;
11 მარტი 2013      lady_tamo     9 კომენტარი     ნანახია 2586-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, საინტერესოა

პარიზის მოდის კვირეული: ყველაზე უჩვეულო ლუქები

მაღალი მოდის ერთ-ერთი კვირეული, კერძოდ კი პარიზის, დასრულებულია. თქვენ ჩვენი საიტის საშუალებით უკვე გაეცანით მსოფლიოს წამყვანი დიზაინერების მოდურ კონცეპციას 2013 წლის შემოდგომის სეზონისთვის. ალბათ ბევრმა მათგანმა თქვენზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა. იყო თუ არა ეს შთაბეჭდილება აღტაცებით თუ იმედგაცრუებით გამოწვეული, ეს უკვე სხვა საქმეა თუმცა ალბათ ყველა თქვენგანი დამეთანხმება იმაში, რომ როგორც ყველა სხვა დანარჩენი კვირეულიბს, ასევე პარიზის კვირეულის დროსაც უჩვეულო, ექსტრავაგანტული და ერთი შეხედვით სულელური და სრულიად გამოუსადეგარი დეტალები/შტრიხები/აქსესუარები/პრინტები შევნიშნეთ. მაგრამ რადგან დიზაინერებისგან განსხვავებით, ჩვენ 'უბრალო მოკვდავნი' ვართ, ეს უჩვეულობა და ექსტრავაგანტულობა კვლავ გადაჭარბებულ ფანტაზიის უნარს მივაწეროთ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ 2013 წლის პარიზის მოდის კვირეულის კოლექციებიდან ყველაზე უჩვეულო ლუქებს.

-------------------------------
Alexander McQueen
-------------------------------


ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა ეს სია ალექსანდრ მაქქუინის გარეშე. მის კოლექციებში ყოველთვის იგრძნობა ექსტრავაგანტულობა, თუმცა გადაჭარბებული არაფერი ვარგა. ამჯერად დიზაინერმა პოდიუმზე წარმოგვიდგინა მოდელები გაშლილი, თეთრ ფერში გადაწყვეტილი კაბებით, უჩვეულოდ დიდი მხრებით. კოლექცია, რომელსაც მოდის კრიტიკოსებმა 'სამეფო, მდიდრული კოლექცია' უწოდეს, ლუდოვიკო XIV დროის მოდურ ეპოქას გვაგონებს. მარგალიტებით გაწყობილი თავსაბურავები,ფეხსაცმელები რენესანსის ეპოქას მოგვაგონებს. ასევე აღსანიშნავი ახალი შტრიხი, ასევე მარგალიტებით გაწყობილი ხელთათმანი,(მხოლოდ თითებისთვის, ამიტომაც შეგვძილი თამამად ვუწოდოთ 'თითთათმანი'), რომელიც პრაქტიკულად საეჭვოა გამოგვადგეს, სამაგიეროდ დააგვირგვინა და სრულყო რენესანსის ეპოქით შთაგონებული კოლექცია.

Image.geotorrents.com
Image.geotorrents.com
Image.geotorrents.com
Image.geotorrents.com

-------------------------------
Chanel
-------------------------------


ბეწვის, ყურებზე ჩამოფხატული ქუდი და ნეონის ფერები - ორი მოდური ტენდენცია. სრული 'პიკი' იქნება ამ ორი ტენდენციის ერთ აქსესუარში ხილვა და აი ისიც:

Image.geotorrents.com

შანელის ბესტსელერი ჩანთისა და საკვოაჟის 'ნაჯვარი':

Image.geotorrents.com

ფსიქოდელიური პრინტები, რომლებიც ციტრუსის შესანახ ბადეებს მოგვაგონებენ:

Image.geotorrents.com

-------------------------------
Comme des Garcons
-------------------------------


ციკლიდან 'დედა-ბუნება' ანუ ფრიად 'ორიგინალური' თავსაბურავი:

Image.geotorrents.com

3D-ფანტასმაგორია ანუ ყოვლისმომცველი სილუეტები

Image.geotorrents.com
Image.geotorrents.com
Image.geotorrents.com

-------------------------------
Givenchy
-------------------------------


მაქსი კაბა, სრულიად გამჭვირვალე ქსოვილისგან. მსგავსი რამ სხვა დიზაინერების კოლექციებშიც შეიძლება გვენახა, მაგრამ ამ კოლექციაში ის დამოუკიდებელი დეტალია, შეხამებული ნაქსოვ სვიტერთან.

Image.geotorrents.com

სავარაუდოდ, ყველა დიზაინერი აკოპირებს ახალ პრინტს: ბემბი

Image.geotorrents.com

-------------------------------
Yohji Yamamoto
-------------------------------


თქვენ უკვე შეგიძლიათ თავი მოიწონოთ ფრჩხილის ლაქით, ხელთათმანის გაუხდელად.

Image.geotorrents.com

-------------------------------
სხვა უჩვეულო ლუქები
-------------------------------


მოდურმა ადამიანებმა უკვე მოირგეს სხვადასხვა ნივთი ერთ მხარეზე: სვიტერებიც, მაისურებიც, კაბებიც. ხოლო პალტო ერთ მხარზე ჯერ არ ყოფილა. Haider Ackermann მა გამოასწორა ეს შეცდომა.

Image.geotorrents.com


Jean-Paul Gaultier-მა
წარმოგვიდგინა ტანისამოსი ნაფხრეწებით სხვადასხვა ადგილას, თითქოს-და მოდელებს გააფთრებული ბულდოგების არმია დაესხა თავს.

Image.geotorrents.com

Jean Charles de Castelbajac- პალტო მელიით, ეს არამარტო პალტოა მელიის ბეწვის საყელოთი, არამედ ასეთი ვარიანტიც:

Image.geotorrents.com

პრინტი "ტარაკნები" Lanvin-სგან:

Image.geotorrents.com

სათვალეები (უფრო სწორად მათი შორეული წინაპრები) Manish Arora-სგან

Image.geotorrents.com

Miu Miu -მ მოდელები შემოსა სხვადასხვა ფერის უჩვეულო ფეხსაცმლით:

Image.geotorrents.com

Stella McCartney -მ კი შემოგვთავაზა რეზინისძირიანი ჩექმები
"საჭყლეტები" (თუ რისი, ეს თქვენი ფანტაზიისთვის მომინდია)

Image.geotorrents.com

ტყავის კაბა ენ რაოდენობის ქამრით Saint Laurent-სგან. ეტყობა
რომელიმე კრეატიული დიზაინერი სექს-შოპს ეწვია მუზისთვის:

Image.geotorrents.com
საყელო - როგორც დამოუკიდებელი შტრიხი და აქსესუარი. ვარიაცია Valentino-სგან.

Image.geotorrents.com


კატეგორია: მოდური სიახლეები, საინტერესოა
Tags:

9


  • Johnny depp თქვა:
    12 მარტი 2013 15:49 - ID: 9,
    თამო კარგი ხარ, მომეწონა სტატია love

  • ani-ani ____ თქვა:
    12 მარტი 2013 15:02 - ID: 8,
    ოოოოოოო ეს რააარიიიიიიი კოშმარი ნუ რამოდენიმე ესკიზს არაუშავდა მაგრამ თითქმის ყველა კოშმარიაააააააააააააა crying crying crying

  • Medea♥ თქვა:
    12 მარტი 2013 14:24 - ID: 7,
    ძაალიაან კარგი ნიუსია თამო love
    მომეწონა აღწერები :D ვერ ვიგებ ვისთვის იქნება ასეთი სისულელეები

  • QiQiTo:):) თქვა:
    12 მარტი 2013 13:02 - ID: 6,
    საინტერესო ნიუსო იყო!

  • ANGEL თქვა:
    12 მარტი 2013 12:23 - ID: 5,
    თამო აღწერა მართლაც მაგარია:))

  • Afrodite...♥ თქვა:
    12 მარტი 2013 12:15 - ID: 4,
    მართლაც რომ ბრავო დიზაინერების ამხელა ფანტაზიის უნარსა და ექსტრავაგანტულობას.თამო სიახლე მომეწონა love

  • mariamininutsa თქვა:
    12 მარტი 2013 11:32 - ID: 3,
    თითთათმანი
    ვაიმე კაი იყო ბევრი ვიცინე, განსაკუთრებით თითთათმანზე აჰაჰაჰ lol

  • naomi თქვა:
    12 მარტი 2013 09:38 - ID: 2,
    კომენტატორი სერიოზული გყავთ )

  • ANGEL თქვა:
    11 მარტი 2013 23:09 - ID: 1,
    შანელზე დამწყდა გული:( რა იყო ეგ... მაგრამ არც კი მახსოვს ისე როდის მომეწონა შანელის კოლექცია ბოლოს, კოლექციიდან რაიმე.
    ჰმ, მაშ რატომ გამიკვირდა?:) ააა სახელია ჟღერადი

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top