30 September 2013      TaaTuuS     Views 9 713    
Category: Fashion

ტოპ ხუთეული - რა ჩავიცვათ შემოდგომის სეზონზე



ტოპ ხუთეული - რა ჩავიცვათ შემოდგომის სეზონზე

მათთვის ვისაც მოდურად ჩაცმა დახურვა უყვარს, განსაკუთრებით კი ფერადი სამოსის და
აქსესუარების მოყვარულებს, შემოდგომა განსაკუთრებული სეზონია ამ თვალსაზრისით.
სწორედ შემოდგომის სეზონზე გვეძლევა შანსი, ყველაზე კრეატიულად შევიმოსოთ..
ვატაროთ ერთად სანდლები და ნაქსოვი ჯემპრი, ჩითის კაბა და ჯინსის კოსტუმი,
სარაფანი და შარფები. თუმცა ამჯერად მინდა იმ სამოსის ტოპ ხუთეული
წარმოგიდგინოთ რომელიც ამ სეზონზე აუცილებლად უნდა იყოს
მოდური ქალის გარდერობში.


ტოპ ხუთეული - რა ჩავიცვათ შემოდგომის სეზონზე



ჯინსის ჟილეტი - ერთ-ერთი მოდური ტრენდი, რომელსაც უკვე აქტიურად
ატარებენ ჭეშმარიტი ფეშენისტკები. შეგიძლიათ ატაროთ თეთრ მაისურზე,
ფერად ტოპზე, სარაფანზე მოცმული.


ტოპ ხუთეული - რა ჩავიცვათ შემოდგომის სეზონზე


დაპრინტული ჯინსის შარვალი - ძალიან კომფორტული და მდიდრული სამოსი.
მასთან ნებისმიერი ფერის მაისურს ატარებთ. იგი ასევე უხდება თეთრ ბატისტის ზედას.


ტოპ ხუთეული - რა ჩავიცვათ შემოდგომის სეზონზე



საზაფხულო ბათინკები
- გარუჯულ ფეხებს განსაკუთრებულ სექსუალობას მატებს.
ამას გარდა მისი ჩაცმა წარმატებით შეიძლება ტილოს თეთრ კაბაზე. მიიღებთ ულამაზეს ლუქს.


ტოპ ხუთეული - რა ჩავიცვათ შემოდგომის სეზონზე


ჯინსის შორტი - ზაფხულის და უკვე შემოდგომის აქტუალური "მასთჰევი" -
ვეჭვობ არც ზამთარში გადავა მოდიდან :)) კომფორტულობასთან ერთად,
საოცრად სექსუალურად გამოიყურება გარუჯილ კანზე.


ტოპ ხუთეული - რა ჩავიცვათ შემოდგომის სეზონზე



გრძელი კაბა მოხდილი ზურგით - ულამაზესი, გრაციოზული
და ამასთანავე კომფორტული სამოსი. უხდება ფერად "ბალეტკებს",
სანდლებს და ესპადრელებს.


Category: Fashion
Tags:

Share it
Comments
Back to Top