;
14 სექტემბერი 2013      Britain     5 კომენტარი     ნანახია 3899-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ფოტო კრებულები / ფოტოსესიები

მარკ ჯეიკობსი არის პირველი დიზაინერი, რომელმაც 23 წლის ასაკში აიღო მოდის სამყაროში ყველაზე მაღალი ჯილდო, Council of Fashion Designers of America's Perry Ellis Award. ადამიანი, რომელსაც მსოფლიოს 80 ქვეყანაში 200 მაღაზია აქვს , თაიმსის ასი ყველაზე გავლენიანი პიროვნების სიის სათავეში მოექცა. ლუი ვიტონისთვის კოლექციების შექმნის პერიოდში, მარკს მოუხდა შეხვედროდა სრეფენ სპროუსს, ტაკაში მურაკამის, რიჩარდ პრინცსა და კენიე უესტს. 2001 წლის დასაწყისში, ჯეიკობსმა საზოგადოებას წარუდგინა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი - Marc by Marc Jacobs. მალევე, დიზაინერმა სუნამოების წარმოებაც დაიწყო. დროთა განმავლობაში, მარკ ჯეიკობსი უფრო ცნობადი ხდებოდა. ცოტა ხანში კი, მასზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს. "მარკ ჯეიკობსი და ლუი ვიტონი"-ს რეჟისორი ლუაკ პრიგენტია. თებერვალში, დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიზაინერი დიეტური კოკა-კოლასთვის მუშაობს. ბრენდის 30 წლისთავის იუბილეს გამო, მარკ ჯეიკობსი მასთან თანამშრომლობას კიდევ ერთი წელი გააგრძელებს, მიზანი კი ერთი ექნება - დიზაინი უფრო მოდური და "ლაითი" გახადოს. აღსანიშნავია, რომ 50 წლის დიზაინერი გეია და არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანების უფლებების აქტიურ დამცველად გვევლინება.
მარკ ჯეიკობსის კოლექციამ კრიტიკოსების და საზოგადოების მოხიბლვა ნიუ-იორკის მოდის კვირეულზეც შეძლო.
მისი დიზაინი ახალი ტრენდების შემომტანი და საკმაოდ განსხვავებული აღმოჩნდა. ამჯერად, გთავაზობთ კევინ ტეჩმენის მიერ გადაღებულ ბექსთეიჯის ფოტოებს.


















კატეგორია: მოდური სიახლეები, ფოტო კრებულები / ფოტოსესიები
Tags:

5


  • -Barbie ♥ თქვა:
    15 სექტემბერი 2013 23:17 - ID: 5,
    ძალიააან ბევრი კაბაა მომეწონა, მეც სიამოვნებით ჩავიცმევდი love მაგარი კაციაა love
    ნიუსი შესანიშნავი winked
    __________________________________________________

    "იყავი ძლიერი, გჯეროდეს საკუთარი თავის, ღმერთისა და თავისუფლების. იქონიე იუმორის გრძნობა, არ განსაჯო ხალხი რასის, კანის ფერისა და რელიგიის გამო. გიყვარდეს ოჯახი და სიცოცხლე" - Madonna ♥

  • elga თქვა:
    15 სექტემბერი 2013 22:45 - ID: 4,
    აუ ღვინისფერი კაბები როგორ მომეწონა.ვიდეო თუ დევს უნდა ვუყურო დამაინტერესა კოლექციამ.
    რა კარგი ფოტოებია .
    კარგი ნიუსია

  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    15 სექტემბერი 2013 21:20 - ID: 3,
    მიუხედავად იმისა, რომ მარკის დიზაინი, მისი ესთეთიკა ზოგადად არ მომწონს, ისევე როგორც მისი პიროვნება, ეს კოლექცია მომეწონა, პირველი იმიტომ, რომ ზაფხულის სეზონია, მაგრამ ჩემი საყვარელი შავი და მუქი ღვინისფერი გამოიყენა, და მეორე მომწონს იდეა, ესპანეთთან დავაკავშირე ეს კოსტიუმები. ცოტა მძიმედ იყურება თვითონ კოლექცია, რაც სთაილინგის ბრალია, თუმცა ეს გრძელი კაბები, რომელსაც სუულ ოდნავ შანელის მკლავები აქვს, საკმაოდ კარგია, ულამაზესი გული აქვს და მე მომეწონა. ნიუ-იორკში ერთ-ერთი ან ერთადერთიც ჩემთვის დასამახსოვრებელი კოლექცია იყო.

  • demetria თქვა:
    15 სექტემბერი 2013 15:40 - ID: 2,
    აყ კარგი ფოტოებიაა love

  • mako-mako თქვა:
    15 სექტემბერი 2013 12:04 - ID: 1,
    მაგარი კაცია ძაან

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top