;

12 March 2013      ANGEL     Views 4708    
Category: Fashion



მოდის კვირეულები მიიწურა, ჩვენ უკვე კარგად ვიცით რა იქნება მოდაში 2013 წლის ზაფხულში და უკვე ისიც ვიცით, თუ რას უნდა ველოდოთ 2013-14 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონზე. და ერთი თვალის გადავლებით შენიშნავდით, როგორ ჭარბობდა პრინტები. განსაკუთრებით კი მოდაში არის, და იქნება "კალეიდესკოპი" - სარკისებურად არეკლილი გრაფიკული გამოსახულებები და გარკვეულ კანონზომიერებით დანაწევრებული ლანდშაფტური ფოტო-პრინტები. გადავხედოთ და გავიხსენოთ რა წარმოგვიდგინეს მოდის კვირეულებზე ცნობილმა დიზაინერებმა, მხოლოდ ფრთხილად - უკიდურესად ჭრელი პუბლიკაცია :)


შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის ნაჩვენები კოლექციებიდან:
Lanvin - მა ზამთრის სეზონისთვის შექმნილ კოლექციაში მწერების გამოსახულებით მორთო საღამოს კაბები და კოსტუმები: ხოჭოები და პეპლები.


Sonia Rykiel -მა კი მჭიდრო ზოლებს მიღმა მოაქცია ყვავილების, ბუმბულის და ჯვარის გრაფიკული გამოსახულებები.


Manish Arora - ლანდშაფტული მოხატულობა, სადაც ცის თემა გამოიკვეთებოდა აბსტრაქტულ გრაფიკასთან შერწყმით


Marni - მონოქრამულად, მარტივი ხაზებით გამოხატული ტყის სცენები


Etro -მ კი ტიბეტური ნახატები დაშალა ოპტიკურ გრაფიკულ ზოლებს შორის


Blumarine - ყვავილოვანი ბუკეტების პრინტი წარმოადგინა, რომელიც ასევე დანაწევრებული იყო


Dolce & Gabbana - სიცილიური და ბიზანტიური მოზაიკის შთაგონებით შეიქმნა.
მკაფიო ფერის პრინტით და დატანილი თვლებით გააცოცხლეს ისტორია მილანის მოდის კვირეულზე.


Emilio Pucci - ტრადიციულად წარმოგვიდგინა პრინტით დატვირთული სამოსი,
არტ დეკოს სტილში გადაწყვეტილი. სამოსი კი 60' წლების სილუეტს იმეორებდა.


Roberto Cavalli - მხატვრულად იყო დატვირთული და ბაროკოს სტილის სიმდიდრით გაჯერებული.
ფერები კი მონოქრომულ - ოქროსფერსა და ვერხლისფერი მბზინავი ნაქარგსა და ჭრელ პრინტებს შორის ვარირებდა.



Bottega Veneta -მ კი ფაქტურათა მანიპულაციით მიიღო აბსტრაქტული და ამოუცნობი დეკორი


Just Cavalli - ცხოველური პრინტის და აზიური, დრაკონის თემის მიქსს წარმოადგენს,
ნახატი ხოლებსა და ჩარჩოებშია მოქცეული, რაც გარკვეულ დისციპლინას ქმნის.


Mary Katrantzou -ს ამ კოლექციაში, როგორც ტრადიციულად სამოსი სრულად ფოტო-პრინტებს წარმოადგენდა,
ამჯერად დიზაინერმა პრინტები დაბურულ, ცივ ფერებში გადაწყვიტა.


Preen - შემოსაზღვრული, გარკვეული მოხაზულობის მსუბუქ ყვავილოვანი კონტრასტული გრაფიკით


Tom Ford - აბსტრაქტულია მისი აპლიკაციური პრინტები, რომლებიც დატვირთულია ოპტიკური ილუზიით
და გაჯერებულია მბზინავი პაიკეტებით და ჭრილებით.


Matthew Williamson - ინტენსიურ ყვავილოვან, ზოლებიან ან მათ მიქს პრინტს წარმოადგენს, რომლებიც სრულად მოიცავენ მატერიას


Peter Pilotto - 3-D კალეიდოსკოპის პრინტს წარმოადგენს. ამ სარკისებრი ეფექტის გრაფიკაში
ჭარბობს შავი კონტური, რომელიც გამოკვეთს ლურჯ და ყვითელ ელემენტებს.


Holly Fulton - გეომეტრიული და წერტილოვანი პრინტები გარკვეულ კანონზომიერებაში მოაქცია
ვეხვის, დათვის და ყვავილების კომპოზიციასთან შეთანხმებით


KTZ - დეკონტრუქციული, პოპ-ტრიბალისტურ ელემენტებს შენიშნავდით ამ მძიმე, მკაფიო კონტრასტულ გრაფიკაში


Giles - აბსტრაქტული პრინტები, რომლებიც დიდი ნახატის მცირე და დაბინდულ დეტალებს მოგვაგონებდა
გაფორმებული იყო ოქროსფერი ფოლგის მბზინავი ელემენტის მსგავსი დეკორით.


Christopher Kane - კამუფლაჟის პრინტის ირგვლივ ატარებდა ვიზუალურ ტრიუკებს


Erdem - ყვავილოვან აბსტრაქტული პრინტი იპყრობდა ჩვენს ყურადღებას, რომელიც ბადის ჭრილებით იყო გამოყოფილი


Jean-Pierre Braganza - გეომეტრიული სიზუსტითა და გრაფიკით იყო წარმოდგენილი ოქროს კვეთის კანონი...


Clover Canyon - ასევე კალეიდესკოპის თემას იმეორებდა, ბაროკოს სტილში


Libertine - მდიდრული იერით წარმოგვიდგენდა ხელოვნების ნიმუშთა "რეინკარნაციებს"


Marc By Marc Jacobs - გრაფიკული სახით გამოხატული ყვავილების თანდმიმდევრული წყობა ქმნიდა პრინტს


Christian Siriano - ს კაბები ძვირფას დეკორაციებს ფოტო-პრინტის სახით გადმოცესდა


Thakoon - ფოტოგრაფულ ყვავილოვან კოლაჯს წარმოადგენდა ბადისებრ ჭრილებთან კონტრასტით


Suno - შუა საუკუნეების პრინტი გადმოაქვს ფოლკლორული ელემენტებით


Tracy Reese - ყვავილოვანი დეკონსტრუქციული პრინტი


Mara Hoffman - ფარშევანგებსა და ტრიბალურ ნახატებს ფერად კალეიდესკოპში აღიქვამს...


BCBG Max Azria - მაქმანებით შექმნილი კომპოზიციები სარკისებური ეფექტით


Alexandre Hercovitch - ეგზოტიკური ყვავილების დაბურულ და ნაზ, გაცვეთილი მატერიის იმიჯს წარმოადგენს


მამაკაცის კოლექციებიდან
კანონზომიერი პრინტით იყო დატვირთული მამაკაცის კოლექციებიც: მოზაიკური ფილების და დამასკის ორნამენტებით


გრაფიკულად დაშლილი ფოტოგრაფიული პრინტები


ბოტანიკური თემა: მკაფიო და დატვირთული

om/wp-content/uploads/2013/01/8-menswear-trends-spring-summer-2013.jpg" />

ინდური Paisley ორნამენტის ვარიაციები


2013 წლის ზაფხულის კოლექციებში კი თითქმის ყველა ქვეყნისთვის დამახასიათებელ პრინტს იხილავდით


გველის ტყავის იმიტაციით შექმნილი მატერიისგან მრავალი კოსტუმი ვიხილეთ 2013 წლის ზაფხულის სეზონისთვის..


გრაფიკული ილუსტრაციები


ოპტიკური თამაშები

Tsumori Chisato - ს კოლექცია 2013 წლის ზაფხულისთვის ამერიკულ ისტორიას ყვება ფერადი, მარტივი ნახატებით

MSG - ეგზოტიკურ ბუნებას და ცხოველებს მხიარული და ფერადი გულუბრყვილო ნახატებით წარმოადგენს

Kenzo - ჯუნგლების თემას აგრძელებს...

Issa London - ტროპიკულ ბოტანიკას გამოხატავს მეტად მარტივად

Fendi - კუბიზმსა და ფუტურიზმს ნარინჯისფერ ტონალობებში გამოსახავს

Manish Aror - ინდურ ძვირფასეულობას წარმოადგენდა

Dolce & Gabbana - კერამიკული მოხატულობის თემას მიყვება

Just Cavalli - ეგზოტიკური ყვავილების ბუკეტსა და ლეოპარდის იმიჯს გამოხატავს აბსტრაქტული სახით

Roberto Cavalli -ს სახელით კი მოდერნ არტ-დეკოს სტილში შესრულებული კონტურული ნახატები წარმოგვიდგინეს

Antonio Maras -ის ნახატებიც წვრილხაზოვნადაა გამოსახული

Holly Fulton - დეკოს სტილში შესრულებული გრაფიკით

House of Holland - Grunge pop პრინტი ჰიპერ ფერებით დატვირთა..

Antoni and Alison - თითქოსდა ხელის ერთი მოსმით გააფორმა ყვავილებით მოჩითული ძველებური ნაჭერი

Peter Pilotto -მ ლონდონის მოდის კვირეულზე ყველანაირი პრინტის მიქსი წარმოადგინა

Mary Katrantzou - პრინტის თემა საფოსტო მარკები გახდა

Preen - ქვეწარმავლის ტყავის კომბინაცია ფერად კუბებთან

Temperley - მოზაიკური, წერტილოვანი გრაფიკა ეთნიკურ სტილში

Marc by Marc -ის შთაგონების წყარო მაასაის ტომი გამხდარა

Custo Barcelona - სახალისოდ და ფერადად მიქსავდა გეომეტრიასა და კლიპარტებს

Matthew Williamson - ფოტოპრინტისა და გრაფიკული ორმანენტების მიქსს წარმოადგენდა

Thakoon - შინუაზრის სტილში შესრულებული პრინტებით დატვირთული მატერია აირჩია კოლექციისთვის

ასეთი გახლდათ შემოდგომა-ზამთარი 2013-14 წლის,
და 2013 წლის ზაფხულისთვის ნაჩვენებ კოლექციებში გამოყენებული პრინტის ტენდენციის მიმოხილვა.

ახლა კი... დავასვენოთ თვალები და გემოვნებით და დიდი დაკვირვებით შევარჩიოთ
პრინტით გაფორმებული სამოსი და მასთან შეხამებით ფერებში დაბალანსებული ლუქი შევქმნათ,
რაც საკმაო ყურადღებას და მცირედ გამბედაობას მოითხოვს.



Category: Fashion
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top