20 August 2013      • Angel M •     Views 7 823    
Category: Fashion / Stars

Forbes-მა გამოავლინა 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელებიForbes-მა გამოავლინა 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელებიForbes-მა გამოავლინა 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები

Forbes-მა ახლახანს გამოავლინა 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები. სიაში მოხვდნენ
ისეთი მოდელები, როგორებიც არიან: ჟიზელ ბიუნდჰენი, ქეით მოსი, ქენდის სვეინპოლი,
მირანდა ქერი, ადრიანა ლიმა
და სხვები. გადავხედოთ ტოპ 10-ეულს..

1. ჟიზელ ბიუნდჰენი: $42 მილიონი
ბრაზილიელი სუპერმოდელი სიის პირველ ადგილას მოხვდა, რადგან მისი
წლიური შემოსავალი $42 მილიონია. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბიუჯეტი
ბოლო დროს შემცირდა, თანამშრომლობა ისეთ ბრენდებთან, როგორებიც
H&M და Chanel არიან მის შემოსავალს ნადვილად გაზრდის.
Forbes-მა გამოავლინა 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები

2. მირანდა ქერი: $7.2 მილიონი
მირანდას შემოსავალი მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან მანგოსთან, ვიქტორია
სიკრეტთან
და იაპონურ ბრენდებთან თანამშრომლობა დაიწყო. თუ შარშანდელ
მონაცემებს გავიხსენებთ, მირანდამ პროგრესი განიცადა და მეშვიდე ადგილიდან
მეორეზე აღმოჩნდა.
Forbes-მა გამოავლინა 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები

3. ადრიანა ლიმა: $6 მილიონი
ბრაზილიელი მოდელი ადრიანა ლიმა 10 წელზე მეტია, რაც სამოდელო
ინდუსტრიაში მოღვაწეობს. მან ვიქტორია სიკრეტთან თანამშრომლობა
2000 წლიდან დაიწყო და დღემდე აგრძელებს. მისი წლიური შემოსავალი
$6 მილიონია.
Forbes-მა გამოავლინა 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები

4. ქეით მოსი: $5.7 მილიონი
სუპერმოდელი მოდის ინდუსტრიაში 90-იანი წელბიდან მოღვაწეობს.
ქეითს უამრავ ბრენდთან უთანამშროლია და ამ სიაში მან მეოთხე ადგილი
დაიკავა თავისი $5.7 მილიონით წელიწადში.
Forbes-მა გამოავლინა 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები

5. ლიუ ვენი: $4.3 მილიონი
ჩინელი მოდელის - ლიუ ვენის კარიერაში Estee Lauder-თან თანამშრომლობამ
დიდი როლი იქონია. მას უთანამშროლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არიან:
H&M, Tiffany & Co. და Roberto Cavalli.
Forbes-მა გამოავლინა 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები

6. ჰილარი როდა: $4 მილიონი
შეიძლება ზოგი ადამიანის კარიერა არც ისე წარმატებული ხდება, როცა დედა მათი
მენეჯერია, მაგრამ ჰილარისთვის პირიქით მოხდა. ის უკვე მეშვიდე წელია, რაც
Estee Lauder-თან თანამშრომლობს. ის ასევე თანამშრომლობს Nike, Hugo Boss
Ralph Lauren
და Victoria’s Secret-თან. მისი წლიური შემოსავალი $4 მილიონია.
Forbes-მა გამოავლინა 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები

7. ქეროლინ მერფი: $3.6 მილიონი
ქეროლინმა მოდელობა 17 წლის ასაკიდან დაიწყო. დღესდღეისობით ის ისეთ ცნობილ
ადამიანებთან თანამშრომლობს, როგორებიც: Steven Meisel, Mario Testino, Karl
Lagerfeld
და Helmut Newton არიან. მან Estée Lauder-თან თანამშრომლობა 2001
წელს დაიწყო და დღემდე გვევლინება ბრენდის რეკლამებში.
Forbes-მა გამოავლინა 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები

8. ჯოან სმოლსი: $3.5 მილიონი
პუერტო რიკოელი მოდელი ჯოან სმოლსი Estee Lauder-ის პირველი ლათინელი
წარმომადგენელია. ის თანამშრომლობს: Givenchy, Chanel, Lacoste, Calvin
Klein Jeans, Vogue, Harper’s Bazaar
და GQ-სთან.
Forbes-მა გამოავლინა 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები

9. ქენდის სვეინპოლი: $3.3 მილიონი
სამხრეთ აფრიკელი მოდელი ქენდის სვეინპოლი პირველად 15 წლის ასაკში შენიშნეს
მაღაზიაში, ახლა კი ის ვიქტორია სიკრეტის ერთ-ერთი წამყვანი მოდელია. ქენდისის
ძირითადი შემოსავალი სწორედ ვიქტორია სიკრეტია, მაგრამ სიაში მე-9 ადგილის
დაკავებაში დაეხმარა ისეთ ბრენდებთან მუშაობა, როგორებიც არიან: Versace,
Juicy Couture
და Max Factor.
Forbes-მა გამოავლინა 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები

10. ლარა სტოუნი: $3.2 მილიონი
ჰოლანდიელი მოდელის - ლარა სტოუნისთვის 2010 წელი წარმატებული აღმოჩნდა,
რადგან მან მონაწილეობა მიიღო Calvin Klein-ის სხვადასხვა რეკლამებსა თუ კამპანიებში.
ამ ბრენდთან თანამშრომლობას ის დღემდე აგრძელებს.
Forbes-მა გამოავლინა 2013 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები

Category: Fashion / Stars
Tags:

Share it
Comments
« 1 2 »
Back to Top