21 July 2013      ANGEL     Views 5 301    
Category: Fashion



ზაფხულის ტენდენციები მუდამ გამორჩეულად საინტერესოა, გთავაზობთ 2013 წლის,
ამ სეზონის ტოპ-ტრენდების მიმოხილვას, რომლებიც ალბათ უკვე ისედაც იცით...

Trend: Monochrome
მინიმალისტურად აწყობილი შავისა და თეთრის მიქსი,
ის შეიძლება იყოს მოსაწყენი თუ კუბოკრულ ან ორნამენტიან დეტალებს არ დაურთავთ,
აი ვნახოთ, როგორ წარმოგვიდგენენ ამ ტრენდს დიზაინერები Gucci, Marc Jacobs და Roland Mouret



Trend: ყვავილების აპლიკაციები
პლასტიკის ფორმები, ყვავილების გრაფიკული გამოსახულებით თუ 3D ეფექტით
მოხატული მატერიები გაახალისებს თქვენს ლუქს.



Trend: Aqua Fresh
ალბათ ყველასთვის ზაფხულის ფავორიტი ტენდენცია - ცისფერ, წყლისფერ ტონებში, რომელიც საუკეთესო განწყობაზე დაგვაყენებს. აქტუალურია რამოდენიმე ტონალობის შერევა - ქოლორბლოქინგი, ombre ეფექტი და სხვადასხვა მატერიის მიქსი.



Trend: Clever Prints
დიზაინერმა Mary Katrantzou მრავალი საინტერესო პრინტი წარმოგვიდგინა, ჩვენს შევეცადოთ და მოვიხდინოთ ყველაზე აბსურდული თუ ტრადიციული პრინტებით მოხატული ნივთები.



Trend: Swinging Fringing
Versace, Rodarte, Nina Ricci, Donna Karan ბახრამებით მორთულ რეტრო თუ ბოჰო სტილში შესრულებულ კაბებსა და აქსესუარებს გვიჩვენებენ, ჩვენც სიამოვნებით ავიტაცებთ ამ ტრენდს, რომელიც უკვე მერამდენედ ბრუნდება.



Trend: რუშები
ფლამინგოს სტილში შესრულებული კაბები თუ ტოპები რუშებით - Olé! Olé!



Trend: გეომეტრია
დააკვირდით ამ ტრენდს Marc Jacobs, Moschino, Chanel, Dole and Gabbana -ს კოლექციებიდან
და გაუფრთხილდით თვალებს;)



Trend: Geisha
Prada, Hermes, Etro და Emporio Armani -ს კოლექციები აზიური სამყაროდან იღებენ ინსპირაციას,
კიმონოები და სახასიათო პრინტი - ნაზ და დახვეწილ ლუქს ქმნის.



Trend: 60' იანების გრაფიკა
ამ პერიოდის მხატვრობას თუ იცნობთ, ადვილად ამოიცნობთ მრავალი დიზაინერის შემოქმედებაში
ამ პერიოდის ნახატებით შთაგონებულ კოსტუმებს.



Category: Fashion
Tags:

Related
Share it
Comments
Back to Top