;
20 იანვარი 2014      ANGEL     5 კომენტარი     ნანახია 7412-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები



კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი თამუნა ინგოროყვა

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძე თამუნა ინგოროყვას უმასპინძლა. საუბარი შედგა მოდაზე, სტილსა და ჩანთებზე. რისი ჩაცმა არ უყვარდა თამუნა ინგოროყვას ბავშვობაში და რა არის საჭირო ქართული მოდის სფეროს განსავითარებლად. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი




„ბავშვობიდან მქონდა თავისუფლება, რომ რაც მინდოდა და რაც მომწონდა ის ჩამეცვა.
ყოველთვის მიწყობდნენ ხელს მშობლები, ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ.“


როდის მიიღე გადაწყვეტილება, რომ გამხდარიყავი დიზაინერი?

აკადემიაში მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი,ტანსაცმლის დიზაინზე ვსწავლობდი,თუმცა,მაშინ არ მეგონა თუ ამ პროფესიით ვიცხოვრებდი.ვფიქრობდი სხვა პროფესიებზეც,მაგრამ მაშინ მივხვდი,რომ ეს იყო ის ,რისი გაგრძელებაც მინდოდა.ამისათვის უნდა მესწავლა,დამეხარჯა ჩემი ენერგია და დრო.შემდეგ წავედი პარიზში.იქ მივხვდი, რომ ამ პროფესიის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი იყო.

როგორ ფიქრობ, ადამიანის გემოვნება დაბადებიდანვე ყალიბდება თუ ნელ-ნელა იხვეწება?

არიან ადამიანები,რომელთა გემოვნებაც დროთა განმავლობაში იხვეწება .ჩემი აზრით,გემოვნება შინაგან ინტელექტთან არის დაკავშირებული.ადამიანი თავისი ჩაცმულობით გამოხატავს მის სულიერ მდგომარეობას.გემოვნება დაბადებიდანვე ყალიბდება,თუმცა სხვადასხვაგვარად ვითარდება.

როდის დაიწყო შენი გემოვნების ჩამოყალიბება?იყო სამოსი,რისი ჩაცმაც არ გიყვარდა ?

ბავშვობაში არ მიყვარდა თმის დავარცხნა,ხვეული თმა მქონდა .არასდროს ვიცვამდი ფუშფუშა კაბას,როცა დედა მთხოვდა.მახსოვს,რომ სულ დაძაბული ვიყავი.ფეხსაცმელებს არასწორად ვიცვამდი.არ მიყვარდა ბალეტზე სიარული,ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი.ბავშვობიდან დავდიოდი: ხატვაზე,ძერწვაზე,ქანდაკებაზე.ბაღის ასაკიდან მოყოლებული განსაკუთრებულად ვხატავდი.შემოქმედებითი ადამიანი ვიყავი .თოჯინებს კი არ ვუკერავდი კაბებს ,თმებს ვჭრიდი და საჭმელს ვაჭმევდი.ყოველთვის მიყვარდა სადად ჩაცმა.არ მომწონდა ბანტები და გადატვირთული სამოსი.



„ჩემი აზრით, გემოვნება შინაგან ინტელექტთან არის დაკავშირებული.“


შენი შვილების ჩაცმულობაში თუ ერევი,თუ დამოუკიდებლად ირჩევენ სამოსს?

არ ვერევი,რადგან მინდა, რომ სრული თავისუფლება მივცე.
ბავშვობიდან მქონდა თავისუფლება,რომ რაც მინდოდა და რაც მომწონდა ის ჩამეცვა.ყოველთვის მიწყობდნენ ხელს მშობლები,ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. დედას კონსერვატული გემოვნება აქვს,მე უფრო მამას ვგავარ,განსხვავებული გემოვნება მაქვს .არასდროს არ ჩავუკეტივარ მათ,ყოველთვის თავისუფალი ვიყავი და ჩემ შვილებთანაც ასე ვარ,რა თქმა უნდა ყოველთვის ვაძლევ რჩევებს.ჩემი მეუღლე უფრო ჩართულია ბიჭების ჩაცმულობაში.

შენი აზრით ,რა არის საჭირო ქართული მოდის სფეროს უფრო განსავითარებლად?

რა თქმა უნდა ,განათლება.აკადემიაში არ არის საკმარისი განათლება,ეს ძნელი მისაღწევიც არის,რადგან საჭირო იქნება აკადემიის ლექტორებმა სამ თვეში ერთხელ იარონ მოდის კვირეულებზე,მათ მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მოდაზე.ეს ხელოვნების სფეროა.შეიძლება შეიქმნას უბრალო მაისური მომხმარებლისთვის,მაგრამ მის უკან კონცეფცია,იდეა და ისტორია იდოს.აუცილებელია,გაფართოვდეს აზროვნება,ცოდნა.სოციალური ქსელით არის შესაძლებელი მეტი ინფორმაციის მიღება,თუმცა ეს არ არის საკმარისი,ამისათვის საჭიროა ძირფესვიანი განათლება.



instagram: @fashionhousetamunaingorokva; @kristiglen


როდის იმუშავე შენს ბოლო კოლექციაზე? ვიცი,რომ პარიზისთვის ემზადები
გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია გავაკეთე 2014 წლის, რომელიც ახლა მზადდება ზომებში.

ასევე, ვმუშაობ 2015 წლის ზამთრის კოლექციაზე.

გიფიქრია ჩანთების შექმნაზე?ყოფილა შენს კოლექციაში?
კი, ერთხელ იყო. ვფიქრობ,რომ აუცილებელია ხელით შექმნილი ჩანთა იყოს ხარისხიანი, შესაბამისად ეს დიდ თანხებსაც უკავშირდება. სარისკოა ევროპულ ბაზარზე მაღალ ფასიანი ჩანთების გატანა.

რა ადგილი უჭირავს ჩანთას შენს ცხოვრებაში?
სერიოზული ადგილი აქვს,რადგან ძალიან მიყვარს ჩანთები.ფულს ვხარჯავ ჩანთებში,ფეხსაცმელებსა და სათვალეებში.მნიშვნელოვანია არა მარტო ვიზუალურად იყოს ლამაზი, არამედ გამოსაყენებლადაც კომფორტული იყოს ჩემთვის.




„წავედი პარიზში. იქ მივხვდი, რომ ამ პროფესიის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი იყო.“

არის კონკრეტული მოდელი,რომლის ერთგულიც ხარ?
მიყვარს მხარზე გადასაკიდი პატარა ჩანთები,გრძელი ჯაჭვით ან საკიდით.ჩემი ჩანთა აუცილებლად უნდა იკეტებოდეს კარგად,რადგან ხშირად მეფანტება ნივთები.

რომელია შენი ჩანთის ყველაზე აუცილებელი ნივთი?
საფულე,რომელიც აუცილებელია, ასევე,სათვალე, ტუჩსაცხი,რუჟი,ბლოკნოტი და ფანქრები.

როგორ მოდის შენი ინსპირაციის წყარო,შეიძლება უცბად დახატო ესკიზი?
ძალიან ხშირად, თუმცა თბილისში არასდროს არ მომდის მუზა.
მონახაზებს ვაკეთებ,თუმცა ინსპირაციის წყარო უცხოეთში მომდის.

Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia




კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO, angel.ge-სთვის, კრისტი, ინტერვიუ, თამუნა ინგოროყვა

5


  • zviozvio თქვა:
    26 იანვარი 2014 11:29 - ID: 5,
    მაგარია

  • AnySimpson თქვა:
    22 იანვარი 2014 22:17 - ID: 4,
    ძალიან ხშირად, თუმცა თბილისში არასდროს არ მომდის მუზა.
    მონახაზებს ვაკეთებ,თუმცა ინსპირაციის წყარო უცხოეთში მომდის.


    ბიჩ ფლიზ lol

    ზედმეტად ჩვეულებრივია ეს ქალი მაღალი მოდისთვის. what

  • WelchIrene თქვა:
    20 იანვარი 2014 20:32 - ID: 3,
    საერთოდ არ ეტყობა ამ ქალს,თუ მოდის 'ინდუსტრიასთან' და მითუმეტეს დიზაინერობასთან რაიმე შეხება აქვს.
    ციტატა: Bao
    კრის'წ'იმ Selfie-ს გარდა არაფერი იცის :)))))))

    ხო,მაგაში მეც გეთანხმები,სუფთა სნობია!

  • Bao თქვა:
    20 იანვარი 2014 16:50 - ID: 2,
    კრის'წ'იმ Selfie-ს გარდა არაფერი იცის :)))))))

  • liii :) თქვა:
    20 იანვარი 2014 15:05 - ID: 1,
    კარგია love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top