30 July 2013      kathryn happyborn     Views 3 296    
Category: Fashion

შანელი 2013 კრუიზის კოლექცია

Chanel 2013 საკრუიზო კოლექცია

საფრანგეთი არჩევნებში სოციალისტებმა დიდი სხვაობით გაიმარჯვეს აქამდე დომინანტ რესბუბლიკელებზე და ქვეყნის პოლიტიკისთვის სრულიად ახალი ერა დაიწყო. ისევე როგორც წლების წინ ლუდოვიკო მე14 იგივე მეფემ მზემ თავისი მმართველობით ახალ ეპოქის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ერთი შეხედვით მოვლენათა კავშირი სიმბოლურად დაემთხვა ერთმანეთს და კარლ ლაგერფელდის ყველაზე საინტერესო კოლექციის ჩვენება თავისი იდეური სარჩულით თითქოს ამ გარდაქმნებს გამოეხმაურა. ყველაზე დახვეწილმა და ნიჭიერმა ფრანგმა დიზაინერმა ერთი მხრივ მოზეიმე საფრანგეთს გამარჯვება მიულოცა, მეორე მხრივ კი ლუდოვიკო მე14 ის შეხსენებით ხარკი გადაუხადა წარსულ დიდებულ ეპოქას. საფრანგეთისთვის ყველაზე საინტერესო, პოლიტიკურად მრავალფეროვანმა და დახვეწილმა პერიოდმა კარლ ლაგრეფელდის შთაგონების ახალი ჰორიზონტი გახსნა. მარია ანტუანეტასა და მისი თანამედროვე მონარქების სამუზეუმო და ნახატებზე შემორჩენილმა კოლექციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ფრანგული ნატიფი გემოვნების უმაღლესი კლასი. კარლიც სწორეთ მათმა დროში წინსწრებულმა შეხედულბებმა და გემოვნებამ აღაფრთოვანა და ვერსალში გამართული ახალი კოლექცია მთლიანად ამ ესტეთიკით გადაახალისა.ერთი სახელით ის შეიძლება ასე მოვნათლოდ: "სუპერ თანამედროვე რეტრო სტილი" ის რაც მხოლოდ კარლ ლაგერფელდს შეუძლია შეაზავოს ერთმანეთში და მსგავსი საინტერესო და ექსტრაორდინალური კოლექცია შექმნას.მაგრამ თუ საქმეს ქართულად მივუდგებით კარლმა შესაძლო ასე იფიქრა" ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო" და სწორადაც გამოუვიდა.




ეს მართალი გასული წლის ჩვენებაზე წარმოდგენილი კოლექციაა მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო არა მხოლოდ მოდური ტენდენციებსა და სამოსზე არამედ იმ დეტალებსა და "ბექგრაუნდზე" რამაც ასე ძალიან აღაფრთოვანა მოდის სამყაროს აინშტაინი და იდეების გენერატორი კარლ ლაგერფელდი. ამჯერად მოგიყვებით იმ დამალულ და საინტერესო მოტივებზე რაც მარცვალ მარცვალ არის გაბნეული ამ კოლექციაში და მეტ მიმზიდველობას ანიეჭებს. .შთაბეჭდილების გასაძლიერებლად კოლექციის ჩვენება ვერსალის სამეფო სასახლის ეზოში იდეალურად გაკრეჭილი ხეების ანტურაჟში გაიმართა. მნახველები გაოცებას ვერ მალავდნენ როცა პოდიუმზე ღია ვარდისფერ პარიკიანი მოდელები გამოდიოდნენ , ცისფერი კრინოლინები(მე19 საუკუნემდე ის ქალის ტანსაცმლის აუცილებელი აქსესუარი იყო, ე.წ შიდა ჩონჩხი რაც კაბას მოცულობას მატებდა) ეცვათ და ოქროსფერი კამზოლებით იწონებდნენ თავს . ბაროკო როკოკოს სტილი ელეგანტურად ერწყმოდა ერთმანეთს ტვიდის მხოლოდ შანელისეული დამუშავების მრავლობითი ვარიაციასა და ოქროსფერი კრიპსების ერთინობით.

შანელი 2013 კრუიზის კოლექცია
შანელი 2013 კრუიზის კოლექცია
შანელი 2013 კრუიზის კოლექცია
შანელი 2013 კრუიზის კოლექცია
შანელი 2013 კრუიზის კოლექცია
შანელი 2013 კრუიზის კოლექცია
შანელი 2013 კრუიზის კოლექცია

კოლექციის მხატვრული ღირსებები მეფე მზის ეპოქის მემკვიდრეობაა. გარდა სახელმწიფოსთვისმ მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარებისა ლუდოვიკო მე 14 ისტორიაში შევიდა როგორც გემოვნებიანი ჩაცმის მიმართ დაუოკებელი ვნებით შეპყრობილი მონარქი. მისი მეუღლე მარია ანტუანეტა წელიწადში რამდენიმე ათეულ კაბას იკერავდა და თითოეულის შეკერვას 2 დან 4 თვე სჭირდებოდა. გარდა ამისა ის შეიძლება მივიჩნიოთ მოდური ინდუსტრიის პირველ დამფუძვნებლად:სამოსისადმი სიყვარულის ნიშნად ფუფუნების მოყვარული დედოფალი თავის განუყრელ დიზაინერთან ერთად ყოველწლიურ მოდურ ჟურნალს(მაშინ ილუსტაციები , მოდელები ხელით იხატებოდა) აწარმოებდა სადაც წლის განმავლობაში მიმდინარე მოდური ტენდენციები, ფერთა უპირატესობა და არისტოკრატული ნაწილისთვის შესაფერი სამოსის ნაკრები იყო წარმოდგენილი. შანელი 2013 კრუიზის კოლექცია

კარლმა ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი თვალში საცემი და გამოსარჩევი დეტალები გამოიყენა:
უპირველესად კომზოლები რაც აუცილებლად გაგახსენებთ 18 საუკუნის მამაკაცის მოკლე ჟილეტს, მაქმანები, ნაქარგები, რუშები, ნახევრადძვირფასი ბუჟუტერია რაც ასევე აუცილებლად გვახსენებს 80 იანი წლების მასიური აქსესუარების მოდას , პანტალონი -ბრიჯები და რაც მთავარი ამ ეპოქის მახასიათებელი პარიკები რომელთა სიგრძე კარლმა ყურებამდე შეამცირა და ეპოქალური ხელოვნური ხალი შანელის ლოგოტიპით ჩაანაცვლა.

ვისთვის შეიქმნა ეს კოლექცია? კარლს ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი აქვს: "მხოლოდ ეგზალტირებული და მამაცი მოდის გურმანებისთვის" ანუ ისეთი არსებისთვის როგორიც არის კარლ ლაგერფელდის ახალი მუზა ელის - Alice Dellal.

დელალი- გოგონა რომელმაც პირველმა შემოიტანა მოდაში საფეთქელზე აპარსული თმა. (ბრაზილიელი მოდელი ებრაული ფესვებით, 2008 წელს იყო მანგოს სახე 2011 დან შანელის კოლექციის სახე).

ამ კოლექცაის ორი მუზა ჰყავს: წარსულიდან მარია ანტუანეტა და თანამედროვეობის ნამდვილი ფეშენისტა ალის დელალი
, რომლის ხასიათი დიზაინერმა მთლიანად მოარგო ამ კოლექციას და მთავარი პრეზენტატორის მისიაც დააკისრა.
არ ვიცით, რამდენად გაამართლებს კარლის ახალი ინოვაცია მაგრამ კოლექცია თავისთავად ძალიან საინტერესო და მიმზიდველია, სწორედ ამ მახასიათებლებმა განაპირობა ჩემი დაინტერესება. კარლი ისევ გაგვაოცებს თავისი შეუდარებელი იდეებით , ასე რომ წინ არანაკლებ საინტერესო სანახაობა გველის. . რაც შეეხება ლაგელფელდის შთაგონების ახალ მუზას მარია ანტუანეტას დედოფალს, რომელსაც საფრანგეთის მოდის დამაარსებლად მოიხსენიებენ, მომავალ პოსტში შეიტყობთ.










Chanel 2013 საკრუიზო კოლექცია



































Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
Back to Top