;
17 დეკემბერი 2013      ✿Bad Crazy AnGeL✿From VoGuE✿✮     7 კომენტარი     ნანახია 3642-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ვარსკვლავები

ლი ალექსანდრ მაკქუინი იყო ბრიტანელი დიზაინერი,რომელიც დაიბადა 1969 წლის 17 მარტს ლონდონში და გარდაიცვალა 2010 წლის 11 თებერვალს,40 წლის ასაკში.იგი ცნობილი გახდა ფრანგულ ბრენდან Givenchy-სთან მუშაობით 1996 წლიდან 2001 წლამდე,შემდეგ კი დაარსა საკუთარი ბრენდი რომლის სახელწოდებაცაა
Alexander McQueen
Alexander McQueen
ალექსანდრი თავისი და-ძმებიდან ყველაზე უმცროსი იყო.ადრეული ასაკიდან იგი ქმნიდა კაბებს თავისი დებისთვის.მის კლიენტებს შორის იყვნენ გორბაჩოვი და პრინცი ჩარლზი.20 წლის ასაკიდან მან დაიწყო მუშაობა Koji Tatsuno-სთან სანამ გაემგზავრებოდა მილანში და მუშაობას დაიწყებდა Romeo Gigli-სთვის.ალექსანდრმა დაიწყო მუშაობა Isabella Blow-სთან,სწორედ მაშინ აეწყო მისი კარიერაც.Hoxton-ში ის შეხვდა Katy England-ს,რომელიც შემდგომში მისი მაღჯვენა ხელი გახდა.
Alexander McQueen
მაკქუინის ყველაზე განთქმული და დრამატული შოუ იყო მისი 2001 წლის გაზაფხული / ზაფხულის კოლექცია , სახელწოდებით VOSS.შოუზე მონაწილეობდნენ ცნობილი მოდელები როგორებიცაა მიშენ ოლი,ქეით მოსი,ერეინ ო'კონორი.მოგვიანებით მაკქუინის მაღაზიები გაიხსნა ლონდონში, მილანში და ნიუ იორკში.2005 წლიდან იგი თანამშრომლობდა ფეხსაცმლის ბრენდ Puma-სთან.2007 წელს მისი მაღაზიები იყო ლონდონში, ნიუ-იორკში,ლონ-ანჯელესში,მილანში და ლას-ვეგასში.ცნობილი ვარსკვავები როგორებიცაა რიანა,სარა ჯესიკა პარკერი,პენელოპა კრუსი,ნიკოლ კიდმანი,ლედი გაგა ატარებდნენ მაკქუინის ტანსაცმელს.
Alexander McQueen
ალექსანდრი იყო გეი. ახალგაზრდა ალექსანდრმა განაცხადა ,,მე დარწმუნებული ვარ ჩემს სექსუალურობაში და არაფერი არ მაქვს დასამალი". 2000 წელს,გაზაფხულზე იგი დაქორწინდა George Forsyth-ზე იბიცაზე. ქორწინება არ იყო ოფიციალური.ურთიერთობა დასრულდა 1 წლის შემდეგ და ალექსანდრი და ჯორჯი მეგობრებად დარჩნენ.

ალექსანდრი გარდაიცვალა 2010 წლის 11 თებერვალს, მან თავი ჩამოიხრჩო.
დილით დამლაგებელმა იპოვა საკუთარ სახლში,ლონდონში.სასწრაფო დახმარებამ მისი გადარჩენა ვერ მოახერხა.დიზაინერის მეგობარმა David LaChapelle-მა ალექსანდრის გარდაცვალების შემდეგ განაცხადა:ალექსანდრი მოიხმადა ბევრ ნარკოტიკს და არ იყო ბედნიერი".

მან დატოვა გამოსამშვიდობებელი წერილი: "მიხედეთ ჩემს ძაღლებს,მიყვარხარ.ლი". მისი თვითმკვლელობის მიზეზად ჩათვალეს შფოთვა, დეპრესიული აშლილობა და ნარკოტიკები.იგი დაკრძალეს დასავლეთ ლონდონში. მემორიალური გაიმართა წმინდა პოლის ტაძარში 2010 წლის 20 სექტემბერს. მას ესწრებოდნენ ქეით მოსი, სარა ჯესიკა პარკერი, ნაომი კემპბელი და მათ შორის 2500 მოწვეული სტუმარი.

ალექსანდრ მაკქუინის გამონათქვამები

,,რა თქმა უნდა, მეც ვუშვებ შეცდომებს.მე ადამიანი ვარ.თუ შეცდომები არ დაუშვი,შენ ვერასოდეს ისწავლი.წინ წასვლა მხოლოდ შეცდომების დაშვებით შეგიძლია."

,,მე არ მინდა ვიყო ძალიან ამაყი,მაგრამ მე მაქვს კარგი პერსონალური სტილი."

,,მინდა,ეშინოდეთ ქალის,რომელსაც მე ვაცმევ."

,,სტინგი ჩემი იდეალია იმიტომ,რომ ის ნამდვილი მამაკაცია."

,,მე ყოველთვის მინდოდა რომ დიზაინერი ვყოფილიყავი.მე მოდური წიგნების კითხვა 12 წლიდან დავიწყე."

,,ტანსაცმელები და სამკაულები უნდა იყოს საოცარი,ინდივიდუალური.როდესაც ხედავთ ქალს ჩემი ტანსაცმლით,გაინტერესებსთ მეტი ჩემს შესახებ.ჩემთვის ეს განასხვავებს კარგ დიზაინერს ცუდი დიზაინერისგან."

,,მე მოვედი სხვა ეპოქიდან და ვქმნი ტანსაცმელს ჩვენი ეპოქისთვის."

,,მე ვფიქრობ რომ,შემიძლია ვიყო აშშ-ს პრეზიდენტი."

,,3 წლიდან დავიწყე ხატვა,შემდეგ ამას ვაკეთებდი მთელი ჩემი ცხოვრება."

,,არსებობს რაღაც ბოროტული,რასაც ვაკეთებ,მაგრამ ეს ნაწილი მხოლოდ ჩემთვისაა.ეს ჩემი პირადი საქმეა.ფფიქრობ,რომ ასრებობს რომანტიკა,სევდა.არსებობს მწუხარება,მაგრამ მწუხარებაში რომანია.მე ძალიან სევდიანი ვარ."

,,თქვენ შეგიძლიათ ჩაიკეტოთ მოდასთან."

,,როდესაც მე მოვკვდები და წავალ,ხალხს ეცოდინება,რომ 21-ე საუკუნე შექმნა ალექსანდრ მავქუინმა."


Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen
Alexander McQueen

კატეგორია: მოდური სიახლეები, ვარსკვლავები
Tags:

7


  • mononoke თქვა:
    24 დეკემბერი 2013 20:44 - ID: 7,
    ხელოვნების ნიმუშებია feel

  • elentussaa თქვა:
    19 დეკემბერი 2013 01:28 - ID: 6,
    ციტატა: natuka555
    ცრემლებს ვერ ვიკავებ მის სურათებს რომ ვხედავ. გენიოსი იყო, კიდევ უფრო მეტი ვიდრე გენიოსი, არც კი ვიცი სიტყვებით როგორ ავღწერო მისი ხედვა. ჩემი საყვარელი ბრენდი შექმნა და ჯერ მარტო ამის გამო მიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა 2001 წლის კოლექციას დავათვალიერებ თუ 2009-სას, მისი თითოეული ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშია, რომელსაც დრო არ აქვს და ყოველთვის ერთნაირ აღფრთოვანებას იწვევს ჩემში. მისი ხელი რა თქმა უნდა დააკლდა ბრენდს, მაგრამ საბედნიეროდ მაინც ძალიან კარგ კოლექციებს ქმნიან და თავდაპირველ ხელწერას ინარჩუნებენ. ძალიან რთული სამუშაო აქვს სარას, მაგრამ ჯერჯერობით ნორმალურად ართმევს თავს


    ყველაზე კარგი ხარ შენ ) შენი სიტყვები შემეხო

  • demetria თქვა:
    18 დეკემბერი 2013 15:07 - ID: 5,
    დახვეწილი და თან ქალური....მომეწონაა love

  • silver-jones თქვა:
    17 დეკემბერი 2013 20:27 - ID: 4,
    ყველას ჯობდა ეხლავ ჯობია love

  • marika0704 თქვა:
    17 დეკემბერი 2013 18:25 - ID: 3,
    ალექსანრ მაკქუინი ის იყო ადამინი რომლის კოლქციებიც ყოველთვის,აბსოლიტურად ყოველთვის გენილარუ იყო! love recourse

  • natuka555 თქვა:
    17 დეკემბერი 2013 17:19 - ID: 2,
    ცრემლებს ვერ ვიკავებ მის სურათებს რომ ვხედავ. გენიოსი იყო, კიდევ უფრო მეტი ვიდრე გენიოსი, არც კი ვიცი სიტყვებით როგორ ავღწერო მისი ხედვა. ჩემი საყვარელი ბრენდი შექმნა და ჯერ მარტო ამის გამო მიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა 2001 წლის კოლექციას დავათვალიერებ თუ 2009-სას, მისი თითოეული ნამუშევარი ხელოვნების ნიმუშია, რომელსაც დრო არ აქვს და ყოველთვის ერთნაირ აღფრთოვანებას იწვევს ჩემში. მისი ხელი რა თქმა უნდა დააკლდა ბრენდს, მაგრამ საბედნიეროდ მაინც ძალიან კარგ კოლექციებს ქმნიან და თავდაპირველ ხელწერას ინარჩუნებენ. ძალიან რთული სამუშაო აქვს სარას, მაგრამ ჯერჯერობით ნორმალურად ართმევს თავს

  • liliana თქვა:
    17 დეკემბერი 2013 16:30 - ID: 1,
    გენიოსიიიიი.... კარგი სიახლეა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top