;
25 იანვარი 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 6912-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნინო იოსელიანი

BUON VIAGGIO-ის სტუმარია მოდის მარკეტოლოგი - ნინო იოსელიანი. რა პოტენციალი აქვთ ქართველ დიზაინერებს და როგორ ყალიბდება გემოვნება, ამის შესახებ ის კრისტი ყიფშიძეს ესაუბრა. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი



ადამიანები როცა შანელისა და დიორის სამოსს ყიდულობენ, ამით ისინი იძენენ სტატუსს საზოგადოებაში.ამ ბრენდების დახმარებით უნდათ გახდნენ საზოგადოების ნაწილნი. ისეთი ადამიანი ,ვინც მოდისა და ხელოვნების სფეროშია აღარ აქცევს ბრენდს ყურადღებას. ჩემთვის მთავარია ინდივიდუალიზმი.“

როდის დაიწყე დამოუკიდებლად შენი სტილის არჩევა ?

დაახლოებით, დაწყებითი კლასის ასაკიდან უკვე მე თვითონ ვწყვიტავდი რა უნდა ჩამეცვა,რა უნდა მეყიდა და რა მომწონდა.მაგ პერიოდში სკოლებში ფორმები გვქონდა,მაგრამ შემდეგ შეიცვალა წესი და ყველას შეგვეძლო რაც გვინდოდა ის ჩაგვეცვა.ჩემი ჩაცმის სტილი ყოველთვის გამოირჩეოდა,ამის გამო სკოლის დირექტორთან ყოველთვის მქონდა პრობლემები. განსხვავებულად მეცვა,თუნდაც დახეული ჯინსები,რომლებიც მაშინ არ იყო აქტუალური და არც იყიდებოდა.ხშირად ჩვეულებრივ ჯინსს მე თვითონ ვსერავდი და ვხევდი.ხშირად მიბარებდა სკოლის დირექტორი,რომ არ შეიძლებოდა მცმოდა დახეული ჯინსები,თუმცა მე ყოველთვის ვამბობდი,თუ ფორმები არ გვაცვია,მაშინ რა უნდა ჩავიცვა-თქო.არ იყო ზუსტად განსაზღვრული წესი.შემდეგ შევიღებე თმები,ამის გამოც მქონდა პრობლემები სკოლაში.

ეს შეზღუდვები მხოლოდ სკოლაში იყო,თუ სახლშიც?

სახლში სრული თავისუფლება მქონდა.არ მზღუდავდნენ,თუმცა მამაჩემს არ მოსწონდა ხოლმე როდესაც მოკლე მაისური მეცვა,რომელიც მაშინ აქტუალური იყო. მირჩევდა,რომ გრძელი მაისური ჩამეცვა,რადგან ეს არ იყო ლამაზი და ესთეტიკური.

ვინ იქონია გავლენა შენი გემოვნების ჩამოყალიბებაზე?

ვფიქრობ,ადამიანს ეს შინაგანად აქვს.არ მიყვარდა იმის ჩაცმა,რაც ყველას ეცვა. მიყვარდა განსხვავებული სამოსი.მოდის სფეროშიც ასეა,არიან დიზაინერები,რომლებიც ტენდენციებს გვკარნახობენ და არიან ბრენდები,რომლებიც შექმნილ ტენდენციებს აკოპირებენ. რეალურად, საზოგადოებაც ასეა დაყოფილი.არიან ინოვატორები, რომლებიც ქმნიან ტენდენციას, შემდეგ ვარსკვლავები და ცნობილი ადამიანები ამას ითვისებენ და მათ მსგავსად, ამ ტენდენციას აკოპირებს საზოგადოებაც.



„ჩემი ჩაცმის სტილი ყოველთვის გამოირჩეოდა,
ამის გამო სკოლის დირექტორთან ყოველთვის მქონდა პრობლემები.“


რომელია შენი საყვარელი ბრენდი?

ამ ბოლო დროს ძალიან მომწონს ამერიკული ბრენდები, რომლებიც იყენებენ ბიოქსოვილებს და არის ხელით გაკეთებული. მაგალითად, „Gipsy“, „Zero 5” ,
“Wildfox”, “ Raquel allegra“, თუმცა ჩემს გარდერობში ყველაფერია.
რაც მიხდება და რაც მომწონს იმას ვყიდულობ. ბრედებს აღარ ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ეს ჩემი პროფესიაა, ნასწავლი მაქვს ამ ბრენდების შესახებ თუ რა არის მის უკან: რეკლამა, მარკეტინგი, იმიჯი. ადამიანები როცა შანელისა და დიორის სამოსს ყიდულობენ, ამით ისინი იძენენ სტატუსს საზოგადოებაში.ამ ბრენდების დახმარებით უნდათ გახდნენ საზოგადოების ნაწილნი. ისეთი ადამიანი ,ვინც მოდისა და ხელოვნების სფეროშია აღარ აქცევს ბრენდს ყურადღებას. ჩემთვის მთავარია ინდივიდუალიზმი.

ქართველი დიზაინერებიდან ვის გამოარჩევდი?

თამუნა ინგოროყვას ძალიან ბევრი სამოსი მაქვს. ასევე,გამოვარჩევდი ავთო ცქვიტინიძეს. ძალიან მომწონს მათი შემოქმედება.თამუნას კაბები როცა მაცვია,სულ დიდი ყურადღების ცენტრში ვხვდები, ყველას აინტერესებს ვისი კაბა მაცვია.




კრისტის პირადი ფოტოები ინსტაგრამიდან, Rooms Hotel ყაზბეგის უიქენდიდან: ნინო იოსელიანთან, თამუნა ინგოროყვასთან, თეონა ელიზბარაშვილთან, დათუნა სულიკაშვილთან და სხვებთან ერთად.. instagram: @kristiglen



შენი შვილების ჩაცმულობაში თუ ერევი?
კი, რა თქმა უნდა. ბიჭები არიან და დედას ემორჩილებიან ჯერჯერობით.

როგორია შენი ყოველდღიური სტილი?
ალბათ, უფრო სპორტული. თუმცა, ხშირად მიწევს საღამოებსა და წვეულებებზე სიარული,
ამიტომ დილიდანვე ვცდილობ ჩავიცვა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

როგორც მოდის ექსპერტი, შენი აზრით,რა სჭირდება საქართველოს მოდის სფეროს?

საქართველოში დიდი პოტენციალია, ჩვენი მდებარეობიდან გამომდინარეც.ამიერკავკასიის ქვეყნებიდან ჩვენთან ყველაზე განვითარებულია მოდა,ძალიან პოპულარულია ქართველი დიზაინერების სამოსი აზერბაიჯანში.ქართველ დიზაინერებს ბევრი შეკვეთა აქვთ მათგან.შეგვიძლია ისე განვითარდეს საქართველოში მოდა, რომ კავკასიაში იყოს ერთ-ერთი პირველი. აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ ჩვენთვის, თბილისი პატარა პარიზიაო. მათ მობეზრებული აქვთ მასობრივი ბრენდები,ქართველი დიზაინერების სამოსი უცხო და თვალშისაცემია ყველასთვის. ეძებენ განსხვავებულსა და ინდივიდუალურს და არა მასობრივ სამოსს.


„არიან დიზაინერები, რომლებიც ტენდენციებს გვკარნახობენ და არიან ბრენდები,რომლებიც შექმნილ ტენდენციებს აკოპირებენ.“

რა ადგილი უჭირავს ჩანთებს შენს ცხოვრებაში?

ძალიან მიყვარს ჩანთები. ძირითადად, „Luisa via roma-ზე “ ვყიდულობ, ძალიან საინტერესო ჩანთები და ხარისხიანი ბრენდები აქვთ. არ მიყვარს ყველას ,რომ „Hermes”უჭირავს, 18 წელია ევროპაში ვცხოვრობ და იქ „Hermes“ ძირითადად 50 წელს გადაცილებული ქალები ატარებენ. მიუღებელია ახალგაზრდა გოგონების „Hermes -ის“ პატენტებით სიარული. ჩანთა უნდა იყოს განსხვავებული, უნდა მომეწონოს რაღაც დეტალი,ფერი,ფორმა.ყოველდღიურ ცხოვრებაში შავი ფერის ჩანთებს ვხმარობ,ასევე მიყვარს გაცრეცილი ტყავისა და ვერცხლის ფერი ტყავის ჩანთები.



რა დევს შენს ჩანთაში ?

აუცილებლად არის საფულე, კოსმეტიკის ჩანთა, “Mac-ის” ტუჩის კონტური და ტუჩსაცხი.ა
მერიკაში რომ წავედი პირველად 13 წლის ვიყავი,იქ ჩემმა იაპონელმა მეგობრებმა მირჩიეს ეს ბრენდი,მას შემდეგ უცვლელად ვხმარობ “Mac-ს“. ასევე,სულ მიდევს ჩემი დღიური,სადაც ვიწერ ყველაფერს; საღეჭი რეზინა,სუნამო და ბევრი ჩეკი.

რა იგეგმება სამომავლოდ? ყოველთვის გამოირჩევი გრანდიოზული საღამოების მოწყობით

23 თებერვალს არის ჟურნალ “Nargiz-ის“ პრეზენტაცია ქარვასლაში. იქნება ძალიან საინტერესო სანახაობა, აზერბაიჯანელი დიზაინერისა და თამუნა ინგოროყვას ჩვენება. ქარვასლა გადაიქცევა ძალიან საინტერესო, ლამაზ და განსხვავებულ სივრცედ.




Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia



კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO, angel.ge-სთვის, კრისტი, ინტერვიუ, ნინო იოსელიანი

3


  • WelchIrene თქვა:
    26 იანვარი 2014 01:23 - ID: 2,
    ფეშენ საზოგადოებააა bully

  • liii :) თქვა:
    25 იანვარი 2014 16:13 - ID: 1,
    კარგი სიახლეა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top