;
13 იანვარი 2014      ANGEL     8 კომენტარი     ნანახია 12176-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი გიორგი ყიფშიძე

კრისტი ყიფშიძის სტუმარი BUON VIAGGIO-ში გიორგი ყიფშიძეა. რომელი პერსონაჟი შეიჭრა მსახიობის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ვინ არის მისთვის მისაბაძი ადამიანი, ამ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი



„ყველაფერი დედამიწის ზურგზე, რაც ადამიანზე გავლენს ახდენს, რაც შემოაბიჯებს შენს ცხოვრებაში, მონაწილეობს ადამიანის ჩამოყალიბებაში.“

როდის ჩამოყალიბდა შენი სტილი,იქონია გავლენა ოჯახმა გემოვნების ჩამოყალიბებაზე?
შენი ბებია, ჰერა ერთ-ერთი გამოჩენილი დიზაინერი იყო.

არ ვიცი მაქვს თუ არა ჩამოყალიბებული სტილი, მიყვარს რაღაცების ერთმანეთში არევა,ხანდახან ვიწრო ფორმა მომწონს,ხან განიერი,მათი ერთმანეთთან შეთავსების ნიჭი, ალბათ ,გენეტიკურიც არის.ყველაფერი დედამიწის ზურგზე, რაც ადამიანზე გავლენს ახდენს, რაც შემოაბიჯებს შენს ცხოვრებაში, მონაწილეობს ადამიანის ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა,ოჯახმაც იქონია გავლენა, თუმცა კონკრეტულად არავინ ცდილობდა ჩარეულიყო ამ საკითხში. ახლა,მინდა კარაკულის შუბა შევიკერო მელიის ბეწვით,როგორი გამოვა არ ვიცი.საერთოდ,გემოვნებასთან დაკავშირებით ხშირად არასწორად ვფიქრობთ და ვსაუბრობთ. სიტყვა გოიმი, ხშირად არასწორი მნიშვნელობით არის ხოლმე გამოყენებული.შენთვის თუ ვინმე არის გოიმი,იმავეს იფიქრებს ის შენზე.

როგორია შენი ყოველდღიური სტილი?
არადაკონკრეტებული, არასდროს არის ერთხაზოვანი.ზოგს ჰალსტუხსა და პიჯაკთან ერთად ბოტებიც აცვია, მეც ასე ვარ.ხანდახან ერთ კონკრეტულ სტილს ვირჩევ.განწყობას გააჩნია.

შენი პროფესიიდან გამომდინარე ხშირად გიწევს გარეგნობის ცვლილება,როგორ ეგუები ,არ გიჭირს ?

ვერგები ყველანაირ ცვლილებას.
სერიალისთვის „ჩემი ცოლის დაქალები“ ჩემს პერსონაჟს „ვერსკის“ თხელი წვერი უნდა ჰქონოდა, ყოველდღიურობაში ისე შემოიჭრა ეს პერსონაჟი,რომ ვცდილობ, ყველაფერი მოვარგო ამ თხელ წვერს. „ვერსკის“ გმირს თითქოს დავემსგავსე. ამ პერსონაჟიდან გამომდინარე ჩემს სტილში არის ცვლილელები, გარდერობში მრავლადაა „ვერსკის“ ტანსაცმელი.



„ჩემთვის ასეთი ცხოვრება საინტერესოა,როცა ხან ქალის როლის შესრულება გიწევს,ხან ძაღლის.“

შენ ,როგორც მსახიობს,ხშირად გიწევს გარდასახვა,თუნდაც ქალის როლის მორგება,არ გიჭირს?

არა,ძალიან საინტერესოა. ერთ-ერთი გადაღებისთვის მე და კაბუს მოგვიწია ქალის როლის მორგება.მთელი პეკინის ქუჩა გადავკეტეთ ,მოკლე კაბებით,მაკიაჟითა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დავკაკუნობდით,ხალხი გაგიჟდა.ძალიან სასაცილო იყო.ჩემთვის ასეთი ცხოვრება საინტერესოა,როცა ხან ქალის როლის შესრულება გიწევს ,ხან ძაღლის .

მახსოვს,ჩვენებებზეც გამოდიოდი,ის სცენა თეატრისგან განსხვავებულია,არ იყო რთული შენთვის?

გამოვდიოდი და მომავალშიც გამოვალ დიდი სიამოვნებით.
ეს სულ სხვაა, მაგრამ რთული არ ყოფილა,რადგან ვიცოდი რომ მე, როგორც მოდელს, ისე არ შემაფასებდნენ, ამაზე არ ვღელავდი. უბრალოდ, ვცდილობდი, რომ რამე არ გამეფუჭებინა.

„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ თუ ერეოდი კოსტუმების შერჩევაში?

პროექტის დასაწყისში არა,მაგრამ მერე კი.ვიცოდი,როგორი უნდა ყოფილიყო კოსტუმი,რომ ჩემთვის ხელი არ შეეშალა მოძრაობაში.
რჩევების სახით ყოველთვის გამოვახატავდი ჩემს აზრს.ერთ-ერთ ცეკვაზე ბროშის გაკეთება მინდოდა და გავიკეთე კიდეც.



„შანელი იყო გენიოსი, რომელიც დაიბადა გემოვნების ნიჭით, მე არ მგონია,რომ ჩვეულებრივი ადამიანებიც ამ ნიჭით იბადებოდნენ.“

საქართველოში რომელ დიზაინერთან გიწევს მუშაობა,ვინ მოგწონს გამორჩეულად?
არ მინდა ვინმე გამოვყო.ყოველთვის მომწონდა დათუნა სულიკაშვილი.გამორჩეულად მომწონს ზენკა & მარი.

ვინ არის შენთვის მისაბაძი ადამიანი,ვისი სტილისგანაც სწავლობ რაღაცებს?
ჯონი დეპი. შემოქმედებითად ჯონ გალიანოს ხელოვნებას ვაფასებ.

რა არის შენთვის ჩანთა,აუცილებელი აქსესურია?
ჩანთებს ძალიან ხშირად ვხმარობ. ძირითადად მაქვს ხელის ჩანთები და ზურგჩანთები.
ხშირად მჭირდება ზურგჩანთები,ყველგან დამაქვს.ჩანთას კონკრეტულად თავისი ფუნქციონალური მნიშვნელობა აქვს.განსაკუთრებულად მიყვარს ერთ-ერთი ტყავის დიდი ჩანთა.




რა ნივთებია ყველაზე აუცილებელი შენს ჩანთაში?

ჩანთაში, რომელსაც ყოველდღიურად ვხმარობ უამრავი რამ დევს: კბილის ჯაგრისი,სუნამო,თმის ჟელე,წამლები,სანტავიკი,ელასტიური ბინტი,რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დროს ხშირად მჭირდებოდა,ტელეფონის დამტენი,სარეპეტიციო ტანსაცმელი. აბსოლუტურად ყველაფერი,რაც უნდა დამჭირდეს ნებისმიერ დროს .

როგორი ტიპის ჩანთები მოგწონს ქალზე,აქცევ ყურადღებას ჩანთის მოდელს?

გააჩნია სიტუაციას,არ მიყვარს დიდი ჩანთები.ქალს უნდა ჰქონდეს საშუალო ზომის ხელზე დასაკიდი ჩანთა.
არ მომწონს გადასაკიდი ჩანთები,რომლებიც მძიმეა და დისკომფორტს უქმნის მათ.

როგორ მოგეწონა „BUON VIAGGIO“?

ძალიან სადა, ლამაზი მაღაზიაა. უმეტესად ქალისთვის არის ჩანთები,
მამაკაცებისთვის ძალიან კარგი სამგზავრო ჩანთებია.




Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia




კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO, angel.ge-სთვის, კრისტი, ინტერვიუ, გიორგი ყიფშიძე

8


  • lovejohnnydepp თქვა:
    29 მარტი 2014 19:00 - ID: 8,
    egreeveee etyobaa rom amis stilshi mnishvnelovani roli johnny deppis stils ukaviaaaa love

  • LiiZii თქვა:
    26 იანვარი 2014 13:13 - ID: 7,
    უბრალოდ - love LOVE ....

  • Bao თქვა:
    15 იანვარი 2014 20:03 - ID: 6,
    საყვარელი, უნიჭიერესი, უსიმპატიურესი.

  • demetria თქვა:
    14 იანვარი 2014 01:29 - ID: 5,
    მიყვარს ძალიან კარგი ადამიანი და მსახიობია მაგრამ მამამისი უფრო მიყვარს love

  • xat123 თქვა:
    13 იანვარი 2014 22:17 - ID: 4,
    ძალიან კარგი მსახიობი და უკვე მოცეკვავე არის გიორგი ყიფშიზე.ქეთი

  • KiKi თქვა:
    13 იანვარი 2014 12:33 - ID: 3,
    ძაან საყვარელია )) უნიჭიერესი ადამიანია love <3

  • Lolipop.. თქვა:
    12 იანვარი 2014 18:58 - ID: 2,
    როგორ მიყვარსს გიორგიი love ძალიან კარგი ადამიანი ჩანს

  • liii :) თქვა:
    12 იანვარი 2014 18:58 - ID: 1,
    love
    „შანელი იყო გენიოსი, რომელიც დაიბადა გემოვნების ნიჭით, მე არ მგონია,რომ ჩვეულებრივი ადამიანებიც ამ ნიჭით იბადებოდნენ.“

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top