6 January 2014      ANGEL     Views 17 910    
Category: Fashion / Georgians / for ANGEL.ge / Stars



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის
სტუმარი ქრისტინე იმედაძე

ჩანთების მაღაზია BUON VIAGGIO -ში კრისტი ყიფშიძემ ქრისტინე იმედაძეს უმასპინძლა. მომღერალმა და ტელეწამყვანმა მოდასა და სტილზე ისაუბრა.რომელია მისი საყვარელი ბრენდი და რა ადგილი უჭირავს ჩანთებს მის ცხოვრებაში. ამ ინტერვიუს ენჯელ.ჯი- წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilanoGeorgia; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი




„ჩემთვის მისაბაძი ადამიანები,მათი ცხოვრებისეული საქმიანობითა და შემოქმედებით
არიან Whitney Houston და Michael Jackson.”


რომელი ასაკიდან დაიწყო გემოვნების ჩამოყალიბება, იქონია ვინმემ გავლენა შენ სტილზე?
ქრისტინე: ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა დედამ,ამისთვის ყველაფერს აკეთებდა.დავდიოდით მუზეუმებში და თეატრებში. მიწყობდა ხელს,რომ დამოუკიდებლად ჩამომყალიბებოდა გემოვნება.თუმცა, ხშირად ვერ ვთანხმდებოდით ჩაცმის სტილზე.მე მინდოდა,რომ თეატრის მსახიობების მსგავსად, ლამაზი და ფუშფუშა კაბები მცმოდა სკოლასა თუ სახლში.დედას უნდოდა ჩამეცვა ჯინსი,რომელიც მაშინ არც თუ ისე ბევრს ეცვა. განსხვავებული ვიყავი და ახლა ვხვდები,რომ ყოველთვის გამორჩეულად მეცვა.

ტაისია (ქრისტინეს შვილი) თუ გბაძავს, მოსწონს შენ რასაც სთავაზობ ,თუ დამოუკიდებლად უყვარს სამოსის არჩევა?
ქრისტინე: უყვარს თავისი გემოვნებით არჩევა.მეც მიყვარს, როდესაც ადამიანები თვითონ იგონებენ,თვითონ არჩევენ.შეიძლება ჩაიცვა მოდური სამოსი,რომელიც მანეკენს ამშვენებს, მაგრამ ვერ მოირგო.თვითონ როდესაც აარჩევს, შეუხამებს, ყოველთვის უკეთესად მოირგებს.ინდივიდუალიზმი შემოქმედებასა თუ ნებისმიერ საქმეში უმნიშვნელოვანესია.




,,ინდივიდუალიზმი შემოქმედებასა თუ ნებისმიერ საქმეში უმნიშვნელოვანესია.’’


გიყვარს გარდერობის ხშირად განახლება? არის ნივთები,რომელთაც მუდამ ინახავ?
ქრისტინე: სულ ვამბობ,რომ მინდა ერთხელ ყველაფერი გადავყარო გარდერობიდან და ახლით შევცვალო, მაგრამ ვიცი,რომ ამას ვერ შევძლებ.არის ნივთები ,რომლებიც უცვლელია. განსაკუთრებით მიყვარს ის კოსტუმები,რომლებიც სცენასა თუ სხვადასხვა გადაღებაზე მეცვა.ყველაფერს ვინახავ სკივრში,რომელიც ბებიამ მაჩუქა,ყველა კოსტუმი იქ იყრის თავს.ყოველდღიურ სამოსს ხშირად ვცვლი.მაქვს ბრენდების კაბები,რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.გადის წლები და მათ ,ისევე ვიცვამ, როგორც ახლებს, ისინი არასდროს მბეზრდება.




„ჩემი გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა დედამ,ამისთვის ყველაფერს აკეთებდა.დავდიოდით მუზეუმებში და თეატრებში. მიწყობდა ხელს,რომ დამოუკიდებლად ჩამომყალიბებოდა გემოვნება.თუმცა, ხშირად ვერ ვთანხმდებოდით ჩაცმის სტილზე.”


ქართველი დიზაინერებიდან ვის გამოარჩევდი?
ქრისტინე: გამოვყოფდი მათ, ვისთან ერთადაც ხშირად ვმუშაობ: დათუნა სულიკაშვილი და ავთანდილ ცქვიტინიძე.
ბავშვობიდან მიყვარდა მაკა ასათიანის მთლიანი ჯგუფი. მაკას მაღაზია ჩემთვის ყოველთვის გამორჩეული იყო.მისი კაბები დღემდე შენახული მაქვს და ხშირად მაცვია.ასევე,გამოვარჩევდი თამუნა ინგოროყვას,რომელმაც კლიპისთვის ძალიან ლამაზი კაბები შემიკერა.დიდ პატივს ვცემ ქართველ დიზაინერებს,გამოვდივარ მათ ჩვენებებზე.მსიამოვნებს,როდესაც კარგ საქმეში ვარ ჩართული და მეც ვიღებ მონაწილეობას მათ წარმატებაში. ერთ-ერთ გადაღებაზე ავთანდილის კაბები გვქონდა წაღებული,კაბების დაბრუნებისას ავთანდილმა მიმითითა ულამაზეს კაბაზე: „ეს კაბა შენიაო“,ძალიან გამიხარდა,რადგან გადაღების დროსაც მომეწონა. საახალწლო საჩუქარიც მივიღე.გვანებივრებენ ქართველი დიზაინერები,რადგან ჩვენც ყოველთვის გვერდში ვუდგავართ მათ.

თინეიჯერობის ასაკის შემდეგ რა ცვლილებებია შენს სტილში?
ქრისტინე: დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება.დროც ხომ ტრიალებს მოდის მსგავსად.ყოველთვის მიყვარდა ბებიის კაბები და აქსესუარები,რომლებსაც ახლაც ვიყენებ.
ცვლილები არის რა თქმა უნდა,მაგრამ ყოველთვის მეცვა,ის რაც მომწონდა, ახლაც ასეა. შეიძლება ინსტინქტურად ვიყიდო ის, რაც მოდურია, რადგან დაემთხვეს ჩემს გემოვნებას ფერი ან მოდელი. უმეტესად ის მაცვია, რაც უბრალოდ მომწონს,რადგან ყოველთვის უფრო კომფორტულად ვარ,მაშინ კი ვიცი,რომ კარგადაც გამოვიყურები.




ინტაგრამზე ქრისტინე: @qristine26 / კრისტი: @kristiglen



არის ბრენდი,რომელიც გამორჩეულად გიყვარს ?
ყოველდღიური ტანსაცმელი რაც უფრო უბრალოა, მით უფრო კომფორტულია.
მაქვს ძვირადღირებული ბრენდების სამოსიც,თუმცა ყოველდღიურობისთვის ვირჩევ „ Zara-ს“. ასევე,მიყვარს სპორტული სამოსის მაღაზიებიც.აქსესურებისთვის ვირჩევ ხარისხიან ბრენდებს.

რომელია შენი საყვარელი აქსესუარი?
ქრისტინე: სათვალე,რომლის არჩევაც ძალიან მიჭირს ხოლმე. თვეობით ვფიქრობ, მიხდება თუ არა კონკრეტული სათვალე და შემდეგ ვყიდულობ.

როგორი ტიპის ჩანთები მოგწონს, ხშირად ცვლი მოდელებს?
ქრისტინე: ჩანთა აუცილებელი აქსესუარია.
ხშირად ვერ ვცვლი, რადგან ფეხსაცმლის,ქურთუკისა და სათვალის მსგავსად ,ჩემთვის მნიშვნელოვანია ხარისხიანი ჩანთა. არ არის აუცილებელი იყოს ცნობილი ბრენდი.მიყვარს განსხვავებული მოდელები,რომლებიც არ არის მასობრივი.

რომელია ყველაზე საჭირო ნივთი შენს ჩანთაში?
ქრისტინე: ზამთრიდან გამომდინარე, ჩემს ჩანთაში არის ბევრი წამალი. ყველაზე საჭირო ნივთებია: საფულე,დამტენი,გასაღები,კალამი და ბლოკნოტი,თმის სამაგრი და რა თქმა უნდა, კოსმეტიკის ჩანთა და სუნამო.

როგორ მოგეწონა „BUON VIAGGIO-ის“ ჩანთები?
ქრისტინე: ძალიან ლამაზი ფერებია, მაღაზიაში შემოსვლიდანვე კარგ ხასიათზე ვარ. ჩემი ყურადღება მიიპყრო სამგზავრო ჩანთებმა, რომლებიც ძალიან მიყვარს.უმეტესად პატარა ზომის მაქვს, აუცილებლად შევიძენ „BUON VIAGGIO-ის“ სამგზავრო ჩანთას.




Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/BuonViaggioMilanoGeorgia





Category: Fashion / Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags: BUON VIAGGIO angel.ge-სთვის კრისტი ინტერვიუ ქრისტინე

Share it
Comments
Back to Top