;
10 აგვისტო 2013      Deakoo     5 კომენტარი     ნანახია 2765-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ვარსკვლავები

Shay Mitchell: JustJared Spotlight of the Week
26 წლის სერიალ 'Pretty Little Liars' -ს მსახიობი Shay Mitchell გადაიღეს საიტ Just Jared -ის ახალ ექსკლუზიურ პროექტში. ფოტოგრაფმა Justin Campbell -მა გადაწყვიტა რომ ფოტოსესიის უმეტესი ფოტო მუქი, მაგრამ ფერადი ყოფილიყო. შეის ინტერვიუ ჩამოართვეს Just Jared -ის ჟურნალისტებმა. მოდით გადავხედოთ სრულ ინტერვიუს და ფოტოებს ფოტოსესიიდან..


ინტერვიუ:

JustJared: მოდით, პირველ რიგში ვილაპარაკოთ Pretty Little Liars-სის შესახებ. შენი პერსონაჟი ემილი ძალიან ძნელ პერიოდს განიცდის და როგორც ვამჩნევთ “A” აწვალებს მას ყველაზე მეტად ვიდრე სხვა მატყუარებს. როგორ ფიქრობ რატომ?
Shay Mitchell სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცი. დასაწყისში ყველა აფასებდა მას როგორც ყველაზე 'უცნაური ადამიანი', მაგრამ მე პირადად არ მაქვს ეგეთი წარმოდგენა ემილიზე, განსაკუთრებით იმიტომ რომ “A” ასე რომ ვთქვათ 'ნადირობს' მასზე. მაგრამ ჩემი აზრით ემილი ამ ყველაფერს გადაიტანს და ყველაფერიო დალაგდება.

JustJared: მითხარი შენი საყვარელი ეპიზოდი ამ სეზონების განმავლობაში..
Shay Mitchell ჩემი საყვარელი ეპიზოდი იყო როდესაც გამომეკიდნენ შუქურაში. ამას იმიტომ ვამბობ რომ მიყვარს ასეთი ფოკუზები, და ძალიან ბევრუი ხალხი მუშაობდა ამაზე, ბრძოლის სცენაზე ძალიან შეშინებული ვიყავი. როდესაც ვიღაცა გამოგეკიდება, გინდ დანით, ან საერთოდ გინდ აი ასე დადგმული მაინც ძალიან საშიშია,ჩემთვის.(იცინის). ამიტომაც ეს იყო ჩემი საყვარელი ეპიზოდი რომელიც არასოდეს დამავიწყდება.

JustJared: კარგი მოვრჩეტ ამაზე. მე ვიცი რომ შენ გაქვს ბლოგი სადაც პოსტავ შენს საყვარელ საგნებს, ნივთებს და ყველაფერს. მოგვიყევი ამის შესახებ..
Shay Mitchell დიახ, მაქვს. მე მიყვარს ამის კეთება. ეს ბლოგი არის ჩემი გატაცება. მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი Michaela ერთად ვაკეთებთ ამას, და ეს ძალიან სახალისოა. როდესაც სამსახურიდან ვბრუნდები , და ისიც ბრუნდება, ვიკრიბებით და ერთად ვუყვებით ერთმანეთს ახალ ამბებს, მაგალითად რა კინოს ვუყურეთ, მოგვეწონა თუ არა და ამის შემდეგ ბლოგზ ვდებთ ამის შესახებ. მე ვაპირებ დავწერო სტატია იმის შესახებ თუ სად მინდა ვიმგზავრო და მაინტერესებს ის ხალხი რომელიც იქ ნამყოფია, შემდეგ ბლოგის დახმარებით ერთმანეთს ვუზიარებთ. ასევე ფანების მიერ თხოვნნებს ვასრულებთ, და მოკლედ რომ ვთქვათ კარგად ვხალისობთ. ეს კარგი საშუალებაა გაერთო და უფრო მეტი ფანი გაიცნო და შეიყვარო..

JustJared: შენი სტილი. მაინტერესებს რა არის შენი შტაგონების წყარო, შენი სტილია თუ გყავს სტილის აიკონი?.
Shay Mitchell ვფიქრობ რომ ჩემი სტილი ცვალებადია. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი ამინდია, როგორ ხასიათზე ვარ ან რას ვაკეთებ. ასე რომ ვთქვათ ძალიან 'გოგო ვარ'. მიყვარს კაბები, ქუსლიანები, ბლოგები და მოდური ჟურნალები. მე ასევე მიყვარს ძველი ჰოლივუდური სტილი, სოფია ლორენი, მე აღფრთოვანებული ვარ მისი სტილით, იტალიური და ნაზი. ასევე ძალიან მიყვარს ხასხასა ფერებიც. რაც უფრო ნათელია ჩემთვის მით უკეთესია. მე მიყვარს ახალი ტანსაცმლის ყიდვა, ეს ისეთი პროცესია რომელიც ძალიან მიყვარს და მინდა რომ სულ გრძელდებოდეს..

JustJared: ჩვენ გავიგეთ რომ შენ ძალიან აქტიური ადამიანი ხარ. რითი ხარ დაკავებული რომ შენი ფორმა შეინარჩუნო?
Shay Mitchell მე ამ დროისთვის ვვარჯიშობ Nike Women’s Half-Marathon-ისთვის, ოქტომბერში. როდესაც ამის შესახებ მეკითხებიან მეც ვპასუხომ მარათონი. მე ეს არასოდეს გამიკეთებია და ამ დროს ძალიან მონდომებული ვარ. ნამდვილად მინდა რომ ეს გავაკეთო. როდესაც ნაიკისგან შეტყობინება მივიღე იმის შესახებ თუ მინდოდა მე თუ არა ვყოფილიყავი მარათონის ნაწილი დაუფიქრებლად ვუპასუხე 'დიახ, რათქმაუნდა, რატომაც არა, ძალიან მიხარია, დიდი მადლობა, ან ახლა ან არასოდეს'. მოკლედ ძალიან გამიხარდა. ამიტომაც ახლა ფოკუზირებული ვარ ვარჯიშებზე, და რაც შემიძლია მეტ დროს ამას ვუთმობ.

JustJared: მუსიკა თუ გიადვილებს საქმეს?
Shay Mitchell რათქმაუნდა. მუსიკა ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილია. ის ჩემი შტაგონების წყაროა. მაგალითად როდესაც სადილს ვაკეთებ ვრთავ ფრანკ სინატრას ან კიდევ ესპანურ მუსიკას. როდესაც დავრბივარ, ვვარჯიშობ მჭირდება pump-up მუსიკა. მე ვარ ძალიან დიდი R&B -ს და რეპის ფანი. მიყვარს დრეიკი, ჯეი-ზი, ბიონსე.. მოკლედ დიდი მელომანი ვარ (იცინის)
Shay Mitchell: JustJared Spotlight of the Week
Shay Mitchell: JustJared Spotlight of the Week
Shay Mitchell: JustJared Spotlight of the Week
Shay Mitchell: JustJared Spotlight of the Week


კატეგორია: მოდური სიახლეები, ვარსკვლავები
Tags:

5


  • beauty queen თქვა:
    11 აგვისტო 2013 15:03 - ID: 5,
    ეს გოგო ძაან მომწონს
    სხვანაირი გარეგნობა აქვს და მაგიტომ. ულამაზესიაა <3

  • loseyourself თქვა:
    10 აგვისტო 2013 21:33 - ID: 4,
    ძალიან სექსუალური და ლამაზია, მაგრამ მის პერსონაჟზე არ ვგიჟდები, მე სპენსერის ფანი ვარ love love

  • ruuus თქვა:
    10 აგვისტო 2013 21:20 - ID: 3,
    მართლა ლამაზი გოგოა

  • Holly ❤ Shit თქვა:
    10 აგვისტო 2013 21:15 - ID: 2,
    ძალიან მომწონს ეს გოგო. მაგარი ტანი აქვს

  • darkangel თქვა:
    10 აგვისტო 2013 21:15 - ID: 1,
    რა ლამაზია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top