;
4 იანვარი 2014      Hermione...♥     23 კომენტარი     ნანახია 5316-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, საინტერესოა

დღესდღეობით ფართოდაა გავრცელებული სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც, როდესაც საქმე მოდას ეხება, თანამედროვე ეპოქაში მცხოვრები ხალხი ისეთი ექსცენტრიულია, როგორც არასდროს და ამ ვითარებამ შესაძლოა კატასტროფამდეც კი მიგვიყვანოს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ეს მოსაზრება მცდარია. უბრალოდ, ადამიანი ოდითგანვე ცდილობდა, რომ მოდის მეშვეობით განემტკიცებინა რაიმე იდეოლოგია ან გამოეხატა თავისი ინდივიდუალიზმი და კრეატიულად გაელამაზებინა ყოველდღიური ცხოვრების პროზაული ბუნება და ამ მხრივ გამონაკლისს არც XXI საუკუნე წარმოადგენს. მოდის ისტორიიდან, რომელიც დასაბამს უხსოვარი დროიდან იღებს, 10 ყველაზე უცნაური ტრენდის ამორჩევა, რასაკვირველია, იოლი არაა და შესაძლოა დისკუსიის საბაბიც კი გახდეს, მაგრამ მეცნიერებმა მაინც შეძლეს ისტორიაში ყველაზე უჩვეულო მოდურ ტენდენციათა სიის შედგენა, რომელსაც სიახლეში შემოგთავაზებთ.
10 ყველაზე უცნაური ტრენდი მოდის ისტორიაში

ტრენდი 1: ნელსაცხებელში ამოვლებული ცხოველის ქონი

ძველ ეგვიპტეში, სადაც არსებული კლიმატით გამოწვეული უსიამოვნო სუნისგან თავდაცვა მოსახლეობის სერიოზულ საზრუნავს წარმოადგენდა, ნელსაცხებელში ამოვლებული ცხოველის ქონის თავზე დადება არა მარტო პრაქტიკულ, არამედ დეკორატიულ ფუნქციასაც ასრულებდა. კონუსისებრი ქონი დროთა განმავლობაში დნებოდა, მაგრამ ნელსაცხებლის არომატი უსიამოვნო სუნს თრგუნავდა, გამდნარი ქონი კი ეგვიპტელთა პარიკებს ბზინვარებას მატებდა, რაც, მათი წარმოდგენით, სილამაზის გარანტი იყო.
10 ყველაზე უცნაური ტრენდი მოდის ისტორიაში

ტრენდი 2: მცირე ზომის ტერფები

ქალის პატარა ტერფები ძველ ჩინეთში არისტოკრატულ ნიშნად ითვლებოდა, სონგის დინასტიის მმართველობის ხანაში კი მათი გაზრდის ასაცილებლად ხელოვნური მეთოდები დამკვიდრდა. ჯერ კიდევ ჩვილ გოგონებს ტერფებს სპეციალური ქსოვილით მჭიდროდ უკრავდნენ, რაც ზრდის პროცესში მათ ფეხის თითებს უმტვრევდა, ძლიერ ტკივილს ჰგვრიდა და ტერფების დაგრძელებასაც უფერხებდა. არც ერთი შეძლებული ჩინელი მამაკაცი არ იქორწინებდა ქალზე, რომლისთვისაც ბავშვობაში ტერფები არ შეუხვევიათ და ამას მხოლოდ ვიზუალური დატვირთვა არ ჰქონია: მჭიდროდ შეხვეული ტერფების მქონე გოგონებს გადაადგილება უჭირდათ, რაც მათ გაკონტროლებას აადვილებდა და ვერც მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ, რაც იმის ნიშანი გახლდათ, რომ ისინი შეძლებულ ოჯახში იყვნენ აღზრდილნი, სადაც ქალის მუშაობა საჭიროებას არ წარმოადგენდა.
10 ყველაზე უცნაური ტრენდი მოდის ისტორიაში

ტრენდი 3: სამკაულებით დაგრძელებული კისერი

სამკაულების მეშვეობით კისრის ხელოვნურად დაგრძელება აფრიკულ და აზიურ კულტურებში იყო გავრცელებული და დღემდე შემორჩენილია ზოგიერთი ტომის ადათ-წესებში. სპეციალურად დამზადებული მრგვალი სამკაულები ლავიწის ძვლებს "აგდებს" და გრძელი კისრის ილუზიას ჰქმნის. ზოგიერთ ტომში მას ატარებენ როგორც გოგონები, ისე ბიჭები, დანარჩენებში კი მათი ტარება მხოლოდ გათხოვილ ქალებს მოეთხოვებათ. 10 ყველაზე უცნაური ტრენდი მოდის ისტორიაში

ტრენდი 4: გაპარსული წარბები

რენესანსის ეპოქაში ფართო შუბლი არისტოკრატულ ნიშნად ითვლებიდა, ქალბატონები კი მისთვის ხაზის გასასმელად წარბებს მთლიანად იშორებდნენ. გაპარსული წარბები, ფართო შუბლის არქონის შემთხვევაშიც კი, მისი არსებობის ილუზიას ჰქმნიდა. სილამაზის აღორძინების ხანის დროინდელი ეს სტანდარტი კარგად ჩანს ქვემოთ მოცემულ ყველასათვის კარგად ცნობილ ლეონარდო და ვინჩის ფერწერულ შედევრზე.
10 ყველაზე უცნაური ტრენდი მოდის ისტორიაში

ტრენდი 5: ფეხსაცმელი უზარმაზარი პლატფორმებით (ე.წ. ჩოპინები)

მე-15 საუკუნის ვენეციაში ქალებისთვის უჩვეულო არ იყო ჩოპინების ტარება, რომლებიც უზარმაზარ, ხის პლატფორმიან ფეხსაცმელებს წარმოადგენდნენ. აღსანიშნავია, რომ პლატფორმის სიგრძე 15-დან 50 საინტიმტრამდე მერყეობდა.
10 ყველაზე უცნაური ტრენდი მოდის ისტორიაში

ტრენდი 6: კბილების გაშავება

ტიუდორების დინასტიის წარმომადგენელნი, რომლებიც ტკბილეულის დიდი მოყვარულნი ყოფილან, თავდაპირველად იტანჯებოდნენ გაშავებული კბილებით, მაგრამ მოგვიანებით კბილების გაშავება მოდურ ტრენდად იქცა. შავი კბილები ნიშანი იყო იმისა, რომ ტკბილეულზე ხელი მიგიწვდებოდა და შესაბამისად, შეძლებული იყავი. ამის გამო, ხანდახან ხალხი კბილებს განზრახაც კი იშავებდა. კბილების გაშავება ასევე გავრცელებული იყო იაპონიაში, ჩინეთში, ვიეტნამსა და ლაოსში, სადაც კბილებს შავად იღებავდნენ ძირითადად იმისთვის, რათა თავიდან მათი დაზიანება აეცილებინათ.
10 ყველაზე უცნაური ტრენდი მოდის ისტორიაში

ტრენდი 7: სახის გათეთრება

მე-18 საუკუნის ევროპაში ყველაზე ლამაზებად ფერმკრთალი ქალები ითვლებოდნენ. ამიტომაც არისტოკრატები მზეს მუდამ ემალებოდნენ, ბევრი მათგანი კი სახის ხელოვნურად, მაკიაჟით გათეთრებასაც კი მიმართავდა. თუმცა, იმდროინდელი გამათეთრებელი კოსმეტიკა ბევრ ტოოქსიკურ ინგრედიენტს შეიცავდა, რაც ხშირად ხდებოდა მოდას აყოლილი ქალბატონების მოწამვლის მიზეზი.
10 ყველაზე უცნაური ტრენდი მოდის ისტორიაში

ტრენდი 8: მაკარონები

მაკარონები ეწოდებოდათ მე-18 საუკუნის შუა ხანებში მცხოვრებ ინგლიელ მამაკახებს, რომლებიც აქტიურად მისდევდნენ მოდას. მათთვის დამახასიათებელი ჩაცმულობა დეკორატიულ მოსასხამებს, ვიწრო ფეხსაცმელებსა და უზარმაზარ პარიკებს მოიცავდა.
10 ყველაზე უცნაური ტრენდი მოდის ისტორიაში

ტრენდი 9: მჭიდროდ მოჭერილი საყელოები

მე-19 საუკუნეში მცხოვრები ევროპელი მამაკაცები ხშირად ანიჭებდნენ უპირატესობას მჭიდროდ მოჭეერილ საყელოებს. აღსანიშნავია, რომ მოდის ამ ტენდენციის მიყოლა არაერთი მათგანისთვის გამხდარა ფატალური, კერძოდ კი მჭიდრო საყელოები ტვინს სისხლის მიწოდებას უწყვეტდა, რამაც უამრავი მამაკაცის სიცოცხლე შეიწირა.
10 ყველაზე უცნაური ტრენდი მოდის ისტორიაში

ტრენდი 10: გიბსონის ვარცხნილობა

მე-19 საუკუნის 90-იან წლებში მოდაში შემოვიდა გოგონებისთვის მასიური და ფუმფულა ვარცხნილობების კეთება, რაც ილუსტრატორ ჩარლზ დანა გიბსონის ნამუშევრებიდან იყო ინსპირირებული. თუმცაღა, თხელი თმის პატრონებს მსგავსი ვარცხნილობა არ გამოსდიოდათ, მოცულობის გასაზრდელად კი თმაში ცხენის ძუას ან ფაფარს იწნიდნენ.
10 ყველაზე უცნაური ტრენდი მოდის ისტორიაში

კატეგორია: მოდური სიახლეები, საინტერესოა
Tags:

23


  • Hermione...♥ თქვა:
    7 იანვარი 2014 20:25 - ID: 23,
    Young and Beautiful,
    მადლობა და მიხარია, რომ მოგეწონა ♥ როგორც ვატყობ, საიტზე შემოთავაზებული სიახლეების თემატიკით უკმაყოფილო ხარ და მომავალში როგორი ნიუსების ნახვას ისურვებდი?
    sesi,
    ჰაჰაჰა, მართლა? wink მე ეგ წიგნი ნამდვილად არ მომეპოვება, ინგლისური საიტიდან გადმოვთარგმნე laughing

  • sesi თქვა:
    6 იანვარი 2014 23:28 - ID: 22,
    რუსულის წიგნში იყო ჩემთან ეს wink ძაან ძველი თაობა არ ვარ მაგრამ ახლა არამგონია მაგ წიგნით კიდე ასწავლიდნენ.

    პ.ს. თავიდან ჯინ შრიმპტონის ფოტო რომ დავინახე ვერ მივხვდი რაზე იყო ნიუსი wink

  • Young and Beautiful თქვა:
    6 იანვარი 2014 21:17 - ID: 21,
    აიი ძაან მააგრი სიახლე <3 ალილუია რაღაც განსხავევბული დაიდო ამ საიტზე love
    საინტერესოა,ის კბილების გაშავება ნაღდად არ ვიცოდი :დ no

  • Hermione...♥ თქვა:
    6 იანვარი 2014 19:20 - ID: 20,
    KiKi,
    - Dreamer,
    Countess A.,
    უღრმესი მადლობა love

  • Countess A. თქვა:
    6 იანვარი 2014 12:24 - ID: 19,
    ეგვიპტელები პირველები იყვნენ, ვინ კოსმეტიკის დამზადება-მოხმარება დაიწყეს. ჰიგიენას დიდ ყურადღებას აქცევდნენ.. აქ მოყვანილი ფაქტიც ერთ-ერთია მათი ყოფა-ცხოვრებიდან, რომელიც თავის მოვლას შეეხებოდა..
    დანარცენი "ტრენდები" უფრო მეტად შემზარავია ვიდრე "ლამაზი"..
    ძალიან, ძალიან კარგი სიახლეა..

  • - Dreamer თქვა:
    5 იანვარი 2014 21:58 - ID: 18,
    მაგარიი იყოოო wink

  • KiKi თქვა:
    5 იანვარი 2014 17:59 - ID: 17,
    რა კარგი სიახლე იყოო )) ეს კბილების გაშავება არ ვიცოდი,პირველად ვხედავ რა უდებურება იყო:დ ისე საინტერესო იყო

  • Hermione...♥ თქვა:
    5 იანვარი 2014 17:46 - ID: 16,
    natianatia,
    Nina√,
    Imaginary,
    liii :),
    ძალიან დიდი მადლობა ^__^
    adriana))))),
    არა მარტო ტაილანდის, საყვარელო. მიანმარშიც ფართოდაა ეგ პრაქტიკა გავრცელებული და ზოგიერთ აფრიკულ ტომშიც გვხვდება. სხვათა შორის, მსგავსი სამკაულები კელტების ნამოსახლარებშიც აღმოაჩინეს, ოღონდ ვარაუდობენ, რომ მათ სხვა დანიშნულებით ატარებდნენ.

  • liii :) თქვა:
    5 იანვარი 2014 17:27 - ID: 15,
    კარგი ნიუსია wink

  • demetria თქვა:
    5 იანვარი 2014 16:03 - ID: 14,
    სასაცილო ნაღდად იყოო wink

  • Imaginary თქვა:
    5 იანვარი 2014 14:20 - ID: 13,
    ძაან კარგი სიახელაა.. უმეტესობა ვიცოდი

  • adriana))))) თქვა:
    5 იანვარი 2014 14:13 - ID: 12,
    სამკაულებიტ კისერს ტაილანდში იგრძელებენ, ბავშვი როდესაც იბადება და თანდათან ასაკიც ემატება იმდენ ერთ რგოლს უკეტებენ ყელზე... ეს ტაილანდის ტრადიციაა და მე მომწონს ძალიან...

  • xmiadalika თქვა:
    5 იანვარი 2014 12:42 - ID: 11,
    წავა რაა fellow

  • Nina√ თქვა:
    5 იანვარი 2014 12:27 - ID: 10,
    wink ზოგიერთი ძალიან უაზროა
    კარგი ნიუსია love

  • Ann Glambertt თქვა:
    4 იანვარი 2014 22:23 - ID: 9,
    რაუბედურებაა :D:D:D::DD:D კისერი :X ტერფები :X მონა ლიზას წარბებზე არასდროს დავკვირვებივარ :დდდ

  • natianatia თქვა:
    4 იანვარი 2014 22:19 - ID: 8,
    კარგი იყო..

  • Hermione...♥ თქვა:
    4 იანვარი 2014 22:10 - ID: 7,
    ani_1008,
    DiamondsAndHeels14,
    MARAUDER,
    beonce,
    დიდი მადლობა, გოგონებო love ის "ტრენდები", რომლებიც ქალთა უფლებებს არღვევს, ჩემთვის განსაკუთრებით შემზარავია და მიხარია, რომ დღესდღეობით ჩინეთში ტერფების მჭიდროდ შეკვრა უკვე მკაცრად იკრძალება.

  • beonce თქვა:
    4 იანვარი 2014 21:47 - ID: 6,
    საინტერესო ნიუსი იყო feel

  • Ms.Casillas თქვა:
    4 იანვარი 2014 21:41 - ID: 5,
    ცოტათი მცირე ზომის ტერფებზე არც მე ვიტყოდი უარს lol

  • MARAUDER თქვა:
    4 იანვარი 2014 21:11 - ID: 4,
    საინტერესო და სახალისო სტატიაა wink lol ყოჩაღ თიკა!!! smile

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top