;
30 იანვარი 2014      ANGEL     8 კომენტარი     ნანახია 5177-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი აჩიკო მეფარიძე

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძემ აჩიკო მეფარიძეს უმასპინძლა. აჩიკო მეფარიძის აზრი მოსკოვისა და თბილისის მოდაზე და მომღერლის სამომავლო გეგმები. ამ ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი



„გამორჩეულად იმიტომ კი არ იცვამ,რომ გინდა მიიპყრო ვინმეს ყურადღება,არამედ იმიტომ რომ გინდა ჩაიცვა ის,რაც შენ მოგწონს.“


მიმაჩნია,რომ ხარ ძალიან ექსტრავაგანტული და კონცეპტუალური,გაქვს შენი განსხვავებული სტილი , ბავშვობიდან იყავი ასეთი თუ შემდეგ ჩამოყალიბდა შენი გემოვნება ?

ხშირად მიფიქრია ამაზე. ხშირად მიწევს დიზაინერებისა და მოდელების წრეში ყოფნა,სადაც იქმნება ტანსაცმელი.ძალიან მომწონს ეს სფერო.ვფიქრობ,რომ ეს თანდაყოლილია.გამორჩეულად იმიტომ კი არ იცვამ,რომ გინდა მიიპყრო ვინმეს ყურადღება,არამედ იმიტომ რომ გინდა ჩაიცვა ის,რაც შენ მოგწონს და რაც შენ მოგწონს. ხშირ შემთხვევაში მასას ასე არასდროს აცვია.საზოგადოების მოდა სხვა არის,არ ვაყენებ შეურაცხყოფას არც საზოგადოებას და არც მათ მოდას,უბრალოდ ეს ასეა.მოდის სამყაროშიც ასეა,მოდურად ჩაცმული ქალიც და მამაკაციც თვალშისაცემია,რადგან ასეთი ადამიანები ცოტანი არიან.ყოველთვის მქონდა ეს პრობლემა .სკოლაშიც,ინსტიტუტში და მერეც ყურადღების ცენტრში ვექცეოდი ნებსით თუ უნებლიედ.

საკონცერტო კოსტუმების შექმნაზე მხოლოდ შენ ზრუნავ თუ დიზაინერებთან თანამშრომლობ?

რა თქმა უნდა, კონცერტებისთვის ვთანამშრომლობ. ჩემი მოღვაწეობის დასაწყისიდან ყველა კოსტუმის ავტორი ავთო ცქვიტინიძეა.ყველა კოსტუმი სპეციალურად ჩემი გამოსვლებისთვის იყო გაკეთებული.ვფიქრობ, ის სამოსი ,რაც ყოველდღიურად გაცვია,არ შეიძლება გეცვას სცენაზე. სცენა განსაკუთრებულ სამოსს ითხოვს.კარგი იქნებოდა ჩვენთანაც იყოს ასე.შოუ ბიზნესი ახლა ნაკლებად განვითარებულია,იმის მერე რაც იყო,რაც ჩვენ გავაკეთეთ 1999 წლიდან,შემოვიღეთ სასცენო კოსტუმები,სცენის პლასტიკა,მაშინ ყველაფერი გაცილებით საინტერესო იყო.ყოფილი მთავრობის პერიოდში ჩავარდა შოუ ბიზნესისა და მოდის სფეროც. სამწუხაროდ, დღეს ისეთი აქტიური აღარ არის, როგორც ადრე.ძალიან ცოტა მომღერალია ისეთი,რომელიც აკეთებს სპეციალურად თავის კონცერტს.






მოსკოვისა და თბილისის მოდა ძალიან განსხვავდება, იქაც იმავეს იცვამ თუ განსხვავებულია შენი სტილი?

იქ უფრო თავისუფლად შემიძლია ჩაცმა, ვიდრე საქართველოში.
იქ უფრო თანამედროვედ იცვამენ, საქართველო კი ჩამორჩება ამ კუთხით მოსკოვს. ქალაქიც დიდია და ასევე ,დიდია პროცენტი იმ ადამიანებისა, ვინც იცვამენ თანამედროვედ. თვალში არ ხვდები ყველას. თავისუფლად შეგიძლია ის ატარო,რაც მოგწონს. ბევრი ტანსაცმელი მაქვს,ისეთი რასაც აქ ვერ ჩავიცვამ. ვგულისხმობ, როგორც ყოველდღიურს, ასევე სასცენო კოსტუმს.


ავთოს გარდა,კიდევ ვის გამოარჩევდი დიზაინერებიდან?ნანახი მაქვს შენი გარდერობი,მრავალფეროვანი და ლამაზი

მოსკოვშიც და აქაც ბევრ დიზაინერს ვიცნობ,ძალიან მომწონს ბევრი. მიყვარს,თამუნა ინგოროყვას შემოქმედება,რადგან ძალიან კარგი შეგრძნება აქვს ქალის.ძალიან საინტერესოა ქალი მის სამოსში.ასევე,გიორგი შაღაშვილი, ახლახან გავიცანი და ძალიან მომეწონა. დათო გევორკოვი,რომელიც ძალიან საინტერესო და კონცეპტუალურია.ერთ-ერთი კლიპის ყველა კოსტუმი, სამოცი ადამიანის, მისი გაკეთებული იყო.ძალიან კარგი,შთამბეჭდავი და ეფექტური გამოვიდა.ძალიან ცოტა კლიპია,სადაც მოდურად აცვიათ,სიმღერა და ვიზუალური ერთმანეთს უხდება.ეს კლიპი ერთ კონცეფციაშია,ამიტომ გამოვიდა ძალიან საინტერესო.

შენ თვითონ თუ იგონებ ხოლმე ესკიზს ?

ხშირ შემთხვევაში მაინც დიზაინერს ვეკითხები,
ვაჩვენებ და ვეუბნები, რომ რაღაც კონკრეტული მოდელი მინდა გავაკეთოთ.მაინტერესებს ხოლმე, რას იზამენ და რას შემომთავაზებენ,ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის.



„მოსკოვში უფრო თავისუფლად შემიძლია ჩაცმა, ვიდრე საქართველოში.“

რომელია შენი საყვარელი აქსესუარები?ვიცი,რომ გაქვს ძალიან ბევრი სათვალე.

მაქვს ძალიან ბევრი სათვალე,ჩანთებიც მიყვარს.მიჭირს ჩანთის გამოცვლა.
ვთქვათ,დადგა ზაფხული და მინდა,რომ თეთრი ჩანთა ვატარო,ამ ჩანთას,რომელიც ახლა მაქვს რომ შეველიო გამიჭირდება ,რადგან შეჩვეული ვარ.ვიცი,რომელ ჯიბეში რა მიდევს.

ნივთები,რომლებიც შენს ჩანთაში მუდამ არის:

ჩანთაში აბსოლუტურად ყველაფერი მიდევს. ამ ჩანთით შემიძლია ნებისმიერ ადგილას წავიდე მოკლე ხნით
, თუ ტანსაცმელს არ ჩავთვლით. სათვალეები, საფულე, მაკრატელი, დანა, სხვადასხვა ფერის ფლომასტერები, რომლებიც ავტოგრაფებისთვის მჭირდება: ოქროსფერი, ვერცხლისფერი, შავი, წითელი, მწვანე; მარკერები, ფლეშკები:სიმღერებითა და კლიპებით. ასევე, პირველადი დახმარებისთვის წამლები. ყველამ იცის, რომ წამლებს ყველგან ვატარებ.




„ვფიქრობ, ის სამოსი ,რაც ყოველდღიურად გაცვია,არ შეიძლება გეცვას სცენაზე.
სცენა განსაკუთრებულ სამოსს ითხოვს.“




საკუთარი მიკროფონი თუ გაქვს ? კონცერტებზე თუ მიგაქვს შენი მიკროფონი
სადაც მიდიხარ, მიკროფონი ყველგან არის. ზოგს აქვს ჩვევა, რომ საკუთარი მიკროფონით დადის ყველგან, რადგან თვლის, რომ ხმა უკეთ ჟღერს. მე ასე არ ვარ, ჩემთვის სულერთია.როცა კონცერტია ,ხმის რეჟისორი ყოველთვის აყენებს მიკროფონს შენი ხმისთვის.

რა ტიპის ჩანთები გიყვარს ?აუცილებლად უნდა იყოს დიდი?
დიდი უნდა იყოს. პასპორტისთვის, კრედიტ და ფასდაკლების ბარათებისთვის სპეციალური ჩანთა მაქვს, რადგან ძალიან ბევრია.ყველაფერი მიდევს ჩანთაში, რომ სახლში მიბრუნება არ დამჭირდეს. მოსკოვი დიდია, ასე სწრაფად სახლში ვერ მიხვალ, ამიტომ დიდ ჩანთაში ყველაფერი უნდა მედოს.




შენს გარდერობში ყველაზე მეტად რომელი ფერი დომინირებს?
ძირითადად შავი, ასევე თეთრი ფერიც. მაქვს ასევე ფერადი სამოსიც: ნაცრისფერი,ბეჟი,ყავისფერი,მუქი ლურჯი,ელექტრიკი ლურჯი,ჭრელი ჟილეტები,რომლებსაც ვუხამებ სამოსს.საერთოდ,ტანსაცმელი ძალიან მიყვარს.ვიცი ამოჩემება სამოსის,რომელიც კომფორტული და თბილია,მითუმეტეს მოსკოვში.

აქსესუარი, რომელიც სულ გიკეთია
ძალიან მიყვარს აქსესუარები, ძირითადად საეკლესიო ნივთები მიკეთია.

მერე ვამატებ ჯაჭვებს და ტყავის სამკაულებს.

როგორია შენი სამომავლო გეგმები ?
ვაპირებ ბიზნესისკენ წასვლას, ბევრი ფული მინდა.
ვიყიდიდი იახტას,ძვირადღირებულ მანქანას.
ვაპირებ ახალი კლიპის გადაღებას ახალი იმიჯით.განსხვავებული იქნება ძველისგან.



Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia



კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO, angel.ge-სთვის, კრისტი, ინტერვიუ, აჩიკო მეფარიძე

8


  • DiamondsAndHeels14 თქვა:
    31 იანვარი 2014 19:28 - ID: 7,
    ხოდა წავიდეს იმ მოსკოვში, ვინ აჩერებს, რა საშინელი ლუქია:X:X :/

  • Monchele ^^ თქვა:
    31 იანვარი 2014 16:04 - ID: 6,
    მშვიდობით :D :D :DDDDDDDDD

  • Melakoo თქვა:
    31 იანვარი 2014 13:55 - ID: 5,
    სხვადასხვა ფერის ფლომასტერები, რომლებიც ავტოგრაფებისთვის მჭირდება belay

  • elga თქვა:
    31 იანვარი 2014 12:42 - ID: 4,
    რა ვიდზეაა

  • Dudu თქვა:
    31 იანვარი 2014 00:05 - ID: 3,
    ხო,ხო რას "გულაობდნენ" 90_იან წლებში wink

  • patella თქვა:
    30 იანვარი 2014 22:43 - ID: 2,
    :D:D:D შემეშინდა lol

  • Anaastasiaa თქვა:
    30 იანვარი 2014 22:39 - ID: 1,
    მზის ჩუმი მუსიკააააა ოოოოოოოოოოო რაკაია wink

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top