;
24 იანვარი 2014      ANGEL     9 კომენტარი     ნანახია 7519-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები


Sneakers Haute Couture spring/summer 2014

უკვე მერამდენე სეზონია მოდის მიმდევართა შორის სპორტული ფეხსაცმლის სიყვარული გამჟღავნდა არა მხოლოდ სპორტულ გარემოში, Nike-ის ცნობილი Air Max აიტაცეს მოდურმა გოგონებმა და ის შესანიშნავ კომპოზიციაში ვიხილეთ აბრეშუმის კაბებთან ერთად მრავალ მოდის კვირეულზე. ცოტა ხნის წინ შანელმა გამოუშვა სპორტული სერია: ბოტასები ე.წ. Sneakers და სპორტული ინვენტარი - თხილამურებიც კი.

თუმცა სპორტული ფეხსაცმლის ხილვას Houte Couture -ის პოდიუმზე Dior-ის და Chanel-ის კოლექციებში არ ველოდით! Houte Couture ჩვენებაზე ველოდით წითელი ხალიჩისთვის განკუთვნილ კაბებს, რომლებიც ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენენ, საოცრად დახვეწილ და თეატრალიზირებულ კოსტუმებს.. და თუმცა ეს ყოველივე ასეც იყო, მხოლოდ გამოირჩეოდა - სპორტული ფეხსაცმელი.



მაშასადამე სპორტული ფეხსაცმელი აქტუალობას 2014 წლის ზაფხულამდე შეინარჩუნებს, და მეტიც.
ინოვაციური ფეხსაცმლის მოდელების შემუშავებაში დიზაინერებიც ჩაერთვებიან - მაგალითად Massaro შანელისთვის.




რაფ საიმონსმა Dior-სთვის წარმოგვიდგინა შავი, დაბალ-კოჭიანი, ყვავილებით და ვარსკვლავის ფორმის ფერადი პაიტეკებით მორთული სნიკერები, ხოლო კარლ ლაგერფელდმა Chanel-სთვის, მბზინავი დეტალებით, მარგალიტებით, რუშებით, ტვიდით და პითონის ტყავით მორთო სპორტული ფეხსაცმლის კლასიკური ვარიანტი. თითოეული მოდელი Chanel-ის Houte Couture ზაფხული 2014 წლის კოლექციის წარდგენისას ბოტასებით მოაბიჯებდა პოდიუმზე, მათ შორის კარა დელავინი, რომელიც საქორწილო კაბაში იყო შემოსილი!

ფეხსაცმლის ორივე მოდელი სპორტულ ძირს ეყრდნობა და როგორც ამბობენ, საკმაოდ კომფორტულებია.
ოჰ, დიახ, კომფორტული ფეხსაცმელი Dior და Chanel-სგან Houte Couture ჩვენებაზე!


Haute couture sneakers at Christian Dior Spring 2014 Couture collection


Haute couture sneakers at Chanel Spring 2014 Couture collection







Chanel Spring 2014 Couture collection



















Christian Dior Spring 2014 Couture collection




და საერთოდაც შეიმჩნევა, მომავალ კოლექციებში სპორტული სტილის სამოსის დომინანტობა,
რომელიც აქტუალური გახდება მომავალ სეზონზე.



Moschino Cheap & Chic - 2013 წლის ზაფხულში გვკარნახობდა ამ ტრენდს




s t r e e t s t y l e







კატეგორია: მოდური სიახლეები
Tags:

9


  • Ollivia თქვა:
    25 იანვარი 2014 13:26 - ID: 9,
    ქუჩის ლუქები კარგია, მაგრამ პოდიუმზე? რავიცი რავიცი... smile

  • ani_1008 თქვა:
    25 იანვარი 2014 12:46 - ID: 8,
    ერთი სული მაქვს საქართველოში შემოვიდეს ეს ტრენდი :D :D :D რამდენს ვიცინებ :DDDDDDDD

  • 25 იანვარი 2014 11:39 - ID: 7,
    არ მომწონს საშინლად winked

  • tia თქვა:
    25 იანვარი 2014 10:45 - ID: 6,
    ლაგერფილდის ახალი მუზა კრისტენ სტიუარტია და კოლექციასაც დაეტყოოო winked კედებიი კრისტენის ნომერ პირველი აქსესუარია feel

  • LiiZii თქვა:
    24 იანვარი 2014 23:48 - ID: 5,
    მართალი ხარ ... smile გული მწყდება რომ ის ქვეყნები რომელიც საქართველოს მერე დაარსდა, დღესდღეობით ჩვენზე წინ არიან ... sad sad რატომ ვერ ვხვდები? ჩვენზე ნიჭიერი ერი არ არსებობს მთელ ქვეყანაზე უბრალოდ მისი გამოყენება არ შეგვიძლია ... wink

  • smileyz_xato თქვა:
    24 იანვარი 2014 23:20 - ID: 4,
    შანელის მომეწონა love

  • Bao თქვა:
    24 იანვარი 2014 21:07 - ID: 3,
    შანელის და მოშჟინოსს ბოტასები მომეწონა!
    შანელის კოლექციიდან რამოდენიმე განსაკუთრებიით, აი სულ პირველ სურათში რომ თეთრია ის ძალიაან კარგიაა ასევვეე შაავვ და ვარდისფერ ტონალობებში და კიდევ ერთი ორი winked ძალიაან კარგი იდეაა მომეწონაა!! მმაგრამ მეღირსება ჩაცმა? wink

  • Gika თქვა:
    24 იანვარი 2014 20:07 - ID: 2,
    ციტატა: tekla-tay
    საქართველოს პერსპექტივას რა ვუთხარი თორე მოდელობა მინდა :D

    ჰო კანადაში ან ამერიკაში გინდა შენ გაგზავნა სასწრაფოდ da mec

  • tekla-tay თქვა:
    24 იანვარი 2014 18:53 - ID: 1,
    საქართველოს პერსპექტივას რა ვუთხარი თორე მოდელობა მინდა :D

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top