;
28 აგვისტო 2012      Nina√     26 კომენტარი     ნანახია 3432-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები



17 წლის ნორვეგიელი მოდელის ფრიდა ასენის ინტერვიუ VOGUE-სთან

| ასაკი: 17 | მშობლიური სახლი: ნორვეგია, კრისტიანსენდი |

- გამარჯობა
-რომელი გირჩევნია: ჩაი თუ ყავა
ლიმონიანი ჩაი
-რა გაცვია ახლა?
-მაისური Alexander Wang-ის კოლექციიდან, ტყავის შარვალი დ კედები ASH-ისგან.
-რა არის ის სამი რამ, რაც ყოველთვის გიდევს საფულეში?
-ჩემი აიფონი, ტუჩსაცხი და ყურსასმენი
-როგორ აღმოგაჩინეს?
- კრისტიანსენდის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში ვშოპინგობდი, როდესაც ნორვეგიაში საკმაოდ ცნობილი სააგენტოს წარმომადგენელი-დონა იოანა მომიახლოვდა.
-რომელია შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი მოდის ინდუსტრიიდან?
-ლუი ვუტონის ზაფხული 2102 წლის მოდური შოუ პარიზში-ბრწყინვალე შოუ იყო და ძალიან ორიგინალური



-ყველაზე საშინელი მომენტი?
-ღმერთმა მაშოროს(იცინის). როგორც ჩანს, ძალიან იღბლიანი ვარ, ასეთი მომენტი ჯერ არ მქონია, მაგრამ დაზღვეული არავინაა.
-ყველა დროის საუკეთესო მოდელი?
-ნატაშა პოლი
-აღწერე შენი სტილი 5 სიტყვით
-თავისუფალი, თანამედროვე, მშვენიერი, მაგარი და საინტერესო
-ფავორიტი დიზაინერები
-Riccardo Tisci, Phoebe Philo და Alexander Wang
-თუ შენ გამოუშვებ ტანსაცმლის ხაზს, ვის აირჩევ მოდელად?
-რუნი მარას
-რომელ ნივთს უვლი საგულდაგულოდ შენი გარდერობიდან?
-ჩემს ჩექმებს, რითიც ცხენზე ვჯირთობ. მათ განძეულივით ვუვლი. ეს ჩექმები საუკეთესო მომენტებს მახსენებენ, მე ხომ მათი დამსახურებით ცხენოსნობის უამრავ შეჯიბრში გავიმარჯვე



-რომელია ასეთი მეორე ნივთი ?
-მეტისმეტად დიდი ზომის მატყლისგან შეკერლი ქურთუკი Céline-ის კოლექციიდან, იზაბელ მარანტის ყავისფერი ზამშის შარვალი და ჩექმა Acne Tess-ისგან
-როგორ ინარჩუნებ ფიგურას? გაქვს რაიმე დიეტა ამისთვის?
-არა, დიეტებს არ ვიცავ. ცხენით ვჯირთობ და ეს მეხმარება სასურველი ფიგურის შენარჩუნებაში
-კოსმეტიკა, რომლის გარეშეც სიცოცხლე ვერ წარმოგიდგენია?
- Avène Hydrance-ის ტენი
-ვინ იყო ბოლო ადამიანი, რომელმაც თმა შეგჭრა?
-ლუიგი მურენუ
-რომელ საიტზე შედიხარ დილით თავდაპირველად?
-ფეისბუქზე
-საყვარელი სიმღერები
- ოუ ლენდის “Sun of a Gun”, Radical Face-ის “Ghost Towns” და Iron and Wine-ის Iron and Wine.



-საყვარელი ფილმი
- Into the Wild
-ადგილი, რომელსაც ყოველთვის სტუმრობ ნიუ-იორკში ყოფნის დროს?
-Omen, იაპონური რესტორანი სოჰოში
-ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტად მოგხიბლა?
-ისრაელი
-სად გინდა რომ იმოგზაურო?
-აფრიკაში
-საუკეთესო რჩევა, რომელიც საკუთარი თავისგან მიგიღია?
-ეს ცხენოსნობას ეხება. მთავარია სიმშვიდე და კონცენტრაციაა, რომ ამ სპორტში ბევრს მიაღწიო.
-რას აფასებ ყველაზე მეტად ადამიანში?
-იუმორის გრძნობას
-თუ შენ არ გახდებოდი მოდელი, ამ შემთხვევაში რა პროფესიას აირჩევდი?
-ექიმი ვიქნებოდი
-რისი ნიჭი გინდა რომ გქონდეს?
-ძალიან მინდა კარგად ვმღეროდე
-საგანი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს?
-საერთაშორისო ურთიერთობები
-შენი დევიზი
-იყავი კეთილი და რაც არ უნდა მოხდეს ბოღმამ არ დაგაბრმავოს




^ ^ ფრიდა ბავშვობაში ^ ^















კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

26


  • kristi_ თქვა:
    2 სექტემბერი 2012 15:48 - ID: 26,
    კარგი გოგოა მაგრამ შუბლი აქვს გზატკეცილივით :D ვარცხნილობის შეცვლა სჭირდება

  • anianiko თქვა:
    30 აგვისტო 2012 19:57 - ID: 25,
    uketesebi xart qtven ulamazesi gogosa

  • anna_ anna თქვა:
    29 აგვისტო 2012 22:56 - ID: 24,
    კატასტროფააა.. რაას გაავსს

  • ♛ CoverGirl ♛ თქვა:
    29 აგვისტო 2012 22:16 - ID: 23,
    უკეთესი არ ენახოს ზოგიერთს wink lol

  • camilla თქვა:
    29 აგვისტო 2012 17:11 - ID: 22,
    ბოლო ფოტოში მომეწონა,ისე ნოლმალურია საჩემო არაა უბრალოდ wink

  • ♛ CoverGirl ♛ თქვა:
    29 აგვისტო 2012 15:15 - ID: 21,
    Nina √,
    ეს ნიუსი ვნახე თავიდან ბოლომდე და მაგრადაც მომეწონა ნუ ვისიამოვნე ერთი სიტყვით მაგარი გოგოა მართლა :* :* :* <3

  • Nina√ თქვა:
    29 აგვისტო 2012 15:08 - ID: 20,
    ♛ CoverGirl ♛,
    მარიი <3 კი ჩემზე მეტად მგონი მართლა აარვის უყვარს ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვარ ჩემი ფრიდუნიასი :D love love love
    დიდი მადლობა ვისაც ნიუსი მოგეწონათ feel

  • ♛ CoverGirl ♛ თქვა:
    29 აგვისტო 2012 14:50 - ID: 19,
    აი რასაც ქვია ულამაზესია და ამასთანავე უსაყვარლესიც . დარწმუნებული ვარ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევს . მართლაც მაგარი გოგოა ძალიან მომწონს . ( Nina √ ნინ ვიცი რომ ფრიდაზე აფანატებ , მართალია მეც მიყვარს მაგრამ აი შენსავით არამგონია ვინმეს უყვარდეს :* :* :* <3 love

  • margaux თქვა:
    29 აგვისტო 2012 14:16 - ID: 18,
    რაღაცნაიირააააააააად კარგია <3

  • nini.mcqueen თქვა:
    29 აგვისტო 2012 13:59 - ID: 17,
    თოჯინას გაავსს:X:X:X ძალიან მაგარი გოგოა საღოლ <3

  • evergreen_angel თქვა:
    29 აგვისტო 2012 13:07 - ID: 16,
    ძაან ლამაზიააა <3

  • Smiley :) თქვა:
    29 აგვისტო 2012 10:09 - ID: 15,
    რა ლამაზია love

  • Lanikooo თქვა:
    29 აგვისტო 2012 09:10 - ID: 14,
    კარგი სიახლეაა love ფრიდაც ულამაზესიაა
    მე ძალიან მომწონს მასზე შავად შეღებილი თVლაები, მააგრად უხდება

  • .sweet. თქვა:
    28 აგვისტო 2012 22:38 - ID: 13,
    როგორ მომწონს და თან როგორი საყვარელია love

  • MaRrIaMi ♥ ) თქვა:
    28 აგვისტო 2012 22:23 - ID: 12,
    ლამაიზაა ძალიან მომეწონა love

  • -Diana- თქვა:
    28 აგვისტო 2012 21:01 - ID: 11,
    - ძაან ლამაზი და დახვეწილია love ნიუსი love




    ___________________________________

    If you die you're completely happy and your soul somewhere lives on. I'm not afraid of dying. Total peace after death, becoming someone else is the best hope I've got - Kurt Cobain

  • Sk8er თქვა:
    28 აგვისტო 2012 20:55 - ID: 10,
    ჩემ კლასელს მაგონებს smile

  • Naughty Angel თქვა:
    28 აგვისტო 2012 18:36 - ID: 9,
    საოცრად კარგი მოდელია ! და ულამაზესი 17 წლის და რა კარგია ეს რომ უფრო და უფრო დაიხცეწება მაღალ მოდაში ალბათ ერთ ერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოდელიც გახდება და მისი გემოვნება საოცრად მომეწონა Radical Face - Ghost Towns <3

  • Nina√ თქვა:
    28 აგვისტო 2012 18:27 - ID: 8,
    XaTia.XaTuli,
    მე შენზე მეტად გამიხარდა ეს ინტერვიუ რო აღმოვაჩინე და დავდე love wink :**

  • XaTia.XaTuli თქვა:
    28 აგვისტო 2012 18:25 - ID: 7,
    უბრალო მდგომარეობაში მშვენიერია
    ყოჩაღ ავტორ მარტლაც გამიხარდა ფრიდაზე რომ დადე ინტერვიუ

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top