;
14 ივნისი 2013      ANGEL     13 კომენტარი     ნანახია 5958-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, სარეკლამო სტატია



Wrangler Denim Spa – ჯინსი, რომელიც გიცავთ ცელულიტისაგან
ალოე ვერას და ზეთისხილის ექსტრაქტები
მოხდენილი ფეხებისა და აბრეშუმივით პრიალა კანისათვის…

„ის აშკარად უფრო კარგად გამოიყურება ვიდრე ჩვეულებრივი ჯინსი. მისი ერთ დღიანი ტარების შემდეგ ჩემი ფეხები იდეალურად გრძნობს თავს – ჩემი კანი კიდევ უფრო ნაზი და აბრეშუმივით პრიალაა ვიდრე აქამდე იყო“ - ამბობს ლიზ ჯაგერი (მიკ ჯაგერის ქალიშვილი), რომელიც წარმოადგენს Wrangler-ის ამ ინოვაციური პროდუქტის სახეს.

ქალებს ახლა უკვე შეუძლიათ საბოლოოდ დააღწიონ თავი ცელულიტის პრობლემებს. Wrangler-ის ახალი ჯინსები შეიცავს ალოე ვერასა და ზეთისხილის ექსტრაქტებს, რომლებიც ზრუნავენ თქვენი ფეხების მოხდენილობასა და კანის სინაზის შენარჩუნებაზე.





თუ არ გაქვთ დრო ხანგრძლივი დამატენიანებელი პროცედურებისთვის, Denim Spa ჯინსი იდეალურია თქვენთვის. ამ რევოლუციურ ჯინსებს ახალი კოლექციიდან, გააჩნია დამატენიანებელი ინგრედიენტები, რომელიც უზრუნველყოფს წონის შენარჩუნებასა და კანის სიმშრალისაგან დაცვას. ფაქტობრივად, როდესაც გაცვიათ Wrangler-ის Denim Spa ჯინსები, თქვენ ავტომატურად იტარებთ მაღალი დონის კოსმეტიკურ პროცედურას საკუთარი სხეულისათვის. ამ ჯინსებში არსებულ ინგრედიენტებს კი ისეთივე ეფექტი გააჩნია, როგორიც ნებისმიერ პრემიუმ კლასის სხეულის მოვლის საშუალებას.

თბილისის მაღაზიებში კოლექცია წარმოდგენილი იქნება როგორც ვიწრო (skinny), ასევე სწორ (straight) მოდელებში – სამი სხვადასხვა შემადგენლობით: ალოე ვერა, ზეთიხსილის ექსტრაქტი და დამატენიანებელი ინგრედიენტები.



Denim Spa ჯინსების შემადგენლობა განსხვავდება ფერების მიხედვითაც:

ღია ლურჯი ჯინსი შეიცავს ალოე ვერას , გამოირჩევა მისი უნარით დაამშვიდოს მგძნობიარე კანი და მოახდნის მასზე ანტიანთებითი ზეგავლენა, გააჩნია ანტიალერგიული ფუნქციაც მგრძნობიარე კანისათვის. ამ ჯინსებს ასევე ახასიათებს ალოე ვერას განსაკუთრებული სურნელი.



ლურჯი ჯინსი შეიცავს ზეთისხილის ექსტრაქტს , რომლის სტრუქტურაც იმ ლიპიდის სტრუქტურის იდენტურია, რომელსაც ადამიანის კანი შეიცავს. ამიტომაც, მას აქვს სხეულის ზედაპირზე შეღწევის შესანიშნავი უნარი და მასში არსებული დამატენიანებელი ორგანული კომპონენტის საშუალებით, განსაკუთრებულ მატონიზირებელ ეფექტს ახდენს თქვენს კანზე.



მუქი ლურჯი ჯინსი კი სახელწოდებით „ Smooth Legs “ შეიცავს ანტიცელულიტურ ნივთიერებებს, რომელთა შემუშავება და გატესტვაც მოხდა საფრანგეთში: წყალმცენარეების ექტრაქტი, რეტინოლი (ვიტამინი A) და კოფეინის მარცვლები. დამტკიცებულია, რომ ეს ნივთიერებები ამცირებს „ფორთოხლის კანის“ ეფექტს და ცხიმოვან უჯრედებს კანის ქვედა ფენებში.



ჯინსის სპა ეფექტი გრძელდება 15 დღის განმავლობაში ან 4-დან 6 გარეცხვამდე. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სპრეი ჯინსისათვის, რაც მის ეფექტიანობას გაახანგრძლივებს 65-დან - 97 ჩაცმამდე.

იხილეთ Wrangler-ის ოფიციალური საიტი თქვენთვის ჯინსის მოდელის სწორად შესარჩევად:
www.wrangler-europe.com/ss13/female/

თბილისში აღნიშნული პროდუქცია წარმოდგენილია ექსკლუზიურად Jeans Gallery Group -ის მაღაზიებში შემდეგ მისამართებზე:
Lee & Wrangler : ● ს/ც “პიქსელი”, ი.ჭავჭავაძის გამზ. 34 ● ს/ც “თბილისი მოლი” (II სართული)
Jeans Gallery : ● პეკინის 14ა ● ს/ც „ქარვასლა“ – ც.დადიანის #

www.facebook.com/JeansGallery







კატეგორია: მოდური სიახლეები, სარეკლამო სტატია
Tags:

13


  • nini__O_o__ თქვა:
    14 ივნისი 2013 22:38 - ID: 13,
    imena axdunebs :)))))))))))))))))))))))))))))))))))))))

  • ANGEL თქვა:
    14 ივნისი 2013 00:47 - ID: 12,
    საშუალო ლურჯი ფერის მომეწონა ყველაზე მეტად - ფერი... მართლა ძალიან სასიამოვნო ტექსტურაა და მომეწონა, 200-მდე ღირდა დაახლოებით. <3

  • tata ۰۪۫۰ თქვა:
    13 ივნისი 2013 15:34 - ID: 11,
    რა კარგია, მომეწონა

    ფასები ფეისბუქზე წერია

  • Ana smiley თქვა:
    12 ივნისი 2013 23:47 - ID: 10,
    აუ რა კარგია love ფასი ვერ მიაწერეს ბარემ

  • nisi თქვა:
    12 ივნისი 2013 21:45 - ID: 9,
    თბილისშია უკვე?

  • DiaMoNd თქვა:
    12 ივნისი 2013 17:26 - ID: 8,
    რა ღირს? ცითომ მართლა აქვს ცელულიტზე ეფექტი?

  • ani:) თქვა:
    12 ივნისი 2013 16:53 - ID: 7,
    მომეწონაა

  • nini:)(: თქვა:
    12 ივნისი 2013 16:50 - ID: 6,
    რა ღიიირს?

  • • Angel M • თქვა:
    12 ივნისი 2013 15:24 - ID: 5,
    ვაა რა მაგარიააა

  • ANGEL თქვა:
    12 ივნისი 2013 15:12 - ID: 4,
    OMG! რაღაც მაგარი ჩანს, რას არ მოიგონებენ რა:) სულ რომ არც არაფერი ჯინსის მოდელი მომწონს. და ისე კი მჯერა რომ ექნება ეფექტი ;) ნუ სასიამოვნო მატერია იქნება და ეს სპრეი თუ იყიდება ნეტავ აქ... და ფასი ფეისბუქზე ეწერება ალბათ ჯინსის გალერეას

  • im888 თქვა:
    12 ივნისი 2013 15:11 - ID: 3,
    ვა ნეტა თუ მართალია აქ ეფექტი love სიამოვნებით შევიძენდი სამივეს

  • climb for life თქვა:
    12 ივნისი 2013 15:10 - ID: 2,
    კარგი ნიუსია :)))

  • candice თქვა:
    12 ივნისი 2013 14:58 - ID: 1,
    რა მაგარია ra ghirs ?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top