;
21 იანვარი 2013      fashiondictum     4 კომენტარი     ნანახია 2495-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები

Fashion Week Berlin: 2013 იანვარი
ავტორი: სოფიკო დიასამიძე

ბერლინის მოდის კვირეულის შთაბეჭდილებები


მოდის კვირეული ბერლინში დასასრულს მიუახლოვდა. ნაჩვენები იყო ზამთრის კოლექციები, რომლებიც მომავალი, 2014 წლის ზამთარში დაამშვენებს გერმანიის მაღაზიის დარაბებს, მოგვიანებით - მომხმარბელთა კარადებს. ზოგი ნიმუშიც კი უკვალოდ გაქრება პოდიუმიდან. ისინი მოდის პოეზიის გამოუქვეყნებელ ლექსებად მიბარდებიან წარსულს...

ლეანდრო კანოს leandro cano ს ნამუშევრებიც იმ მხატვართა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც არა ყოფითში, არამედ მითოლოგიურ ჯანრში ქმნიან. შთაგონების წყაროდ, როგორც დიზაინერი აღნიშნავს Azrael გახლავთ. "თეთრი ანგელოზი, სულების ციურ ნათელში გამცილებელი" იუწყება cano. შესაბამისად ჭარბობს კოლექციაში თეთრი ფერი.






დავიდ ტომაჯევსკი Dawid Tomaszewski ბერლინის მოდის კვირეულის ერთ-ერთი highlight გახლავს. მისი კოლექცია ყოველ სეზონზე სავსეა მოულოდნელი ელეგანტური მიგნებებით. წელს დომინირებდა შავი, რომელიც სპილენძისფერ ქამრებთან იყო კომბინირებული. ლატექსის წინდები და ტყავის ხელთათმანებიც ის დეტალები გახლდათ რომლებიც კოლექციის ელეგანტურ ყაიდას უსვამდა ხაზს.





საინტერესო იყო ავსტრიელი დიზაინერის Rebekka Ruetz ის ნაშრომები. მისი კოლექცია "panem et circences" – პური და სანახაობა" ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა იყო კვირეულზე. ტიტისებური სილუეტები, ფერების ჰარმონიული შეთანხმება მისი წლევანდელი ლუქების მანიშნებელი ცნებებია.




პოეტური ჩვენება ქონდა ბერლინელ ახალბედა დიზაინერს Franziska Michael. მისი მოდელები ღიმილისმომგვვრელი და კეკლუცი იყო. როგორც დიაზაინერი აღნიშნავს, ის ქმნის მოდას მათთვის ვისაც საკუთარი თავის სერიოზულად აღქმა უჭირს.




ბევრი დახვეწილი ლუქი ქონდა ნაჩვენები დიზაინერთა ტრიოს HOLY GHOST- ს. Sedina Halilovic, Ivana Bogicevic და Jelena Radovanovic, სამი მეგობარი გოგონაა მიუნჰენიდან. როლები მკვეთრადაა გადანაწილებული მეგობრებს შორის. Jelena Radovanovic ს მაგალითად ფინანსური მხარე და მარკეტინგი აკისრია, მაშინ როცა დანარჩენი ორი მანდილოსანი ესთეტიკური ნაწილზე იღებენ პასუხისმგებლობას.





შავ-თეთრ ფერებში იყო გადაწყვეტილი დიზაინერ Katja Will ის კოლექცია. ბრენდი C'est tout ის ჩვენებას კარლა ბრუნის ჰანგები კიდე უფრო მეტ ელეგანთურობას სძენდა.






ავღნიშნავდი Miranda Konstantinidou კოლექციას. ჰაეროვანი, ჭრელი ლუქები განსაკუთრებული ქალურობით და
დიდგვაროვნებით გამოირჩეოდნენ კვირეულზე. მას კონტინენტალური ზამთრისთვის განკუთვნილი კოლექცია არ უჩვენებია, რასაც კოლეკციის სათაური ""Always Summer Somewhere" ამართლბს.




გარდა ახალგაზრდა, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული დიზაინერებისა ნაჩვენები იყო გერმანიაში დამკვდრებული და კომერციულად წარმატებული დიზაინერები: Lena Hochek, Blacky Dress, Schumacher, Rena Lange, Laurèl, Marc Cain, Guido Maria Kretschmer, Hugo By Hugo Boss. ზიგიერთი მათგანი ერთობ წარმატებული კოლექციით. ზოგიც კი ნაკლები ინოვაციური იდეებით. კომერციულად წარმატებული ბრენდები ფრთხილად ეკიდებიან სიახლეებს რეგულარულ მომხმარებელთა მოლოდინი რომ არ გაამტყუნონ.

მოდის კვირეულის ფარგლებში იყო სასტუმრო ადლონის ბურჟუაზიულ ანტურაჯში ნაჩვენები გამოფენა Green Showroom. რომლის ორგანიზატორებიც: Jana Keller და Magdalena Schaffrin ეთიკური შეგნებით გათვალისწინებულ მოდას პროპაგირებენ. წელს ნაჩვენები იყო ბრენდბი: Atelier Laure Paschoud, Alma & Lovis, Ann Toussaint, Deepmello, Edelziege, durch Katlen, Leibschneider, Luxaa, Mandali, Milde , Myuli, Nurmi, Royal Blush, Stefania Masotto, Studio Ecocentric.




კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

4


  • barjakuzu თქვა:
    22 იანვარი 2013 12:05 - ID: 4,
    დიდი არაფერი

  • anna_ anna თქვა:
    21 იანვარი 2013 21:17 - ID: 3,
    კარგი კაბააMy Webpage
    შარვალი კარგია. ლუქიც.My Webpage
    მომწონსMy Webpage

  • marika0704 თქვა:
    21 იანვარი 2013 19:37 - ID: 2,
    მე თითმის ყველა დიზაინერის კოლექცია მომეწონა.განსაკუთრებით Dawid Tomaszewski-ს. ძალიან ჰაეროვანი და ნაზი იყო. კარგი ნიუსია.

  • MissDevonne თქვა:
    21 იანვარი 2013 19:22 - ID: 1,
    რამოდენიმე მომეწონა ძალიან მაგრამ... საერთო ჯამში არ იყო ვარგისიანი O.O

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top