;
21 დეკემბერი 2013      ANGEL     6 კომენტარი     ნანახია 5086-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები



DALOOD
ჯგუფი წარმოგიდგენთ ახალ ბრენდს Gola Damian

19 დეკემბერს ევროპის სახლში გაიმართა ახალი ბრენდის Gola Damian გაზაფხული/ზაფხული 2014
კოლექციის ჩვენება, რომელსაც წარმოადგენს DALOOD ჯგუფი.



SS 2014 კოლექცია 30 კოსტუმისგან შედგებოდა და ლუქბუქს, რომელიც ფოტოგრაფმა ნია გვათუამ (Dot Creative Group) და სამოდელო სააგენტო "ჯეომოდელსის" ახალმა სახემ თეკლა ჩიჯავაძემ შექმნეს სულ მალე წარმოგიდგენთ.



გიორგი ზუმბულიძე, მოდის სფეროში ცნობილი, როგორც გოლა, არის თვითნასწავლი დიზაინერი. მისი შეხება მოდის სამყაროსთან დაიწყო ფოტოგრაფიით, როცა ის მიხვდა, რომ მისი ობიექტივის მთავარი თემა ლამაზი და მოდური სამოსია. გოლას შემოქმედებითი ძიება და ექსპერიმენტული ნამუშევრები პირველად ჟურნალ “ამარტა”-ში დაიბეჭდა, სადაც იგი პროფესიონალი დიზაინერების გვერდზე გამოჩნდა. პროფესიული განათლების არ ქონის მიუხედავად, 2009 წელს გოლამ გახსნა საკუთარი სახელოსნო. 2010 წელს ის პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში, როგორც დამწყები დიზაინერი. შემდგომ, დიზაინერ თამარ კოპალიანთან ერთად შექმნა სრული კოლექცია, რომელიც “გოლა და პეპელა”-ს სახელით წარადგინა საქართველოს მოდის კვირეულზე. 2011 წლის სექტემბერში, გოლამ თავისი ახალი, გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია უკვე ვენის მოდის კვირეულზე აჩვენა. 2013 წლიდან თანამშრომლობს DALOOD ჯგუფთან.

19 დეკემბერს
გამართულმა ჩვენებამ აუდიტორიაში, რომელსაც
ქართველი მოდის მიმდევრები წარმოადგენდნენ დიდი მოწონება დაიმსახურა.

DALOOD ჯგუფი გეგმავს ბრენდის სრულ მენეჯმენტს და ფრომოუშენს,
როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.














კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები
Tags:

6


  • elentussaa თქვა:
    2 იანვარი 2014 15:27 - ID: 6,
    ლამაზი ხალხი ტრიალებს

  • NinaKe თქვა:
    23 დეკემბერი 2013 22:34 - ID: 5,
    მოდელები მართლა მაგრები გყვავს. თუ ეს სფერო ესმის ვინმეს ამას ეგრევე მიხვდება,უმაგრესი თააობა გყვავს.ერთმანეთზე ლამაზები:) ჩემი ფავორიტი კი თეკლაა! აი ეგ სტუმრები კი ნამდვილად ძაან უგემოვნოები არიან, განსაკუთრებით დალი ჩიტალაძე.

  • nini.mcqueen თქვა:
    22 დეკემბერი 2013 01:32 - ID: 4,
    ციტატა: liii :)
    ამას უძახიან მოდურად ჩაცმას? ჰაჰაჰა )) lol


    თუ "უ"ძახიან < :D:D:D:Dმაშინ კაიიიიი < :D:D:D:DD: wassat

  • liii :) თქვა:
    21 დეკემბერი 2013 16:53 - ID: 3,
    ამას უძახიან მოდურად ჩაცმას? ჰაჰაჰა )) lol

  • adriana))))) თქვა:
    21 დეკემბერი 2013 16:28 - ID: 2,
    რა ბანძი მოდელები გვყავს გავგიჯდი :D :D

  • SaAaL :X:X თქვა:
    21 დეკემბერი 2013 12:38 - ID: 1,
    სალომე love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top