;
5 თებერვალი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 6245-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ქეთი ორჯონიკიძე

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძის სტუმარია მომღერალი და პოეტი ქეთი ორჯონიკიძე. რა პროფესიისაა ის, არის თუ არა ჩანთა მისი ყოველდღიური აქსესუარი და რა არის მისი იმიჯის ცვლილების მიზეზი.
ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი



„როცა შემოქმედებითი კრიზისი მაქვს ანუ არ ვწერ არაფერს: არც ლექსს, არც მუსიკას, მაშინ ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ რაღაც უნდა შევცვალო. ის ერთფეროვნება, რომელიც შინაგანია, ამის შეცვლას ვერ ვახერხებ. მუზა ან არის ან არა, გამოძახებით არ მოდის, მაგრამ თმის ფერის შეცვლა შეიძლება“

რა ასაკში დაიწყე დამოუკიდებლად შენი სტილის არჩევა?

პერიოდულად მე თვითონ ვირჩევდი სამოსს, მაგრამ დამოუკიდებლად 10 წლის ასაკიდან დავიწყე ჩაცმა. ვფიქრობ, იმ დროისთვის უკეთესადაც მეცვა ვიდრე შეიძლებოდა. არ ვგულისხმობ ხარისხს,ყოველთვის გემოვნებიანად მეცვა. მაშინ კმაყოფილი ვიყავი ჩემი ჩაცმულობით. საბედნიეროდ ის დრო წავიდა და მოვიდა ახალი. შეიძლება 10 წლის შემდეგ ჩემი დღევანდელი ჩაცმულობითაც არ ვიყო კმაყოფილი.ეს ჩვეულებრივი ცვალებადობაა გემოვნებისა და ხასიათის.

როგორია შენი სტილი?

როგორ ხასიათიც მაქვს კონკრეტულ დღეს, ისეთივეა ჩემი სტილიც. შესაბამისად, გარდერობში ყველაფერი იყრის თავს
: მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებიც, კეტებიც, გამოსასვლელი კაბებიც, რომლებიც იშვიათად მაცვია, რადგან იშვიათად ვარ ასეთ ხასიათზე.ყველაფერია,რომ დილას გაღვიძებულს რაც მომინდება ის ჩავიცვა. ის, თუ არ არის, რაც მინდა, ამ შემთხვევაში ცუდ ხასიათზე ვდგები და შეიძლება საერთოდაც არ გავიდე სახლიდან მომდევნო დღეების განმავლობაში.

გიყვარს შოპინგი?

კი, ძალიან მიყვარს. არასოდეს ვიცი კონკრეტულად რა უნდა ვიყიდო. არჩევაც კი რაღაც უცნაურად ვიცი, რადგან ტანსაცმელს ხელს არ ვკიდებ, არასოდეს. თვალს რომ გადავავლებ უკვე ვიცი რა მინდა და მერე ვნახულობ. მეზარება სიარული და ყველაფრის ხელით შემოწმება. ფერებისა და ტექსტურის მიხედვით ვარჩევ, თუ მომეწონება შემდეგ გადავდივარ შეხების პროცესზე.




„ძალიან მიყვარს ჩუბიკა. თითქოს ჩემი სულის ამოძახილია მისი შემოქმედება.
ალბათ, მე რომ შემეძლოს ამის გაკეთება, იმავეს შევქმნიდი.“


ქართველ დიზაინერებთან თანამშრომლობ?

კი, ხშირად მიწევს თანამშრომლობა. ძალიან მიყვარს ჩუბიკა. თითქოს ჩემი სულის ამოძახილია მისი შემოქმედება.ალბათ,მე რომ შემეძლოს ამის გაკეთება,იმავეს შევქმნიდი.ამჟამად არავისთან არ ვთანამშრომლობ. ბავშვობაში უფრო ხშირად მიწევდა დიზაინერების წრეში ყოფნა, როცა დედა განაგებდა უმეტესად სასცენო კოსტუმების საკითხს.

სასცენო კოსტუმებს როგორ არჩევ კონცერტებისთვის, ცალკე გარდერობი გაქვს გამოყოფილი?

გააჩნია კონცერტს. ხშირად ამბობენ კონცერტები არ არისო, მთავარი რაოდენობა კი არა, კონცერტების ხარისხია. ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველა კონცერტზე გამოვიყურებოდე საკონცერტოდ. რადგან კონცერტი ტარდება რაიონში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომღერალი იქ სპორტულებით ჩავიდეს. პირველ რიგში ეს არის საკუთარი თავის პატივისცემა, შემდეგ ხალხის. შესაბამისად,ყოველთვის უნდა ეცადო,რომ ფორმაში იყო.საერთოდ ვერ ვხედავ განსხვავებას კონცერტი რაიონში ჩატარდება თუ სხვაგან.კონცერტი არის კონცერტი. რა თქმა უნდა, როდესაც ოპერაშია კონცერტი და ღია ცის ქვეშ, ამაში დიდი განსხვავებაა. შესაბამისობა უნდა იყოს სასცენო კოსტუმთან.ცალკე არ მაქვს გამოყოფილი, საძინებელში ცალკე ერთი დიდი ოთახია, სადაც მთელი ჩემი გარდერობი იყრის თავს. იქ ყველაფერი თავის ადგილს იკავებს.



„არასოდეს ვიცი კონკრეტულად რა უნდა ვიყიდო. არჩევაც კი რაღაც უცნაურად ვიცი,
რადგან ტანსაცმელს ხელს არ ვკიდებ, არასოდეს.“




ჩანთებს რა ადგილი უჭირავს შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? მე როგორც ვიცი,სულ უჩანთოდ დადიხარ.

ვცდილობ, რომ ყველაფერი ჯიბეში ჩავატიო. მაკიაჟს იშვიათად ვატარებ,ამიტომ თან არ დამაქვს ხოლმე.როცა სუნამო მჭირდება და სხვა ნივთები მჭირდება მაშინ ვატარებ ჩანთას.იცი, რატომ არ დამაქვს ხშირად? ყოველთვის ყველგან მრჩება და მავიწყდება. მაგალითად, გუშინ პალტო დამრჩა. ამ სიცივეში წარმოგიდგენია ადამიანს პალტო დარჩეს სადმე? თუ კი რამე მოვიძრე, თავისუფლად შეიძლება სადმე დამრჩეს.ერთადერთი, რაც არ მავიწყდება ტელეფონია. თუმცა, მაინც ჩანთა ძალიან საჭირო ნივთია.

როგორი ტიპის ჩანთები მოგწონს?კლატჩები თუ დიდი ზომის ჩანთები?

ჩემთვის ცოტა მოუხერხებელია კლატჩის ტარება. პატარაა, რაღაცნაირად უნდა გეჭიროს, რადგან მხარზე ვერ გადაიკიდებ. მთავარია ტანსაცმელს უხდებოდეს. კონკრეტულ მომენტში რამე თუ მომწონს, ის მაშინვე ხდება ორგანული. ცხოვრებაშიც რაღაცას რომ ვაკეთებ,თუ იმ მომენტში მე ეს მჭირდება და ამას ვგრძნობ,ისეთი შეგრძნება გვექნება მეც და თქვენც, რომ მე მთელი ცხოვრებაა ამას ვაკეთებ.

ძალიან ხშირად იცვლი თმის ფერს,რა არის ხოლმე ამის მიზეზი?

მეგონა, რომ ამდენი შეღებვისგან თმა აქამდე აღარ მექნებოდა.აღმოჩნდა,რომ ჩემს თმას გამძლეობითი თვისებები აქვს,რაც ძალიან სასიამოვნო და მისაღებია.რაც შეეხება თმის ფერის ცვლას,არ მიყვარს ერთფეროვნება. სარკეში როცა ვიხედები, განსაკუთრებით მაშინ როცა შემოქმედებითი კრიზისი მაქვს ანუ არ ვწერ არაფერს: არც ლექსს, არც მუსიკას, მაშინ ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ რაღაც უნდა შევცვალო. ის ერთფეროვნება, რომელიც შინაგანია, ამის შეცვლას ვერ ვახერხებ. მუზა ან არის ან არა, გამოძახებით არ მოდის, მაგრამ თმის ფერის შეცვლა შეიძლება. ცვლილებით რაღაც სიახლე შემოდის. ამიტომ უნდა შევცვალო, რომ არ მომბეზრდეს ჩემი თავი. ახალი სტიმული და ენერგია მომცეს,რომ გავაგრძელო ცხოვრება.




„ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველა კონცერტზე გამოვიყურებოდე საკონცერტოდ. რადგან კონცერტი ტარდება რაიონში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომღერალი იქ სპორტულებით ჩავიდეს.“


რომელი აქსესუარი ჭარბობს შენს გარდერობში?
ქუდები ძალიან მიყვარს და ასევე, ფეხსაცმელები,ყველაზე დიდი რაოდენობით მაქვს.

მომღერლობის გარდა, მოგვიყევი შენს სხვა პროფესიებზე

ოფიციალურად ვარ პიანისტი და პოეტი. ასევე, სკულპტორიც, თუმცა ეს ჩემთვის გართობაა. პოეზია ჩემთვის გართობა არ არის. მაქვს არტ თერაპიის დიპლომი, დამწყები ფსიქოლოგი ვარ.პროფესიულად მუშაობისთვის მეტი ცოდნა სჭირდება ფსიქოლობას,ამიტომ ის,რაც ვისწავლე, ვცდილობ, რომ ჩემთვის გამოვიყენო. დიდი სიამოვნებით გავიღრმავებდი ცოდნას ამ სფეროში და ვიმუშავებდი. მარტივად დავიწყე ადამიანებისა და ტყუილების გარჩევა. მინდოდა და დღემდეც მინდა არქეოლოგობა. თუ დღეს მქვია წარმატებული მომღერალი, ფორტეპიანოშიც ასეთივე წარმატებული ვიყავი. უბრალოდ პიანისტები არ არიან ასეთი აქტუალურები.ერთ დღეს გავიღვიძე და მივხვდი,რომ აღარ მინდოდა პიანისტობა, დავანებე თავი და დავიწყე სიმღერა. მეათე კლაში ვიყავი,როცა მივხვდი,რომ აღარ მინდოდა ამის კეთება,თუმცა შეიძლებოდა უკეთესადაც ვაკეთებდი იმ საქმეს ,ვიდრე იმას რასაც დღეს ვაკეთებ.რაღაც ინტერესი მქონდა.სულ მიჭირს კონცენტრირება,რადგან ბევრ რაღაცას ვედები.ბევრი რაღაცის გაკეთება და მოსწრება მინდა,ამის გამო ხანდახან წესიერად ვერაფერს ვერ ვასწრებ.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ახლა ბევრ რამეს ვასწრებ საშუალო დონეზე. გამოვა ჩემი ლექსების კრებული. სიმღერასთან დაკავშირებითაც ყველაფერი კარგად არის. მე და ჩემს მეგობარს თათა მეტივიშვილს გამოფენაც გვქონდა.



Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia



კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO, angel.ge-სთვის, კრისტი, ინტერვიუ, ქეთი ორჯონიკიძე

1


  • flightless_bird თქვა:
    8 თებერვალი 2014 10:48 - ID: 1,
    ვგიჟდები ქეთიზე,ძალიან მაგარი გოგოა love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top