩემო ანაჩკა love

  • Smiley :) თქვა:
    11 ივლისი 2012 23:16 - ID: 16,
    ta_mo,
    გეთანხმები ))

    Nii♥,
    ვიქტორია'ს სეკრეტი ბრენდია და თავისი მოდელები ყავთ , თუმცა თითოეულს სხვა ბრენდებზეც შეუძლია მუშაობა მთავარი დამკვეთი ვს-ა . ხომ არსებობს პოდიუმის მოდელები და ფოტომოდელები . ეს უკანასკნელები ძირითადად დაბალი სიმაღლის და განსაკუთრებული სახის ნაკვთებით გამოირჩევიან , როგორც ლუისანა ) თუმცა რა თქმა უნდა არსებობს მოდელების მცირე კატეგორია , რომელიც ორივეს ითავსებს !

  • sofa თქვა:
    11 ივლისი 2012 21:54 - ID: 15,
    love

  • aNn_♥_memi თქვა:
    11 ივლისი 2012 21:33 - ID: 14,
    აზრზე არ ვიყავიი

  • ANI... თქვა:
    11 ივლისი 2012 17:28 - ID: 13,
    ძალიან საინტერესო ნიუსია. აქამდე არ ვიცოდი და რა წესია ეს ტანზე შემოკერება.

  • salu თქვა:
    11 ივლისი 2012 17:14 - ID: 12,
    არ მესმის ესეთ კარგ გოგოებს უფრო მეტის ამბიცია რატო არ აქვთ)))

  • (:Kristen-Emma:) თქვა:
    11 ივლისი 2012 16:33 - ID: 11,
    საინტერესოა love

  • Mari Glonti თქვა:
    11 ივლისი 2012 15:22 - ID: 10,
    ასე დაწვრილებით არ ვიცოდი
    სრულყოფილი განმარტება მოგვეცი ანა ყველაფერი გასაგები გახდა
    სუპერ ბრწყინვალე ნიუსია ყოჩაღ!! love

  • beauty queen თქვა:
    11 ივლისი 2012 15:03 - ID: 9,
    ძალიან საინტერესო იყო...

  • Tamtabera თქვა:
    11 ივლისი 2012 14:30 - ID: 8,
    love

  • Marriiiammiii თქვა:
    11 ივლისი 2012 14:11 - ID: 7,
    ძალიან სასიამოვნო და საინტერესო წასაკითხი ნიუსი იყო ბრავო ავტორ love

  • Perfection❣ თქვა:
    11 ივლისი 2012 13:49 - ID: 6,
    ნამდვილად არ ვიცოდი ფიტ მოდელების შესახებ winked
    კარგი სიახლეა ანა love

  • gossip girl თქვა:
    11 ივლისი 2012 13:42 - ID: 5,
    საინტერესოა

  • anka_ano თქვა:
    11 ივლისი 2012 13:21 - ID: 4,
    ძალიან მაგარი ნიუსია love

  • Mariaaam თქვა:
    11 ივლისი 2012 13:19 - ID: 3,
    ძალიან კარგი ნიუსია, საერთოდ არ ვიცოდი თუ არსებობდნენ ესეთი მოდელები და გამეხარდა რომ გავიგე

  • SaLiSa თქვა:
    11 ივლისი 2012 13:04 - ID: 2,
    არ ვიცოდი საერთოდ. ძალიან კარგი ნიუსია აააააააააააააან

  • Nii♥ თქვა:
    11 ივლისი 2012 13:03 - ID: 1,
    ვაუუ უმაგრესიი სიახლეა .. მე ვერ ვერკვევი ამ სფეროში,თუმცა მივხვდიი რომ ეს სხვა არიის და ვს-ს მოდელებიის მსგავსე მოდელები სხვა არიან ალბათ .. და ფოტომოდელობა კიდევ სხვა არის ხო? აი მაგალითად ლუისიანა ლოპილატო ხომ ფოტო მოდელია?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top