;
29 დეკემბერი 2012      B-)))     8 კომენტარი     ნანახია 8386-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, საინტერესოა

ეჭვგარეშეა, ტყავი ერთერთი ყველაზე სექსუალური და ყველაზე გამძლე ნაწარმია რომელიც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში იხმაროთ. ამიტომაც ტყავის ტანსაცმლის ან აქსესუარების ყიდვისას, შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ არ გააკეთეთ ცუდი არჩევანი - ტყავი მართლაც ძალიან მოდური, ორიგინალური და ხარისხიანია. ნებისმიერი ტყავის ტანსაცმლის შეძენისას, თქვენ პირველ რიგში, უნდა დაიმახსოვროთ, რომ ბუნებრივი ტყავი არ არის იაფი და ხელოვნური ტყავი, გამოიყურება სრულყოფილად, თუმცა ეს არ არის გრძელვადიანი. მას შემდეგ, რაც ტყავის არ არის ჩვეულებრივი ნაჭერი, რომლის გარეცხვაც შეიძლება ერთხელ ხმარების შემდეგ, საჭიროა ცოდნა თუ როგორ გამოიყენოთ ის ზუსტად.

***
ყოველთვის აირჩიეთ ისეთი ტყავის ნაჭერი რომელიც კარგად გამოსახავს თქვენ ფიგურას.

ყველა სახის ტანსაცმლს აქვს თავისი საუკეთესო სეზონი როდესაც უნდა იყოს ნახმარი. მაგალითად, ხავერდი არ არის ტიპიური ზაფხულში. რაც შეეხება ტყავს, მისი ჩაცმა აფხულში რამოდენიმეჯერ შეიძლება ზაფხულში მაგრამ, არა ხშირად.

მნიშვნელოვანია, რომელ ადგილას მიდიხართ, ტყავის სამოსით. ტყავი შეიძლება იყოს ძალიან მოდური და თანამედროვე, მაგრამ არა შესაფერისი ადგილისთვის. ასე რომ დარწმუნდით როგორ გარემოში მიდიხართ და ისე აარჩიეთ ტყავის სამოსი.

ასევე, ძირითადი წესია - არ გამოიყენოთ ბევრი ტყავის სამოსი ერთად. სჯობს ჩაიცვათ ტყავის ქურთუკი, ან შარვალი ვიდრე, მთლიანი ლუქი ტყავის სამოსში იყოს გადაწყვეტილი.

ტყავის არ არის უბრალო ქსოვილი რომლის გარეცხვაც შეიძლება ხელით ან ავტომატით. თქვენ უნდა გარეცხოთ ტყავი სპეციალური პროდუქტებით, რომლებიც განკუთვნილია ტყავის მოვლისთვის.

არ ატაროთ ბევრი აქსესუარები ტყავთან ერთად. ძალიან ბევრი ვერცხლის ბეჭდები, საყურეები და დიდი მძივების ტყავთან ერთად ხმარება ლუქს იაფფასიან შესახედაობას მისცემს.

ლუქს რომ საინტერესო სახე მისცეთ, სცადეთ შეიმოსოთ სხვა ფერის ტყავით და არა ტრადიციული შავით ან ყავისფერით. იფიქრეთ ნათელი ფერებზე როგორიცაა მწვანე, წითელი ან ლურჯი.

How To Wear Leather
ტყავის ქვედაბოლოები მოდური კარადების განუყოფელი ნაწილი გახდა. ყველა მოდის მიმდევარ გოგონას ექნება ტყავის ქვედაბოლო მის გარდერობში რადგან, ის არის ძალიან ქალური. ტყავის კაბები შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმის და ფერის. თუ ტყავის ქევდაბოლოს ტოპთან ერთად ჩაიცმევთ, შედეგად მიიღებთ სექსუალურ ლუქს. მისი არჩევა რთული არ არის თუ თქვენ იცით თქვენი სხეულის თავისებურებები. ტყავის ქვედაბოლოს შეხამების ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგალითად, თუ თქვენ მას შეუხამებთ აბრეშუმის ზედას, თქვენ მიიღებთ მოდურ და ქალურ ლუქს. ასევე შეიძლება მოკლე ნაკეცებიანი ტყავის კაბა, მწვანე პერანგი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ჩანთა - რომელიც მშვენიერი არჩევანია კოქტეილისთვის. თუ არ გინდათ, რომ შეიმოსოთ ტრადიციულ შავ ფერში, შეგიძლიათ, სხვადასხვა ფერის ტყავის მინი კაბები მოირგოთ.
How To Wear Leather
ტყავის მჭიდრო შარვალი ძალიან კომფორტული სამოსია. ტყავის შარვალის კლასიკური აბრეშუმის ზედასთან შეხამებით, არაჩვეულებრივ ლუქს მიიღებთ. წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი საუკეთესო არჩევანია თუ ტყავი გაცვიათ ასევე ნუ დაგავიწყდებათ ჩანთა და აქსესუარები, როგორიცაა ნათელი ფერის ყელსაბამი, ასევე ხავერდი, ლურჯი ან თუნდაც მწვანე - არაჩვეულებრივი და მოდური არჩევანია.
თუ თქვენ გიზიდავთ გამაშები , შეგიძლიათ სცადოთ და ჩაიცვათ ტყავის გამაშები. როდესაც იცვამთ დაბალ ფეხსაცმელს ან მალქუსლიანებს, თვენ შეგიძლიათ გქონდეთ თანამედროვე ლუქი. თუ გინდათ რომ, თქვენი ფეხები გამოიყურებოდნენ მოხდენილად, ტყავის ვიწრო გამაშები ნამდვილად დაგეხმარებათ.


How To Wear Leather
ისეთი აქსესუარები, როგორიცაა საფულეები, ჩანთები და ფეხსაცმელი არის ნამდვილი must-haves ყველა გოგოს გარდერობში. საუკეთესო აქსესუარები არის ის, რომელიც არის მაღალი ხარისხის და მალე არ ფუჭდება. ბუნებრივი ტყავის აქსესუარები საკმაოდ გამძლეა.ასე რომ არ გააკეთებთ ცუდ არჩევანს თუ იყიდით სხვადასხვა სტილის ტყავის ჩანთები, ქამრებს და საფულეებს. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი სხვადასხვა შემთხვევებში. ყოველთვის შეინახეთ ვიწრო ან თამამი ქამრი თქვენს გარდერობში რადგან, თქვენ დაგჭირდებათ ის ერთ დღეს. რაც შეეხება ჩანთებს, ისინი უნივერსალურია და მათი გამოყენება შეიძლება ყველანაირ სიტუაციაში. ტყავის ფეხსაცმელი არის მართლაც ძალიან კომფორტული და ჯანსაღი. ტყავის ჩექმები, მაგალითად, არის სხვადასხვა სტილის, სიგრძის და ფერის, ხოლო როგორს აირჩევთ, ეს თქვენს სტილზეა დამოკიდებული და ასევე იმაზე თუ როგორი ლუქი გინდათ შექმნათ.
How To Wear Leather
How To Wear Leather

როგორ შევინახოთ ტყავი

თუ თქვენ კარგად მოუვლით თქვენს ტყავის სამოსს ან აქესუარებს, ის კარგ მდგომარეობაში იქნება დიდი ხნის განმავლობაში. რამოდენიმე რჩევა რომელიც უნდა გვახსოვდეს ტყავის შენახვისას:

ყოველთვის დაკიდეთ ტყავის სამოსი კარადაში და არასდროს შეინახოთ უჯრაში რადგან, ბუნებრივია ის დაიკუჭება.

გადააფარეთ თქვენს ტყავის სამოსს ზემოდან პარკი, რაც აარიდებს მას დაკუჭვას. ასევე შეინახეთ აქსესუარები სპეციალურ პაკეტებში ან შეინახეთ ის ისეთ კონტეინერებში სადაც ჰაერი აღწევს და არა პლასტიკურ კონტეინერებში, შეინახეთ ტყავი კლიმატის კონტროლირებად ტერიტორიაზე, მზისგან ან ტენიანობისგან მოშორებით.

არ დაგავიწყდეთ გამოიღოთ ტყავის სამოსი შესანახი ადგილიდან დროდადრო და პერიოდულად ჩაიცვათ ის.


***

როდესაც ვსაუბრობთ ტყავზე, შეუძლებელია არ შევეხოთ ხელოვნურ ტყავს, რომელიც უკვე მოთხოვნადია. ხელოვნური ტყავი არის სინთეზური პოლიურეთანი ქსოვილი. განსხვავებით ბუნებრივი ტყავის ნივთებისგან, ეს ქსოვილი უფრო მოკლე დროში ფუჭდება. ხელოვნური ტყავი არის გავრცელებული დღეს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ამ ხარისხის უამრავი ქურთუკები, ჩანთები და სხვა აქსესუარები ყველგან. ისინი სხვადასხვა სტილის და ფერებისაა ასევე სქელი ან თხელი ქსოვილის.
ხელოვნური ტყავის შეძენით თქვენ ზოგავთ ბიუჯეტს მაგრამ, მას არ შეუძლია გემსახუროთ იმაზე მეტ ხანს ვიდრე ბუნებრივი ტყავის სამოსს შეუძლია. გარდა ამისა, ზოგჯერ ისინი ჰგავს ბუნებრივ ტყავს, თუმცა არ გააჩნიათ ხარისხი.
ძალიან ბევრი ხელოვნური ტყავის სამოსი დაფარულია ცხოველთა პრინტებით : სირაქლემას, ქვეწარმავლების ტყავით, ხბოს, ბი­ზო­ნის, ალიგატორების ან ღორის ტყავით, რომელიც სამოსს უფრო მოდურს ხდის. მორთული და ფერადი დიზაინის ხელოვნური ტყავი შეიძლება ორჯერ ძვირი ღირდეს.
კიდევ ერთი დიდი ალტერნატივა ხელოვნური ტყავი ს არის პატენტის ტყავი, რომელიც არის იგივე ხარისხის მაგრამ, პრიალა. ლაქის ტყავი უფრო თვალისმომჭრელია ვიდრე რეგულარული ტყავი. ამიტომ, ლაქის ტყავის ჩაცმის დროს უფრო ფრთხილად იყავით. პატენტის ტყავის ჩაცმისას, გამოიყენეთ მარტივი აქსესუარები და მყარი ტანსაცმელი.
პატენტი ტყავის ფეხსაცმელი, ჩანთები, აქსესუარები არაჩვეულებრივად გამოიყურება. ისინი შეიძლება გადაწყვეტილი იყოს სხვადასხვა ფერებში მაგალითად წითელი, მწვანე ან ყვითელი.

How To Wear Leather
როგორ შევინახოთ ხელოვნური ტყავი

რეალური ტყავისგან განსხვავებით, თქვენ შეგიძლიათ გარეცხოთ ხელოვნური ტყავი საპნით თბილ წყალში. ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ გაწმინდოთ ტყავის სამოსი ტბილი ქსოვილით. ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ გაასხათ მას ტყავის კონდიციონერი და რამოდენიმე წუთი დაელოდოთ. შემდეგ კი, თუ მიდიხართ სადმე შეგიძლიათ ჩაიცვათ ან შეინახოთ მზისგან მოშორებით.

რა ტიპის ტყავსაც არ იყიდით, უნდა დაიმახსოვროთ ერთი ძირითადი პრინციპი : არასოდეს დატვირთოთ ლუქი ბევრი სამკაულებით და მორთულობით თუ ტყავი გაცვიათ. თუ თქვენ გაცვიათ ტყავის ქვედატანი, აურჩიეთ მარტივი ზედა ან პირიქით.   თუმცა, ნებისმიერი ტყავის აქსესუარები, როგორიცაა ქამრები, ფეხსაცმელი და ჩანთები არასდროსაა ზედმეტი ლუქში, ასე რომ შეგიძლიათ იმდენი ტყავის აქსესუარი მოირგოთ რამდენიც გინდათ, უბრალოდ დარწმუნდით, რომ ის შეეხამება ლუქის ფერებს და სტილს.

How To Wear Leather

კატეგორია: მოდური სიახლეები, საინტერესოა
Tags:

8


  • RAMMSTEIN_TINA თქვა:
    30 დეკემბერი 2012 17:21 - ID: 8,
    ვგიჟდები!!! ყველაფერი მომწონს ტყავის აი ყველაფერი <3

  • Bao თქვა:
    30 დეკემბერი 2012 14:56 - ID: 7,
    აუუ როგორ მინდაა!

  • Nina√ თქვა:
    30 დეკემბერი 2012 11:09 - ID: 6,
    ძალიან მაგარი ნიუსია ყოჩაღ love

  • anabana თქვა:
    30 დეკემბერი 2012 01:17 - ID: 5,
    ტყავიიი...საინტერესოა!

  • Saliiii :X:X:X თქვა:
    30 დეკემბერი 2012 00:35 - ID: 4,
    ტყავის შარვალი მაქვს და რასაც ქვია გადაყოლილი ვარ მასზე love ვფიქრობ რომ რაღაცეები დამჭირდება ამ ნიუსიდან winked ჩემი შარვალი ჯერ დაკუჭული არააა (happy)მომეწონა ეს ნიუსი და ხშირად დადეთ ესეთი რჩევებიიი love

  • elenikojoe თქვა:
    30 დეკემბერი 2012 00:01 - ID: 3,
    ძაან გამოსაადეგარი და მსუყე ნიუსია :)
    ამომწურავი ^
    ტყავი ძალიან მიყვარს <3 მაგრამ ტყავის შარვალზე ვფიქრობ, ვიყიდო თუ არა ^^

  • D-) თქვა:
    29 დეკემბერი 2012 23:53 - ID: 2,
    ვაუუ ძაან კარგი ნიუსია. <3

  • liliaNN თქვა:
    29 დეკემბერი 2012 23:48 - ID: 1,
    მე მომწონს ტყავი, განსაკუთრებით შAრვლები love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top