;

22 July 2012      lady_tamo     Views 8971    
Category: Fashion

კვირის საუკეთესოდ ჩაცმული სელებრითები "Marie Claire" ვერსიით

ივლისის მორიგი ცხელი კვირაც მიილია და გამომცემლობა "Marie Claire" გამოავლინა კვირის ყველაზე მოდურად და ელეგანტურად ჩაცმულ სელებრითთა ათეული. ტოპ-ათეულში მოხვდნენ ისეთი ცნობილი ქალბატონები როგორიცაა ალექსა ჩანგი, ბიონსე, კეიტ მიდლტონი და სხვები. ვნახოთ როგორ გადანაწილდა პოზიციები.


10. ალექსა ჩანგი

ინგლისელი გოგონა, ალექსა ჩანგი სიტილი იკონად ითველბა, სწორედ ამიტომაც გახდა ლუი ვიტონის მუზა. შანხაი, ბრენდის ჩვენებაზე ყოფნისას ალქესა ელეგანტურად გამოიყურებოდა მწვანე სვიტერში, ტყავის კაბაში, შავ ფეხსაცმელებზე და ცხოველის პრინტით გაფორმებულ ბერეტში. ყველა მათგანი ლუი ვიტონია.

კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები
კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები

9. ბიონსე

ნიუ-იორკში თავის პატარა ქალიშვილთან ერთად შოპინგისთვის მომღერალმა შემდეგი
ლუქი აირჩია: მკვეთრი, ხასხასა ფერის საზაფხულო კაბა და Charlotte Olympia ბალეტკები.

კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები
კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები

8. ენ ჰეთუეი

უკვე მეორე კვირაა ზედიზედ რაც ენი მსგავს სიაში ხვდება. მსახიობი მომგებიანად უხამებს
ბიჭური სტილის ვარცხნილობას გუჩის ბოლო კოლექციიდან დახვეწილ და ქალურ კაბას.

კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები

კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები

7. ჯესიკა ალბა

იტალიაში მყოფი მომხიბლავი მსახიობი შემდეგი ლუქით წარსდგა საზოგადოების წინაშე: Salvatore Ferragamo თეთრი კაბა ოქროსფერი გაფორმებებით და ამავე ფერის ფეხსაცმელი.

კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები

კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები

6. ვიქტორია ბექჰემი

დიზაინერი დუბლინში, საკუთარი კოლექციის ჩვენებაზე მისი შექმნილ ლუქით
წარსდგა, როგორც ვიქტორია ახასიათებს, მუქ ფერებში და სახეზე ღიმილის გარეშე.

კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები

კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები

5. მირანდა კერი

ვიქტორია სიქრეთის ანგელოზის მსგავს სიებში ნახვა უკვე ტრადიციად იქცა. შვილთან
ერთად მოსეირნე მოდელს Balenciaga საზაფხულო კაბა და Alexander Wang ჩანთა ამშვენებს.


კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები
კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები


4. ჰეილი სტეინფილდი

საინტერესოა, კმაყოფილია თუ არა მიდი-კაბის დიზაინერი, მარკ ჯეიკობსი
კაბის მსგავს ფეხსაცმელებთან შეხამებით?

კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები

კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები

3. კეიტ მიდლტონი

კეიტი არ ღალატობს თავის სტილს და ამჟამად მას ვხედავთ სტელა მაკარტნის ხასხასა ლურჯი
ტონალობის კაბაში სადა აქსესუარით.

კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები

კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები

2. ალექსა ჩანგი

ლუი ვიტონს სეუძლია იამაყოს. ალექსა უკვე მეორედ მოხვდა საუკეთესოდ ჩაცმულთა სიაში.
ამ ლუქმა მას მეორე ადგილი მოუტანა.

კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები
კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები


1. მარიონ კოტიარი

ფრანგმა მსახიობმა დიორის კაბას თამამად შეუხამა მეწამული ფერის ფეხსაცმელი
და პომადა და ამან გაამართლა. მარიონ კვირის საუკეთესოდ ჩაცმულად დასახელდა.

კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები

კვირის საუკეთესოდ ჩაცმულები



Category: Fashion
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top