;
8 თებერვალი 2013      Holly ❤ Shit     16 კომენტარი     ნანახია 6367-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები

წლების განმავლობაში დიზაინერები და მოდის სახლები ცდილობდნენ ერთ ლუქში რაც შეიძლება მეტი მატერია, ფაქტურა, სტილი, ფერები გამოეყენებინათ და შემდეგ ჩვენთვის ენახებიათ. მაგრამ ამ სეზონზე დიზაინერები ცდილობენ რაც შეიძლება მინიმალურად წარმოაჩინონ ლუქი ან თუნდაც მაკიაჟი, თუმცა სიტყვა მინიმალიზმი არ ნიშნავს რომ ეს ლუქი ჩვენს ყურადღებას არ მიიპყრობს, შეიძლება პირიქითაც ითქვას უბრალოდ შეხედვისას 'თვალი დაისვენებს' და სინაზეს დაინახავს, რაშიც სინამდვილეში რეალური სიძლიერე იქნება დამალული, რაც შეეხება წლევანდელ ტრენდებს, ესენია : მინიმალური მაკიაჟი, მინიმალური აქსესუარები და ა.შ. მოკლედ ყევლაფერი მინიმალურად იქნება გამოყენებული, რამაც კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასბა უკვე დაიმსახურა.
სეზონის ტრენდი : მინიმალურობა

მინიმალიზმის სამი ერა
სეზონის ტრენდი : მინიმალურობა
მინიმალიზმის დღევანდელი განვითარება უკვე - მესამე ერაა. მინიმალიზმი პირველად პოპულიარული გახდა 60-იან წლებში. ანუ ეს წლები იყო მინიმალიზმის პირველი ერა. სწორედ მაშინ შემოვიდა მოდაში მოკლე იუბკები და ტანზე მომდგარი კაბები. ნელ-ნელა კი დიზაინერები ცდილობდნენ ერთ ლუქში რაც შეიძლება ხშირად გამოეყენბინათ რამოდეიმე დომინირებული ფერი, ფერები ძირითადად მკვეთრი უნდა ყოფილიყო, მაგალითად : წითელი, ლურჯი, სტაფილოსჯერი. ძირითადი შეხამებები : ლურჯი და თეთრი, ნარინჯისფერი და შავი.
მეორეჯერ მინიმალიზმი მოდის მთავარი ჰიტი 90-იანი წლების ბოლოს გახდა, ანუ ეს უკვე მეორე ერა იყო და ამაში დიდი წვლილი ჯილ სანდერმა შეიტანა. გერმანელმა დიზაინერმა დამსახურებულად მიიღო წოდება, << მინიმალიზმის დედოფალი >> სწორედ მისი დამსახურებაა რომ კიდევ ერთხელ შემოვიდა მოდაში უბრალო მაგრამ ზუსტი ფერები, ამის შემდეგ სულ რამოდენიმე წელიწადში, მისი ტრიუმფის შემდეგ 2002 წელს ჯილმა დატოვა მოდის სახლი. ცოტა ხანში მან სცადა მოდის ინდუსტრიაში დაბრუნება თუმცა უშედეგოდ. დღესდღეობით კი მან შეძლო მან შეძლო მისი მარკის "ჭაობიდან ამოყვანა" და ამ სეზონზე ისევ დამკვიდრდა მინიმალიზმი.





მინიმალიზმის მესამეჯერ დამკვიდრების შემდეგ დიზაინერებმა და მოდის სახლებმა შექმნეს კოლექციები რომლებიც მინიმალიზმს საკმაოდ კარგად ასახავდა, ასევე შექმნეს ფეხსაცმლის ჩანთებისა და აქსესუარების ისეთი მოდელები რომლებიც მინიმალიზმისთვის იდეალური შესახამებელი იქნებოდა.

მინიმალიზმი პოდიუმზე.
სეზონის ტრენდი : მინიმალურობა




ჯილ სანდერის 2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია - უნიკალური მინიმალიზმია. კოლექციაში ვხედავთ ელეგანტურობიას, თავშეკავებულობასა და თითოეული დეტალის შეთავსებას. კოლექციის დიდი ნაწილის შეხამება თანამედროვედაა გაკეთებული : თეთრი შავთან,თუმცა ჯილს არც ფერთა აქცენტი არ დავიწყებია მან გამოიყენა მუქი ლურჯი, ბორდოსფერი და სტაფილოსფერი, რომ ლუქი გამოცოცხლებულიყო. კოლექციაში არ არის მჭიდრო კაბები და ტანზე მომჯდარი შარვლები, აფსოლიტურად ყველაფერი არის საკმაოდ განიერი, მაგრამ მოიუხედავად ამისა ისინი ტანის თითოეულ მოძრაობას გამოკვეთილად იმეორებს. დიზაინერმა აღნიშნა, რომ სანამ კოლექციას შეადგენდა საკუთარ არქივებს გადახედა, რაც დამეთანხმებით ამად ღირდა რადგან კოლექცია ნამდვილად სრულყოფილი გამოვიდა.







მინიმალიზმი აქსესუარებში.
სეზონის ტრენდი : მინიმალურობა
მინიმალიზმისთვის შესაფერისი აქსესუარებიც ასევე საკმაოდ თავშეკავებული უნდა იყოს და აქ როგორც ტანსაცმლში არჩევანი ძალიან დიდია. დიდი ჩანთა, ქალური ფორმაბი მოკლე სახელოებით ან პირიქით. ჩანთების ასეთი მაგალითი საკმაოდ ნათლად დაგვანახა : Tom Ford - მა Celine - მ და Hermes - მა. ეს არჩევანი გამოსადეგარია როგორც სამუშაო საათებში ასევე საღამოებისთვის და გამოსასვლელი ადგილებისთვის.
მინიმალიზმისთვს საუკეთესო შესახამებელი ფეხსაცმელია - მოდელები Charline de Luca -ს კოლექციიდან. სეზონის ტრენდი : მინიმალურობა
საუკეთესოა შავი ან კომბინირებული მაღალქუსლიანები. ასეთი ფეხსაცმელები საკმაოდ ფრაქტიკულია და შესაძლებელია ნებისმიერ ტანსაცმელს შეუხამო. წელს Dior-იც საკმაოდ თავშეკავებული მოდელებით წარსდგა, მიუხედავად იმისა, რომ დიორი ყოველთვის საკმაოდ თეატრალიზირებულ მოდელებს გვაჩვენებდა.





მინიმალიზმი მაკიაჟში.

როდესაც მივყვებით და ვიცმევთ სტილს რომელსაც ჰქვია - მინიმალიზმი, მაშინ ჩვენ საკმაო დაკვირვებით უნდა ავარჩიოთ მაკიაჟი და ვარცხნილობა. ამ სტილს არ უყვარს სიმკვეთრე ის მისი სინაზით უნდა გიპყრობდეთ ამიტომაც აუცილებელია თმის ვარცხნილობა იყოს უბრალო, მაგალითად : გაშილილი თმა სასურველია : სწორი. ასევე შესაძლებელია : ცხენის კუდი და უბრალო კოსა.

სეზონის ტრენდი : მინიმალურობა




2013 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ვიზაჟისტებმა მხარი დაუჭირეს მოდურ ტრენდს და მოდელებს შეუქმნეს "მაკიაში მაიკიაჟის გარეშე". მოდელები პოდიუმზე სუფთა სახით გამოდიოდნენ, ისეთი ბრენდების ჩვენებებზე როგორიცაა : Helmut Lang, Victoria Beckham, Charlotte Ronson, Derek Lam, Alexander Wang და Tommy Hilfiger. მაგრამ არავინ არ შეედავება იმას რომ შეუმჩნეველი მაკიაჟის პროფესიონალურ დონეზე გაკეთება იმაზე ბევრად ძნელია ვიდრე თეატრალური ან მუქი ( ანუ ძირითადი ფერი : შავი, ლურჯი) მაკიაჟის გაკეთება. მაკიაჟის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი არის იდეალური სახის ტონი, ამის გაკეთებაში უამრავი რამ შეიძლება დაგვეხმაროს : ტონალური, კორექტორი, პუდრი და სხვა.

კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

16


  • Smiley :) თქვა:
    10 თებერვალი 2013 10:09 - ID: 16,
    მინიმალიზმი ყველაფერში არაჩვეულებრივია , როგორც ტანსაცმელში ასევე ინტერიერში . აი მაკიაჟს მინიმალიზმის სტილში რაც შეეხება , ეს ის არის რაზეც აბსოლტურად ვგიჟდები !
    შესანიშნავი სტატიაა love

  • tatuu:) თქვა:
    9 თებერვალი 2013 16:13 - ID: 15,
    ძალიან "მსუყე" და საინტერესო სტატიაა.
    მეც მომწონს მინიმალიზმი, მისი საშუალებით შესაძლებელია
    თითოეული ადამიანის ბუნებრივად წარმოჩენა... love

  • chyipina თქვა:
    9 თებერვალი 2013 15:03 - ID: 14,
    ხარისხიანი და საინტერესო სტატიაა
    მეც მიყვარს მინიმალურობა ტანსაცმელში

  • Holly ❤ Shit თქვა:
    9 თებერვალი 2013 12:21 - ID: 13,
    lalanana,
    elga,
    დიდი მადლობა love

  • elga თქვა:
    9 თებერვალი 2013 10:00 - ID: 12,
    მე ზუსტად მინიმალიზმით გამოვირჩევი ჩემი სანაცნობო წრისგან ისინი უცნაურად მთვლიან და მე ვიცი რო მაგარი ვარ wink
    ჯილის კოლექციიტ მეც ვარ მოხიბლული თითოეული ლუქი ბრწყინვალეა.
    ბრწყინვალე სიახლეა

  • Gia Carangi თქვა:
    9 თებერვალი 2013 02:11 - ID: 11,
    მე პირადად ისედაც ესეთი სტილი მიყვარდა ყოველთვის love

  • anna_ anna თქვა:
    9 თებერვალი 2013 00:54 - ID: 10,
    პირადად მე ძალიან მიზიდავს მინიმალიზმი.

  • Holly ❤ Shit თქვა:
    9 თებერვალი 2013 00:22 - ID: 9,
    ვფიქრობ მინიმალიზმის საშუალებით ყველა
    შეძლებს გამოაჩინოს თავისი გემოვნების ფასი
    და არ დაიმალოს უხარისხო მაკიაჟსა და ძვირადღირებული
    აქსესუარების ქვეშ რაც სულაც არა გემოვნებიანი (ხშირ შემთხვევაში)
    ta_mo,
    mariamy_feria,
    ELE-elene,
    გოგოებო უღრმესი მადლობა

  • margaux თქვა:
    8 თებერვალი 2013 23:44 - ID: 8,
    რაქარგიაა , ბეიბი მაკიაჟი ყველატრენდს უხდება

  • mariamy_feria თქვა:
    8 თებერვალი 2013 23:13 - ID: 7,
    ძალიან კარგი სიახლეა,გამიხარდა მინიმალიზმი რომ იქნება აქტუალური.მკვეთრი მაკიაჟითა და უამრავი აქსესუარით დატვირთული(უაზროდ) გოგოები უგემოვნობის პიკს აღწევდნენ.მინიმალიზმი საშუალებას იძლევა საკუთარი ხასიათი,გემოვნება და სტილი ასახო,საკუთარი თავი წამოწიო წინ love

  • Elenita თქვა:
    8 თებერვალი 2013 22:49 - ID: 6,
    ძალიან სასიხარულოააა

  • ELE-elene თქვა:
    8 თებერვალი 2013 22:47 - ID: 5,
    კარგი სიახლეა ძალიან... love

  • Takusha თქვა:
    8 თებერვალი 2013 22:39 - ID: 4,
    ამ მოდურმა სიახლემ მართლა გამახარა! ძალიან მობეზრებული და დაღლილი ვიყავი უკვე იმით, რომ რაც ებადათ გოგოებს ყველაფერი ეკეთათ და ეცვათ, თვალი დაისვენებს და წელს მართლა გამოჩდება ვინაა გემოვნებიანი fellow

  • Ancho. თქვა:
    8 თებერვალი 2013 22:32 - ID: 3,
    რა კარგი სტატიააააააააა

  • ale თქვა:
    8 თებერვალი 2013 22:30 - ID: 2,
    მეც მომწონს თან ვერ ვიტან გადატენილ მაკიაჟს

  • Ms.Casillas თქვა:
    8 თებერვალი 2013 22:19 - ID: 1,
    მომწონს ძალიან ეს ტრენდი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top