14 December 2013      Deakoo     Views 2 204    
Category: Fashion / Stars

Avan Jogia: Just Jared Spotlight of the Week
21 წლის სერიალ "Twisted"-ის მსახიობმა ავან ჯოგიამ მიიღო მონაწილეობა Just Jared Spotlight-ში. ფოტოსესიის ფოტოგრაფი გახლავთ ჯასტინ კემბელი ხოლო სტილისტი ავო იერმაგანი. ავანმა მოირგო ბევრი ცნობილი დიზაინერის ტანისამოსი და აქსესუარები, მათ შორის არიან: Richard Chai, Rene Talmon L’Armee, John Varvatos, Asher Levine და სხვ.
ავანი ჟურნალისტებს ესაუბრა სერიალის შესახებ, მუსიკადმი სიყვარულზე, თავის შეყვარებულ ზოი დეუჩზე რომელიც ითამაშებს ფილმ Vampire Academy-ში.
მოდით გადავხედოთ ინტერვიუს და ფოტოებს ფოტოსესიიდან..


ინტერვიუ:

Just Jared:"Twisted-ის რომელ ეპიზოდზე ხართ?"
Avan Jogia: "ამ დროისთვის ვართ მეთხუთმეტე სერიაზე"

Just Jared:"თუ იცი როგორ უნდა დამთავრდეს სერიალი?"
Avan Jogia: "რაღაცა მონაკვეთები ვიცი მაგრამ ზუსტად არა. ჯერ-ჯერობით მთელი ქასთისთვის ცნობილი არ არის თუ როგორ დამთავრდება. მაგრამ ველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები"

Just Jared:"მითხარი რომელი სერიის გადაღებისას იხალისე ყველაზე მეტად"
Avan Jogia: "როდესაც გადაღებები ტყეში მიმდინარეობდა.."

Just Jared:"ვიცი რომ გიყვარს მუსიკა, რამე საკრავზე თუ უკრავ?"
Avan Jogia: "ვუკრავ გიტარაზე და პიანინოზე."

Just Jared:"როგორც უკვე ვამჩნევთ და ვიცით გრძელი თმა გაქვს, როდესმე მოკლედ გქონია შეჭრილი?"
Avan Jogia: "ყველაზე მოკლედ მქონდა როდესაც ვიყავი 14 წლის. არ მომწონდა ჩემზე მოკლე თმა და მაგის შემდეგ ვიზრდი თმას, იმიტომ რომ ასე უფრო მომწონს. მათბობს. ზოგიერთი მეუბნება 'შეიჭერი, შეიჭერი, რად გინდა მაგსიგრძე თმა?!' სხვები კიდევ 'გაანებეთ თავი, უნდა შეიჭრას უნდა გაიზარდოს'.."

Just Jared:"რომელი წლიდან დაიწყე მსახიობობა?"
Avan Jogia: "მსახიობობა დავიწყე 15 წლის ასაკში."

Just Jared: "სანამ ცნობილი გახდებოდი, რას აკეთებდი იმისთვის რომ მსახიობი გამოსულიყავი?"
Avan Jogia: "ჯერ რეკლამებში მიღებდნენ ვანკუვერში. შემდეგ სკოლაში რომ შევედი კასტინგებზე დავდიოდი და ასე.. სწავლა არ მიყვარდა ამიტომაც სამსახიობო სკოლაში შემიყვანეს. შემდეგ როდესაც სრულწლოვანი გავხდი დედაჩემმა მითხრა 'კარგი, წადი ლოს ანჟელესში, იპოვე რამე სამსახური და მერე დარჩი. რამდენიმე კასტინგის შემდეგ, მიმიღეს ნოკელოდიონის სერიალში და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.."

Just Jared:" სერიალზე გამახსენდა, შენ გადაღებებზე შეხვდი არიანა გრანდეს, მაინტერესებს რას ფიქრობდი მასზე ადრე და რას ფიქრობ ახლა?"
Avan Jogia: "ის საოცარია. ეს იყო დიდი ოჯახი, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით და ვართ. ყოველთვის ვიცოდი რომ ცხოვრებაში ბევრს მიაღწევდა.. ის არის ის ვინც უნდა რომ იყოს. მან თავისი ოცნება აისრულა და ძალიან მიხარია რომ ვიცნობ მას."

Just Jared: "ჯოშ ჰათჩერსონზე რას გვეტყვი, როგორ შეხვდით ერთმანეთს?"
Avan Jogia: "მე და ჯოში Variety Power of Youth-ის შეხვედრაზე შევხვდით. მაშინ 16-17 წლის ვიქნებოდი. მაგის მერე მეგობრები ვართ. ის ძალიან კარგი ადამიანია. ცუდია რომ ერთმანეთს რაღაცა ორ თვეში ერთხელ ვნახულობთ, ორივეს დატვირთული გრაფიკი გვაქვს თუმცა რომ ვხვდებით ერთმანეთს დროს კარგად ვატარებთ."

Just Jared:"ერთი ბოლო შეკითხვა, მოგწონს შენი ასეთი დატვირთული ცხოვრება?"
Avan Jogia: "ჩემი ცხოვრება რა თქმა უნდა მომწონს მაგრამ აი ეს დატვირთულობა ნაკლებად. ამის გამო ზოგჯერ ძალიან ვნერვიულობ ხოლმე, ხან რას დაგეგმავ ხან რას მაგრამ მაინც სულ დაკავებული ხარ.."
Avan Jogia: Just Jared Spotlight of the Week
Avan Jogia: Just Jared Spotlight of the Week
Avan Jogia: Just Jared Spotlight of the Week
Avan Jogia: Just Jared Spotlight of the Week
Avan Jogia: Just Jared Spotlight of the Week


Category: Fashion / Stars
Tags:

Share it
Comments
Back to Top