;
7 იანვარი 2014      Nina√     36 კომენტარი     ნანახია 8186-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი
მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

სახელი: მალაიკა ფერზი
ეროვნება:ბრიტანელი
თმის ფერი: ყავისფერი
თვალის ფერი: ყავისფერი
სიმაღლე: 1.75 სმ
პარამეტრები: 81-61-86

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

" 19 წლის წარმოშობით კენიელი მოდელი მალაიკა ფერზი პირველად 2011 წელს გამოჩნდა მოდის ინდუსტრიაში, როგორც პატარა, გამხდარი, მორცხვი 17 წლის გოგონა, რომელმაც ამ 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრს მიაღწია. იმდენს, რამდენსაც ზოგიერთი მოდელი 10 წლის განმავლობაში ვერ აღწევს" - წერს ბრიტანული ვოგი. მართლაც, გოგონა ელვისებური სისწრაფით მიიწევს წინ მწვერვალების დასაპყრობად. მალაიკა უკვე ვიხილეთ ვიქტორიას სიკრეტის 2014 წლის ჩვენებაზე, ჟურანლ ვოგის გარეკანზე, სახელოვანი მომღერლის ბიონსეს მიერ გამართულ ჩვენებაზე, ბარბერის ახალ კამპანიაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნაომი კემპბელის შემდეგ (1994) მალაიკა გახდა პირველი შავკანიანი მოდელი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პრადას სარეკლამო კამპანიაში. " როდესაც მალაიკა პირველად მოვიდა სააგენტოში, მე გამაოცა მისმა სასიამოვნო, ეგზოტიკურმა გარეგნობამ და უნაკლო სხეულმა. მასთან სტუდიაში 20 წუთის განავლობაში ვიმუშავე და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მე კიდევ უფრო დავრწმუნებულიყავი მის უსაზღვრო შესაძლებლობებში. გარდა იმისა, რომ მისი გარეგნობა უბრალოდ შესანიშნავია, ის საოცარი პიროვნებაა, აგრეთვე აქვს კარგი უნარი კამერასთან თავისუფლად მუშაობისა, რაც ძალიან იშვიათია ფერზის ასაკის გოგონებში."- ასე ახასიათებს სააგენტო პრემიერის დირექტორი ანა უილშოვი მალაიკას.


[ვოგის პროექტისთვის: Vogue model wall]

გოგონას ფავორიტი მოდელები არიან ჯორდან დანი და ტაირა ბეკსი. აი რას ამბობს იგი ერთ-ერთ მათგანზე: "ჩემი ფავორიტი მოდელი ტაირა ბენკსია, რადგან ის არა მარტო კარგი მოდელი, არამედ შესანიშნავი ბიზნესვუმენი და მსახიობია"

მალაიკას ძალაინ უყვარს საკუთარი ოჯახი, დიდ პატივს სცემს ქრიასტიანულ სარწმუნოებას. არ უყვარს ღამის კლუბებში გართობა. მას მტკიცედ სჯერა საკუთარი შესაძლებლობების, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, არ არის ამბიციური. გოგონას დიდი სურვილი აქვს მოხვდეს ბრიტანული ვოგის გარეკანზე.

ფერზი წარმოშობით კენიიდანაა, თუმცა იგი გაზრდილია ლონდონში, სადაც ამჟამად ცხოვრობს. მისი წინაპრები არიან კენიიდან, უგანდიდან, სეიშელის კუნძულებიდან, შვეიცარიიდან და ბრიტანეთიდან


მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი


გოგონას წარმატებული კარიერა დედის დამსახურებაა, რომელმაც სააგენტო პრემიერის შესახებ სატელევიზიო პროგრამიდან "სამოდელო სააგენტო" შეიტყო.

"როდესაც მალაიკას ფოტოები ვნახე, გავოგნდი. მე ვიყავი ძალიან ამაყი. პირველი ადამიანი, რომელმაც იმ დღეს სააგენტოში დარეკა, მალაიაკს დედა იყო, რომელიც ძალიან ნერვიულობდა და სურდა ასეთ ამაღელვევებლ მომენტებში შვილთან ერთად ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუხმეთ მას. ამ გოგონას წინ დიდი წარმატება ელის. მისი ნუშისფერი თვალები, კარამელისფერი კანის ფერი, ''ურჩი'' კულულები ნებისმიერ ადამიანს აღაფრთოვანებს" -აცხადებს სააგენტოს დამაარსებელი ქეროლაინ უაითი.

ფერზი მისი სამუშაოსგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს. საათიანი ქასტინგების შემდეგ, ის სასწავლებველში მიდის. ცდილობს, ორივე საქმეს ერთნაირად კარგად გაართვას თავი.


მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი


ფერზის ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც იგი საუბრობს თავისუფალ დროზე, დედასა და ამჟამინდელ პროფესიაზე : " ზაფხული ძალიან მიყვარს, რადგან ამ დროს ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და შემიძლია კოლეჯის დავალებები ბოლომდე დავასრულო. როდესაც ქასთინგებზე მივდივარ, დედა ყოველთვის თან დამყვება, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ის მამხნევებს, მხარს მიჭერს. ეს საოცარი განცდაა. მოდელის პროფესიის შესახებ კი უფრო და უფრო მეტს ვიგებ, რაშიც ჩემი ახალი მეგობრები მეხმარებიან, რომლებსაც უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში. ვფიქრობ, ჩემთვის ეს ძალიან სასარგებლოა. სწორედ ამიტომ, ვცდილობ მათი თითოეული რჩევა გავითვალისწინო."

მიუხედავად იმისა, რომ მალაიკა ლონდონში გაიზარდა, თავის მშობლიურ მხარეს არასდროს ივიწყებს და ხშირად სტუმრობს მის ნათესავებს კენიაში. ჟურნალ i-D-თან მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ, როდესაც კენიაში ჩადის, არასდროს ავიწყდება ტანსაცმლისა და სათამაშოების ყიდვა, რადგან ადგილი, სადაც მისი ოჯახია დასახლებული, ძალიან ბევრი ღარიბი ცხოვრობს და ბავშვებს იქ ცხოვრება უჭირთ. მალაიკას ძალიან უხარია იქ ჩასვლა და მათთვის საჩუქრების ჩატანა, რადგან ფიქრობს რომ ადამიანების გაბედნიერებაზე უკეთესი არაფერია.


მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი


მოდელი გამოსულა ისეთი ბრენდების ჩვენებებზე, როგორებიცაა: პრადა, ჯეისონ ვუ, ვიქტორია ბექჰემი, ალტუზარა, დერეკ ლემი, მარკ ჯეიკობსი, კელვინ კლეინი, მაიკლ კორსი, ვერა ვონგი, ანტონიო ბერარდი, ბარბერი, ტოპშოპი, მარნი, რობერტო კავალი, ბოტეგა ვანეტა, პუჩი, ბლუმარინი, დოლჩე&გაბანა, ფერაგამო, ლანვინი და მრავალი სხვა.

მოდის კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მალაიკა მალე მწვერვალებს დაიპყრობს. მას მომავალ ნაომი კემპბლეადაც კი მოიხსენიებენ.

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი
მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი
მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი
მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი
მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

მალაიკა ფერზი - მომავალი ნაომი კემპბელი

კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

36


  • salome14 თქვა:
    16 იანვარი 2014 15:56 - ID: 36,
    http://nanukakh.blogspot.com/

  • mononoke თქვა:
    13 იანვარი 2014 16:40 - ID: 35,
    სახის ნახევარი შუბლი აქვს :დ არა მომწონს ეგზოტიკური გარეგნობის გოგოები, უბრალოდ ავღნიშნე :დ

  • nini.mcqueen თქვა:
    11 იანვარი 2014 13:53 - ID: 34,
    ჯოანი სმოლზი რო არსებობს ამას არ უნდა ეძახდნენ ნაომის))მითუმეტეს ის უკვე დასახელდა მსოფლიოს პირველ მოდელად ასე რომ მას უფრო შეესაბამება ნაომისთან შედარება)

  • AnneCrazy თქვა:
    10 იანვარი 2014 18:49 - ID: 33,
    ძალიან ლამაზი გოგოა, მაგრამ ნაომის ნუ ადარებთ... სირცხვილია)))))

  • sof_sof თქვა:
    9 იანვარი 2014 21:30 - ID: 32,
    შოკოლადისფერი^^^

  • Monchele ^^ თქვა:
    9 იანვარი 2014 13:49 - ID: 31,
    იქ სადაც ახალგაზრდა მოდელებს შორის ჯოან სმოლსია ეს გოგო ნაომი კემპბელად არ უნდა დასახელდეს ჩემი აზრით :)) რაგაც უეშხო გოგოა. :D შველივით თვალები აქ

  • Tiko :P თქვა:
    8 იანვარი 2014 23:13 - ID: 30,
    რა მომავალი ნაომი ://

  • MaRihanna თქვა:
    8 იანვარი 2014 20:51 - ID: 29,
    love

  • tatagutsy თქვა:
    8 იანვარი 2014 17:15 - ID: 28,
    ძალიან მომწონს.. სრულყოფილებაა ცემთვის.

  • natianatia თქვა:
    8 იანვარი 2014 16:34 - ID: 27,
    ძაან მომწონს love

  • Elena Malfoyy თქვა:
    8 იანვარი 2014 16:20 - ID: 26,
    სახეზე დიდად არ მომწონს მარა ტანი აქვს შოკიი !!!!))))) მარა ნაომის შემცვლელი არ არსებობს ნაომი ერთია და განუმეორებელი ვაა)))))))))

  • marika0704 თქვა:
    8 იანვარი 2014 15:39 - ID: 25,
    ვაიმე როგორი კარგი გოგოა. მანერები დხვეწიი აქვს, გაგრეგნობა უდაოდ ძალიან მაგარი და თვალები რომელიც ემოციებს საუკეთესოდ გადმოსცემს ძალიან სუფთა აქვს. ძალიან მომწონს ეს გოგო, დარწმუნებული ვარ მის კაშკაშა მომავალში. love

  • ketsboani თქვა:
    8 იანვარი 2014 13:06 - ID: 24,
    უნაკლო გოგოააა)) ნამდვილად აღმოჩენაა

  • Melakoo თქვა:
    8 იანვარი 2014 10:53 - ID: 23,
    რა თვალები აქვს feel

  • tamta5330 თქვა:
    8 იანვარი 2014 10:46 - ID: 22,
    naomi ar vici mara didi kariera ro elis am gogos eg ashakaraa. martla gansxvavebuli saxe akvs

  • natuka555 თქვა:
    8 იანვარი 2014 01:30 - ID: 20,
    საყვარელი გოგოა, მაგრამ საკმარისი ცეცხლი არ აქვს იმისთვის, რომ მომავალი ნაომი უწოდონ. რაღაცნაირია, უამბიციო :D

  • liliana თქვა:
    8 იანვარი 2014 00:21 - ID: 19,
    თითქოს საყვარელია მაგრამ ფიცარივით ბრტყელია და ნაომიმდე ბევრი უკლია

  • MARAUDER თქვა:
    8 იანვარი 2014 00:07 - ID: 18,
    კარგი გოგოა, მაგრამ ნაომიმდე ბეეეეეევრი უკლია fellow

  • - Dreamer თქვა:
    7 იანვარი 2014 22:33 - ID: 17,
    ძალიან მომწონს love ლაამაზიაა love ჩემი აზრით ნამდვილად დაიპყრობს სამოდელო მწვერვალს love

    ციტატა: keetaa
    ბენკსი?? გიჟია მემგონი ეს. ისე ლამაზ გოგოა მარა ჯოან სმოლსი უფროა ნაომი კემპბელი

    გეთანხმები wink

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top