;

25 May 2013      DiamondsAndHeels14     Views 1866    
Category: Fashion, Stars


რუსი ტოპ-მოდელი ანა სელეზნევა კვლავ მოღვაწეობს მაღალ მოდაში, გასული სეზონების პოდიუმის დედოფალი,
კვლავ იპყრობს ფოტოგრაფებისა და დიზაინერების გულს. მოდელი ერთი თვის წინ საქართველოშიც იმყოფებოდა და ღირსშესანიშნაობებიც დაათვალიერა. Models.com-მა კი ანას რამდენიმე კითხვა დაუსვა, სამოდელო ბიზნესზე, გეგმებზე, ინსპირაციაზე. ინტერვიუს სახელია Off the Minute.

როცა არ ხარ შენი პროფესიით დაკავებული, რისი გაკეთება განიჭებს სიამოვნებას?

როცა თავისუფალი დროს მაქვს, ხშირად დავდივარ მეგობრებთან ერთად გარეთ, ვკითხულობ წიგნებს,
დაკავებული ვარ იოგათი. ბევრს ვმოგზაურობ და ვსტუმრობ ხელოვნების მუზეუმებს, მიყვარს
ცხენზე ჯირითი.


რა არის შენი პროფესიის საუკეთესო ნაწილი?

მიყვარს მუშაობა ამდენ საოცრად ნიჭიერ ადამიანებთან, დიზაინერებთან და ფოტოგრაფებთან. როცა
ჯგუფი მუშაობს ერთად, ეს მე შთამაგონებს. ასევე მოგზაურობაც - რომ არა ეს მოდელობა,
ჩემით ვერ ვეწვეოდი უმშვენიერეს ქალაქებს.


გვითხარი შენს შესახებ რაიმე განსაცვიფრებელი..

დილით ძალიან ადრე გაღვიძება მიყვარს.

რა არის შენი შთაგონების წყარო?

მუსიკა ჩემი ინსპირაციაა. ვსწავლობდი მუსიკალურ სკოლაში, მოსკოვში, ვუკრავ ფორტეპიანოზე,
გავლილი მაქვს ვოკალის გაკვეთილებიც.


რა გასწავლა მოდის ინდუსტრიაში მუშაობამ?

იყავი მომთმენი და იყავი ნამდვილად ის, ვინც ხარ. გარდა ამისა, მასწავლა ინგლისური და ცოტა
ფრანგულიც.


როგორ ხედავ საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ?


10 წელი დიდი დროა. მოდით, 10 წელში ვნახოთ.


Category: Fashion, Stars
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top