;

2 November 2012      Ancho.     Views 5049    
Category: Fashion

მიმდინარე სეზონი-შემოდგომა 2012
ძირითადი მოდური ტენდეციები


მრავალფეროვნება-ეს არის გამაწყვეტი სიტყვა და 2012 წლის შემოდგომა/ზამთრის
ზოგადი დახასიათება. სექსუალურობა, ხალისიანი ქსოვილები, შავი ფერისა და
ფერადი პრინტების მჭიდრო დაპირისპირება, ბარხატი და ქალურობა-ეს საშემოდგომო
კოლექციების დამახასიათებელი ნიშნებია
. დიზაინერებმა შარშანდელი სეზონი მეტად
განავითარეს, ამიტომაც ტენდეციები შარშანდელ კოლექციებს გაგახსენებთ.
შემოდგომა 2012-მოდური ტენდეციები


✄ რეტრო
შემოდგომა 2012-მოდური ტენდეციები


50-60-70-80-იანები საკმაოდ აქტუალურია ამ სეზონზე. თქვენ ადვილად იპოვნით
ლაკონურ მაგრამ ნათელ პალტოს, ტრაპეციის ფორმით. ბლუზი საყელოებით-რომლის
აქტიური მიმდევარია ალექსა ჩანგი, გულსაბნევები, კომბინიზონები და ის ატრიბუტები
რომელიც XX საუკუნის შუა წლებს ახასიათებს, ამ სეზონზე ყველაზე მოდური და სასურველია.

შემოდგომა 2012-მოდური ტენდეციებიშემოდგომა 2012-მოდური ტენდეციები

✄ გოგონა დრაკონის ტატუთი
შემოდგომა 2012-მოდური ტენდეციები


ამავე სახელწოდების ფილმმა და ზოგადად ფილმებმა ვამპირებზე ბევრ დიზაინერს შთააგონა
გოთიკური სტილი. ტატუს გაკეთება რა თქმა უნდა აუცილებელი არაა რათა მოირგოთ მითითებული
ტრენდი.
უბრალო, თავიდან ბოლომდე თქვენი ლუქი შავი და პირქუში უნდა იყოს. შავი კაბა, ტყავი
და ამდაგვარი ატრიბუტები სავსებით საკმარისია. თუ მნიშვნელოვან დეტალს-საყურეს ჩონჩხის
გამოსახულებით დაუმატებთ, თქვენ მიიღებთ ზუსტად იმავე შედეგს რასაც ელოდით.

შემოდგომა 2012-მოდური ტენდეციებიშემოდგომა 2012-მოდური ტენდეციები

✄ ბასკური
შემოდგომა 2012-მოდური ტენდეციები


ვარსკვლავებმა ტყუილუბრალოდ არ შეიყვარეს ბასკური სტილის კაბები, ჯერ კიდევ წინა სეზონზე.
დიზაინერები დაინტერესდნენ აღნიშნული სტილით და კაბებისა და კომბინიზონების მთელი
მწკრივი შექმნეს. გამოვიდა თანამედროვე და უნივერსალური! ამ სეზონზე ასეთი კაბების ტარება
შესაძლებელია არამარტო კლუბებსა და საღამოებზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი.

ის უნდა გააფორმოთ კლასიკური აქსესუარებით და შესაძლებელია ბაფთებით.

შემოდგომა 2012-მოდური ტენდეციები

შემოდგომა 2012-მოდური ტენდეციები


✄ ბაროკოს ფუფუნება
შემოდგომა 2012-მოდური ტენდეციები


ოქრო და ვერცხლი, ორნამენტები და მდიდრული აპლიკაციები, მასიური სამკაულები
და მძიმე ფაქტურის ქსოვილი-აღნიშნული ტრენდი წელს აქტიურად იმკვიდრებდა თავს
პოდიუმებზე.


✄ გარსონ! (ბიჭუნა)
შემოდგომა 2012-მოდური ტენდეციები


ამ სეზონზე ერთ ექსპერიმენტს ჰქონდა ადგილი-დიზაინერებმა კაცური, ლაკონური
სტილი შემოგვთავაზეს დახვეწილი გოგონებისათვის. პერანგები, ბათინკები, არასტანდარტული
ზომის ჟაკეტები და სწორი შარვლები
-ეს არის ტრენდის შემადგენელი ნაწილები.
გოგონა მამაკაცურ კოსტუმში გამოიყურება გაცილებით სექსუალურად ვიდრე კაბაში-ღრმა დეკოლტით!

შემოდგომა 2012-მოდური ტენდეციებიშემოდგომა 2012-მოდური ტენდეციები
შემოდგომა 2012-მოდური ტენდეციებიშემოდგომა 2012-მოდური ტენდეციები

✄ ნაბიჯით წინ!
შემოდგომა 2012-მოდური ტენდეციები


დიახ, კვლავ სამხედრო თემატიკა! აღნიშნულ ტენდეციას გვერდს ვერასდროს ავუვლით.
ეს მრავალმხრივ საინტერესო ტენდეცია უსაზღვრო გამოხმაურებას ჰპოვებს კოლექციებში.

✄ სამეცნიერო ფანტასტიკა
შემოდგომა 2012-მოდური ტენდეციები


რაც შეეხებათ კოსმოსში მცხოვრებ არსებებს, დიზაინერებისათვის ისინი უფრო
საინტერესო თემას წარმოადგენენ, ვიდრე ვამპირები! მეტალი, ფეხსაცმელი პლატფორმაზე,
უცნაური ფორმის ჩანთა-საკმარისია გახდეთ ადამიანი სხვა პლანეტიდან!

შემოდგომა 2012-მოდური ტენდეციებიშემოდგომა 2012-მოდური ტენდეციები


რომელ ტრენდს ანიჭებთ უპირატესობას?

რეტრო
გოგონა დრაკონის ტატუთი
ბასკური
გარსონ!
სამხედრო
ფანტასტიკა

Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top