;
25 დეკემბერი 2013      ANGEL     5 კომენტარი     ნანახია 13012-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები


კრისტი BUON VIAGGIO -სთვის
სტუმარი დალი ჩიტალაძე


ჩანთების მაღაზია BUON VIAGGIO ამ ახალი პროექტის პირველი სტუმარია მოდის ექსპერტი, Fashion Icon, დახვეწილი, ლამაზი და საინტერესო ადამიანი დალი ჩიტალაძე .

როგორ აღმოჩნდა პროფესიით მუსიკოსი დალი ჩიტალაძე მოდის სფეროში, ვინ არის მისთვის მისაბაძი ქალბატონი და რას ანიჭებს უპირატესობას დალი ჩიტალაძე ამის შესახებ კრისტი ყიფშიძეს ესაუბრა
მაღაზია „BUON VIAGGIO-ში“
, რომელსაც ენჯელ.ჯი- წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი




„გემოვნებას ღმერთი გაძლევს, ეს შიგნიდან მოდის. ამას ვერ ისწავლი,
თუმცა თვითკრიტიკის უნარით ადამიანს შეუძლია გახდეს მოდური.“


• სრულიად საქართველოსთვის ხარ მისაბაძი ადამიანი მოდის სფეროში, თუმცა ძალიან ცოტა ადამიანმა იცის,რომ პროფესიით მუსიკოსი ხარ. რატომ კონსერვატორია და არა აკადემია?

დალი: ბავშვობიდან მუსიკის გარდა ყოველთვის მიტაცებდა ხატვა.ვხატავდი კაბებს და დედას ვთხოვდი ჩემთვის მსგავსი კაბა შეეკერა.ღამე მესიზმრებოდა:ლაკის ფეხსაცმელები,პერანგები,კაბები.რაც შეეხება კონსერვატორიაში ჩაბარებას,იმ პერიოდში დღევანდელ დონეზე რომ ყოფილიყო საქართველოში მოდა ,ალბათ მეორე პროფესიისთვის ჩავაბარებდი აკადემიაშიც,რადგან ბავშვობიდანვე მქონდა ხატვის ნიჭი.შემეძლო ამ ნიჭის განვითარება და რეალიზება.თუმცა, მუსიკამ გამიტაცა, საქართველოში მაშინ სხვა დონეზე იყო განვითარებული მუსიკალური სამყარო. მაშინ ნაკლებად ვფიქრობდი მოდაზე,თუმცა შემდეგ აღმოვაჩინე,რომ ახალგაზრდობიდანვე ვიყავი ადამიანებისთვის მოდური. ყურადღებას აქცევდნენ ჩემს კაბებს და თვლიდნენ,რომ რადგან მე მეცვა, ე.ი ის კონკრეტული მოდელი თუ ფერი მოდური იყო.შოპინგისათვის მაშინ მოსკოვში ხშირად მივდიოდი. ვყიდულობდი სხვადასხვა ნაჭერს და შემდეგ ვიკერავდი კაბებს. მაშინ არ იყო ასეთი შესაძლებლობები საქართველოში.

• ზუსტად ამ პერიოდში შენ მოხვდი „Versace-ს” სახლში,როგორი იყო შენი ცხოვრების ეს ეტაპი ამერიკაში?
დალი: მახსოვს, ამერიკაში ახალი ჩასული, ვიდექი მედისონ ავენიუზე, სადაც ყველა მოდის სახლი მდებარეობს და ვფიქრობდი,რა უნდა გამეკეთებინა.ვიცოდი,რომ მუსიკით იქ თავს ვერ ვირჩენდი.მირჩიეს,რომ მოდის სფეროში დამეწყო მუშაობა, რადგან კარგი ანაზღაურებაც იყო.ამერიკაში ჩასვლიდან რამდენიმე თვეში „Versace-ს” სახლში ვმუშაობდი.ერთგული კლიენტები მყავდა, სახლშიც კი მირეკავდნენ რა ჩაეცვათ; რომელი ფეხსაცმელი,რომელი კაბა, რომელი ჩანთა მოუხდებოდა სამოს და სხვა.




„ჯობს ისწავლო, კარგს მიბაძო, ვიდრე ამბიციურად გჯეროდეს საკუთარი თავის
და იყო აბსოლუტურად სასაცილო.“


• შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორის განსაზღვა იცი,თუ როგორ უნდა შევუხამოთ ერთმანეთს სამოსი,ფერები.ეს დიზაინერობისაგან განსხვავებული პროფესიაა.დღეს არაჩვეულებრივად მოირგე ჩვენი მაღაზიის „BUON VIAGGIO-ის“ ჩანთა,რასაც დახვეწილი გემოვნება სჭირდება.
დალი: სულ ამას ვამბობ, რომ შეიძლება უბრალო სამოსი გეცვას, მაგრამ გემოვნებიანი.არ არის აუცილებელი სულ ბრენდი გეცვას. შეიძლება ჩაიცვა შავი კაბა,სხვადასხვა აქსესუარი მოირგო ,სხვა ფეხსაცმელი შეუხამო, სხვა გარემოში მოხვდე და უცბად, შენ სხვანაირი ხარ! ყოველთვის მირჩევნია ვიყიდო ერთი და ძალიან კარგი,რომელიც წლების მანძილზე იქნება ჩემს გარდერობში,ვიდრე უხარისხო და ჩვეულებრივი.

• ქართველი დიზაინერებიდან,რომელს გამოყოფდი?
დალი: ძალიან მიყვარს დათუნა სულიკაშვილი, თამუნა ინგოროყვა. მიყვარს მათი შემოქმედება და გემოვნება. ასევე, დიდ პატივს ვცემ ავთანდილ ცქვიტინიძეს, რადგან პირველმა შეძლო საქართველოში მოდა ბიზნესად ექცია.

• რაც შეეხება ჩანთებს,რომელს ანიჭებ უპირატესობას?
დალი: როცა ვიყიდი ერთ ჩანთას,“Hermes” ან “Chanel”, მერე ვზარმაცობ. საზაფხულოდ მიყვარს ფერადი პატარა ჩანთები,კლატჩები.ჩემთვის დიდი ადგილი უჭირავს ჩანთებსა და აქსესუარებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.ჩემთვის ყველაფერს ცვლის ლამაზი აქსესუარი,განწყობასაც და მდგომარეობასაც.




„შეიძლება ჩაიცვა შავი კაბა, სხვადასხვა აქსესუარი მოირგო, სხვა ფეხსაცმელი შეუხამო,
სხვა გარემოში მოხვდე და უცბად, შენ სხვანაირი ხარ!“


• რომელია დალი ჩიტალაძის ჩანთაში უცვლელი და ყველაზე საჭირო ნივთი?
დალი: რა თქმა უნდა საფულე, კოსმეტიკის ჩანთა, სუნამო, რომელსაც თითქმის 18 წელია ერთსა და იმავეს ვხმარობ. ჩემი სუნამოს სურნელზე უკვე ყველა ხვდება რომ კონკრეტულ ადგილზე ვარ ან ვიყავი.

• რას უკავშირდება თქვენთვის ჩანთის ასოციაცია?
დალი: ჩანთა ჩემი მეორე სახლია. ჩანთაში მრავალი საბუთი,წვრილმანი დეტალები მიდევს, რომლებიც ყოველდღიურად მჭირდება.

• რომელი ჩანთის ტიპისა და ფერის ერთგული ხართ?
დალი: როცა რომელიმე ბრენდის ჩანთა გაქვს,რომელიც სულ მოდურია, სხვაზე აღარ ფიქრობ. ზამთარში ძირითადად შავი ფერის ჩანთებს ვიყენებ.მიყვარს მკვეთრი ფერის საღამოს ჩანთები: ოქროსფერი, წითელი, თვლებით მორთული.




„ჩემთვის თავისი საქმით, კარიერით, ქალურობითა და
დახვეწილობით ქალის იდეალი არის კოკო შანელი.“



• როგორც მოდის ექსპერტი, როგორ შეაფასებ „BUON VIAGGIO-ის“ ჩანთებს?
დალი: ძალიან მომწონს თქვენი სამგზავრო ჩანთები. ძალიან კარგი და პრაქტიკულია.შენგან (კრისტი) მივიღე ყველაზე საჭირო და გამოსაყენებელი ნივთი დაბადების დღეზე,რომელიც ძალიან მიყვარს.მირჩევნია,დაბადების დღეზე მივიღო ერთი ყვავილი,რომელიც ძალიან გამახარებს,ვიდრე ისეთი ნივთი ,რომელსაც ვერ გამოვიყენებ. ასევე, მომწონს „BUON VIAGGIO-ის“ საზაფხულო კლატჩები. ჩანთები გამოირჩევა კარგი ხარისხითა და მისაღები ფასებით.ყველასთვის ხელმისაწვდომია. აუცილებლად შევიძენ კიდევ ერთ სამგზავრო ჩანთას.




• როგორია შენი საახალწლო ნაძვის ხე?
დალი: ჩემი ნაძვის ხე ყოველთვის არის დიდი,ბრჭყვიალა, ლამაზი ფიგურებითა და ბურთებით მორთული.ადამიანები ყოველთვის ნაძვის ხესაც და სახლსაც ისე ვაწყობთ,როგორი განწყობაც გვაქვს.ყოველთვის ჩანს ადამიანის სამყარო მის სახლში.

• ახალი წელი მოდის,რას გვირჩევს დალი ჩიტალაძე მომდევნო სეზონისათვის?
დალი: ახალ წელს ის ფერი უნდა ჩაიცვათ, რომელიც გიხდებათ. თქვენი ბედნიერი ფერი,რომელიც სიხარულს მოგიტანთ.კარგი სურვილებითა და ოპტიმიზმით შეხვდით ახალ წელს! ახალი წლის ღამით ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად აგიხდებათ!


Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.

ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia




კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO, angel.ge-სთვის, კრისტი, ინტერვიუ, დალი ჩიტალაძე

5


  • elentussaa თქვა:
    2 იანვარი 2014 15:22 - ID: 5,
    დალი , ყოველთვის მომწონდა და აგფრთოვანებული ვარ მისით <3 დახვეწილი მოდური ნაზი და ქალური )) <3

  • Fpnews თქვა:
    26 დეკემბერი 2013 19:19 - ID: 4,
    se

  • ANGEL თქვა:
    26 დეკემბერი 2013 05:02 - ID: 3,
    ძალიან საინტერესო პროექტია
    და ამ ინტერვიუს შემდეგ კიდევ უფრო მომეწონა ქნ. დალი love მართლაც გამორჩეული სტილი აქვს, გემოვნებიანი და მოდური - ყველაფერი შეთავსებით, უნაკლოდ.

  • nuke თქვა:
    25 დეკემბერი 2013 16:26 - ID: 2,
    გემოვნებას ღმერთი გაძლევს, ეს შიგნიდან მოდის. ამას ვერ ისწავლი,
    თუმცა თვითკრიტიკის უნარით ადამიანს შეუძლია გახდეს მოდური.“


    სწორიაა.ძალიან მომეწონა ნიუსი love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top