;
9 თებერვალი 2014      ANGEL     2 კომენტარი     ნანახია 5058-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი დათუნა სულიკაშვილი

კრისტი ყიფშიძემ BUON VIAGGIO-ში დათუნა სულიკაშვილს უმასპინძლა. დიზაინერმა მის მიერ შექმნილი პირველი სამოსისა და საყვარელი ჩვენების შესახებ ისაუბრა.ვინ არის მისი ყველაზე ხშირი სტუმარი და როგორი გეგმები აქვს მას გაზაფხულისთვის. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი



„მგონია,რომ ძალიან კარგად დაიწყო მოძრაობა ქართულმა მოდის ბიზნესმა.
დაიძრა ნელ-ნელა.ძალიან ნელი ნაბიჯებით, მაგრამ რაც, მთავარია განვითარებისკენ მიდის.“



როდის დაიწყე დამოუკიდებლად სამოსის არჩევა? ეწინააღმდეგებოდი დედას?

ბაღის ასაკიდან. სულ მქონდა ამოჩემებული ტანსაცმელი, რომელიც ძალიან მომწონდა.
ბებიასთან უფრო ხშირად ვჩხუბობდი, ვიდრე დედასთან. სულ იმას ვიცვამდი, რაც მინდოდა.

რამდენი წლის იყავი შენი პირველი მოდელი რომ შექმენი?
4 წლის ვიყავი, როცა პირდაპირ საქორწილო კაბა შევკერე. მახსოვს, ჩემს ნათესავს ჩავაცვი პირველად.
ვმალავდი ამ კაბას, რადგან ფარდისგან მქონდა შეკერილი.

მე რომ გაგიცანი, უკვე სამხატვრო აკადემიაში სწავლობდი. ეგ პერიოდი მინდა გაიხსენო, როგორი სტუდენტობა გქონდა?

სკოლის მერე ჩავაბარე მ.თოიძის სახელობის სამხატვრო პროფესიულ სასწავლო ცენტრში, აკადემიისთვის მოსამზადებლად. პარალელურად, ვემზადებოდი ხატვაში. მერე ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. აკადემიის პერიოდი ყველაზე კარგად მახსენდება. აკადემიასთან ჩემი საყვარელი კაფე იყო, სადაც ნახევარი სტუდენტობის წლები მაქვს გატარებული. იქ ვხდებოდი მეგობრებს, რომლებიც დღესაც ამ სფეროში მოღვაწეობენ. ერთმანეთს ვუზიარებდით აზრებს. სალონური კაფე იყო. ვსწავლობდი, როცა მუშაობა დავიწყე სტაჟიორად ერთ-ერთ ატელიეში. მუშაობა რომ დავიწყე მალე მომინდა გამეკეთებინა პირველი კოლექცია და ჩვენება.



„ადრე, როცა მეც არ ვიყავი დაბადებული, მაშინ იყო აბრეშუმის, კოლგოტებისა და წინდების ფაბრიკები.ეს ყველაფერი ჩვენ რომ გვქონდეს -დიზაინერებს,უფრო მეტ რაღაცებს გავაკეთებდით,უფრო მეტი ინვესტორიც გვეყოლებოდა,გაიზრდებოდა საქართველოს მიმართ ინტერესი.“


მახსოვს, პირველად თეთრი კაბა ჩამაცვი ჩვენებისთვის, შემდეგ კლიპშიც მეცვა და ბოლოს მაჩუქე კიდეც. ვერ დავთლი რამდენი კაბა მაქვს შენი შექმნილი და არასდროს ყოფილა რაიმე რომ არ მომწონებოდა. ძალიან გავს ჩემს ხასიათს. ახლა ვისაუბროთ დღევანდელ მდგომარეობაზე, რა ხდება საქართველოს მოდის სფეროსა და ბიზნესში?

მგონია, რომ ძალიან კარგად დაიწყო მოძრაობა ქართულმა მოდის ბიზნესმა. დაიძრა ნელ-ნელა.ძალიან ნელი ნაბიჯებით,მაგრამ რაც,მთავარია განვითარებისკენ მიდის. ეს ეკონომიკური კრიზისის ბრალიც არის. სამწუხაროდ, არ გვაქვს ეკონომიკა ისე განვითარებული, რომ ეს სფერო წინ წავიდეს. Fashion Week-ების არ გაკეთებამ, კიდევ უფრო დასწია უკან ეს სფერო, მაგრამ მალე აღდგება ისევ. გვპირდებიან, რომ მაისში იქნება. ვფიქრობ, რომ სისტემატიურად უნდა ტარდებოდეს მოდის კვირეულები და ამაში სახელმწიფომაც უნდა შეგვიწყოს ხელი. საქართველოში ძალიან ბევრი ფაბრიკაა, რომლებიც ჩაძინებული და უფუნქციოა. ადრე, როცა მეც არ ვიყავი დაბადებული მაშინ იყო აბრეშუმის, კოლგოტებისა და წინდების ფაბრიკები. ეს ყველაფერი ჩვენ რომ გვქონდეს - დიზაინერებს, უფრო მეტ რაღაცებს გავაკეთებდით, უფრო მეტი ინვესტორიც გვეყოლებოდა, გაიზრდებოდა საქართველოს მიმართ ინტერესი. მაგალითად, როგორც სტამბულში, სავაჭრო ქვეყანაა და სახელმწიფოსაც დიდი შემოსავალი აქვს ამ სფეროდან.

Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
ხშირად გაქვს საზღვარგარეთ Showroom-ები და გამოფენები,კარგად იყიდება შენი კოლექციები?

ძალიან კარგად იყიდება და ძალიან რთულია შეკვეთების შესრულება, ფაბრიკების უქონლობის გამო. ბევრი დიზაინერი ვერ მიდის იქ, რადგან შეკვეთილ რაოდენობებს ვერ ასრულებს. მასალასაც ვეღარ შოულობენ. ამ მხრივ, კრიზისული სიტუაციაა. ვისაც არ შეუძლია წავიდეს პარიზსა და მილანში, ჩამოიტანოს ქსოვილი, როგორიც მას უნდა, ვერ მიიღოს ინსპირაცია სხვადასხვა მოგზაურობიდან ძნელია ამ ტიპის დიზაინერისთვის მუშაობა. ის ვერ ვითარდება საქართველოში და შემოქმედებითად მას ეს კლავს.

რომელია შენთვის ყველაზე საყვარელი ჩვენება? შენი კოლექციის ხარისხთან ერთად, ყოველთვის გამორჩეული ხარ შენი ჩვენებებით. ასეთ სანახაობას თბილისში ბევრი ვერ აწყობს. ყველას უნდა შენს ჩვენებაზე მოხვედრა. იციან, რომ ძალიან ლამაზი შოუ დახვდებათ.

ჩემი საყვარელი ჩვენება იყო დიდუბის პავილიონში „თეთრი სახლი“. ასევე, აეროპორტში მატარებლით რომ მივედით. თუმცა მაინც გამორჩეული იყო „თეთრი სახლის“ ჩვენების დასასრულს რომ გამოვედი სცენაზე, დღემდე დაუვიწყარია მაყურებლის ის ემოცია.

ყველაზე ხშირი სტუმარი ვინ არის შოუ ბიზნესის სფეროდან?

ძალიან ბევრთან ვთანამშრომლობ. ყველაზე ხშირად რეჟისორი - ბასა ფოცხიშვილი, მსახიობებიდან - ია ფარულავა, მომღერლებიდან: ქრისტინე იმედაძე, სოფო ნიჟარაძე და კიდევ ძალიან ბევრი. კაცებიდან სტეფანე ყველაზე ხშირი სტუმარია.



„ვისაც არ შეუძლია წავიდეს პარიზსა და მილანში ,ჩამოიტანოს ქსოვილი,როგორიც მას უნდა, ვერ მიიღოს ინსპირაცია სხვადასხვა მოგზაურობიდან, ძნელია ამ ტიპის დიზაინერისთვის მუშაობა.ის ვერ ვითარდება საქართველოში და შემოქმედებითად მას ეს კლავს .“



გიყვარს ჩანთები? რა ტიპის ჩანთებს ანიჭებ უპირატესობას?

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მჭირდება ჩანთა. ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და იქაც, განსაკუთრებით მჭირდება. ჩემთვის, მთავარია, ჩანთა იყოს კომფორტული, ლამაზი და ხარისხიანი, არ უნდა იყოს მძიმე. ძირითადად, შავი ფერის ჩანთებს ვატარებ, თუმცა მაქვს ყავისფერიც და სხვა ფერის ჩანთებიც.

არ გიფიქრია საკუთარი ჩანთების ხაზის გამოშვებაზე?

ჯერჯერობით არ მიფიქრია. ძალიან რთულია მიაღწიო ხარისხიან შედეგს. შემიძლია გამოვუშვა, შევუკვეთო ნებისმიერ ფაბრიკას, მაგრამ ის ხარისხი, როგორიც უნდა იყოს სინამდვილეში ჩანთა, რომ ვთქვა, რომ ეს ჩემი ჩანთაა, ისეთი ვერ იქნება. ამ ეტაპზე, ამიტომაც არ ვფიქრობ ამ საკითხზე.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

დავიწყე შემდეგი ჩვენებისთვის მომზადება. მინდოდა, რომ ცოტა ადრე დამეწყო, რომ ერთხელ გავაკეთო ისეთი, როგორიც მე მინდა რომ იყოს: სრულყოფილი და დასრულებული. მაისითვის ვაპირებ ამის დასრულებას. ასევე, მინდა ახალი ეტიკეტი გავუკეთო ჩემს კოლექციას. ჩემი სახელი და გვარი აღარ ეწერება. ბევრი სიახლე იქნება მაისის ჩვენებაზე.




Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia



კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO, angel.ge-სთვის, კრისტი, ინტერვიუ, დათუნა სულიკაშვილი, Fashion Week

2


  • elga თქვა:
    10 თებერვალი 2014 18:34 - ID: 2,
    მომწონს დათუნა

  • xmiadalika თქვა:
    10 თებერვალი 2014 12:57 - ID: 1,
    love კრისტიი როგორ მიყვარსს

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top