;
14 სექტემბერი 2013      Britain     6 კომენტარი     ნანახია 3635-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები

გუშინ, 13 სექტემბერს რამდენიმე შოუს შემდეგ ნიუ-იორკის მოდის კვირეული დასრულდა. ამ რამდენიმე
დღის განმავლობაში, ქალაქი მსოფლიო ყურადღების ცეტნრში იყო მოქცეული. დიზაინერებს იმედები არც წელს არ გაუცრუვებიათ - თითოეული მათგანის კოლექცია საინტერესო, ორიგინალური და ახალი ტრენდების შემომტანი აღმოჩნდა. რამდენიმე მათგანმა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია. გთავაზობთ 5 ტრენდს, რომელიც არაერთ კოლექციაში იგრძნობოდა და რომელიც, კრიტიკოსებმა მოულოდნელად შეაფასეს.



90-იანების ტრენდი

ამბობენ, რომ მოდა ბრუნავს და რაც დღეს მოდაშია, ოცი წლის შემდეგაც მოდაში შემოვა. ეს ნამდვილად გამართლდა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, სადაც რამდენიმე დიზაინერის ჩვენების ყურებისას თავი 90-იანებში გეგონებოდათ. ზოგიერთი მათგანი გასული საუკუნის ბოლო ათწლეულიდან მხოლოდ პატარა დეტალების აღებით დაკმაყოფილდა, დანარჩენებმა კი მუქი ფერთა პალიტრით და ლინგერიეთი ინსპირირებული ლუქები შემოგვთავაზეს.

◤Proenza Schouler



◤ალექსანდრა უანგი



◤Rag & Bone



◤BCBG Max Azria

შავ-თეთრი ყვავილების ტრენდი

მიუხედავად იმისა, რომ ყვავილების პრინტი მოდაში თითქმის ყოველი წლის გახაფხულზეა, როგორც ჩანს, ის აქტუალურობას წელსაც არ კარგავს. თუცა ამჯერად, დიზაინერებმა გადაწყვიტეს მეტი ორიგინალურობისთვის, ყავავილები მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში გადაეწყვიტათ.

◤Oscar de la Renta



◤რალფ ლორენი



◤Prabal Gurung



◤პიტერ სომი

სპორტული ტრენდი

სკეიტერების, სარფერების და სხვა ათლეტების ჩაცმის სტილით არის შთაგონებული შემდეგი ტრენდი, რომელიც მოდის კვირეულზე არაერთხელ იქნა შემჩნეული. რამდენიმე დიზაინერმა გადაწყვიტა მათი სტილი ხელუხლებელი დაეტოვებინა, ხოლო დანარჩენებმა კი მეტი დეტალებით გაალამაზეს.


◤DKNY



◤ვერა უანგი



◤ტომი ჰილფიგერი



◤ლაკოსტე

ფოჩების ტრენდი

ალბათ, ფოჩების გაგონებისას თვალწინ ყველას ბოჰემური სტილის ადამიანი გვიდგება. თუმცა, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე დიზაინერებმა დაგვარწმუნეს, რომ ამ ელემენტის გამოყენება ჩვეულებრივ ლუქებშიც შეიძლება.

◤Rodarte



◤Anna Sui



◤კელვინ კლეინი



◤მარკ ჯეიკობსი

მოკლე ზედების ტრენდი

მოკლე ზედები თინეიჯერებში უკვე დიდი ხანია რაც პოპულარულია. ნიუ-იორკის მოდის კვირეულის შემდეგ, კი იგი მოდაში საბოლოოდ შემოვიდა.


◤Proenza Schouler



◤Diane von Furstenberg



◤მაიკლ კორსი



◤Richard Chai Love

კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

6


  • ruso-10 თქვა:
    15 სექტემბერი 2013 20:03 - ID: 6,
    პასტელის ფერებიც ძალიან აქტუალური იყო ნიუ იორკის მოდის კვირეულზე :)

  • anna_ anna თქვა:
    15 სექტემბერი 2013 19:12 - ID: 5,
    მო0კლე ზედა love

  • liii :) თქვა:
    15 სექტემბერი 2013 17:46 - ID: 4,
    ძალიან მაგარი სიახლე იყოო love ამის შემდეგ ძალიან შემიყვარდა მოდაა love

  • pieceofshit თქვა:
    15 სექტემბერი 2013 17:36 - ID: 3,
    ძალიან მაგარია!თბილისის მოდის კვირეულს რომ შეადარო ეხა ეს....ფუ მეცინება....

  • loseyourself თქვა:
    15 სექტემბერი 2013 14:27 - ID: 2,
    ყველაფერი მომეწონა ფოჩების გარდა, ამაზე მაქვს გართUლება, ვერ ვიტან ამ ტრენდს, შეიძლება ტოპზე ლამაზად იკო მაგრამ უმეტესად არ ვარგა feel

  • pieceofshit თქვა:
    14 სექტემბერი 2013 21:55 - ID: 1,
    აი ეს არის ნამდვილი მოდა!აი ძალიან მაგარია!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top