;
13 თებერვალი 2014      ANGEL     17 კომენტარი     ნანახია 14504-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ეკო ფანგანი

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძის სტუმარია - ეკო ფანგანი რა პროფესიისაა სინამდვილეში და სად უმუშავია თავისი პროფესიით,ტელეწამყვანის საყვარელი დიზაინერი და მისთვის დამახასიათებელი სტილი.ამ თემებზე ის კრისტის ესაუბრა. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:



BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი



„სულ ვცდილობ, რომ გადაცემებშიც და სხვაგანაც ქართველი დიზაინერების სამოსი ჩავიცვა და წარმოვაჩინო მათი შემოქმედება.“

ეკო, განსხვავებული სტილი გაქვს, გამორჩეული ხარ შენი კაბებით.არ გაცვია სტანდარტული კაბები, ყოველთვის აქვს შენი შტრიხები. როცა ყიდულობ კაბებს, გიყვარს მათი გადაკეთება, რომ შენებური სტილი შექმნა?

არა, მაგრამ ჩვეულებრივი კაბები არ მომწონს. შეიძლება ძალიან მომეწონოს კაბა, მაგრამ არა ჩემთვის და ვიფიქრო, რომ სხვას ძალიან მოუხდება. ჩემი კაბები ყოველთვის ფერადი და ბრჭყვიალაა.

მე ვფიქრობ, ეს არის შენი სტილი.რამდენი წლის იყავი, როცა დამოუკიდებლად დაიწყე ჩაცმა და დედას უთხარი: „მე ამას არ ჩავიცვამ!“

არ მახსოვს ასეთი რამ. ალბათ, იმიტომ რომ არ მაცმევდნენ ისე, რომ არ მომწონებოდა. პრანჭვა გვიან დავიწყე თინეიჯერობის ასაკში. ჩემი მეგობრები უკვე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით დადიოდნენ, მე ვუყურებდი და გიჟი მეგონა ყველა, ვინც ასე იცვამდა.ისინი კი იმას, მეუბნებოდნენ: როდის უნდა გადამეგდო დიდი შარვლები, ქურთუკები, დიდი მაისურები. 16 წლიდან დავიწყე გაპრანჭვა, სკოლას რომ ვამთავრებდი ნელ-ნელა დავიწყე მაკიაჟის გაკეთება. ამ ასაკამდე ძალიან ბავშვური ვიყავი და ახლაც ასეთი ვარ.





„მე სულ წარმოვიდგენ, სად როგორი კაბა მჭირდება. ზუსტად ვიცი, როგორი სილუეტის კაბა უნდა მოვძებნო და მერე ადვილად ვპოულობ იმას, რაც მინდა.“



გადაცემაში „დღის შოუ“ რომელი დიზაინერის სამოსი გაცვია თუ დამოუკიდებლად იცვამ?ჰყავს გადაცემას ერთი დიზაინერი?

უმეტესად ჩემი შერჩეული მაცვია, თუმცა ხშირად მაცვია ქართველი დიზაინერების სამოსიც. გადაცემას ჰყავს სპონსორი „Naf Naf”, საიდანაც შემიძლია ავირჩიო სამოსი. რადგან ჩემი რუბრიკა - მოდა და თავის მოვლაა, ვცდილობ, რომ გამორჩეული კაბა ჩავიცვა და არა ყოველდღიური. თუ დიზაინერი გვაყვს სტუმრად, ხშირად მისი სამოსი მაცვია. მიყვარს სიარული და კაბების არჩევა, ვყიდულობ გადასარევ კაბებს, ძალიან კარგ ფასად.

ქართველი დიზაინერებიდან ვის გამოარჩევდი,ვისთან თანამშრომლობ?

დიანა ქვარიანი ძალიან მომწონს. გვიან გავიცანი, სულ ახლახან ჩამოვიდა თბილისში. ძალიან კარგი ხარისხის სამოსს ქმნის.ძალიან ბევრი დიზაინერის სამოსი მაქვს: დათუნა სულიკაშვილის, ირაკლი რუსაძის. სულ ვცდილობ, რომ გადაცემებშიც და სხვაგანაც ქართველი დიზაინერების სამოსი ჩავიცვა და წარმოვაჩინო მათი შემოქმედება.



„როცა ადამიანმა თავისი სტილი ზუსტად იცის და მორგებული აქვს,
მერე უკვე აღარ გაუჭირდება მოძებნოს ის, რაც მას სჭირდება.“


თბილისში თუ არის არჩევანი შენთვის?თუ საზღვარგარეთ ყიდულობ სამოსს?

კი არის. არასდროს არ ვიტყვი, რომ არ მაკმაყოფილებს თბილისის არჩევანი. მე სულ წარმოვიდგენ, სად როგორი კაბა მჭირდება. ზუსტად ვიცი, როგორი სილუეტის კაბა უნდა მოვძებნო და მერე ადვილად ვპოულობ იმას, რაც მინდა. შეიძლება ეს არ იყოს ძვირადღირებული ბრენდი, მაგრამ კონკრეტული საღამოსთვის თუ გადაცემისთვის მშვენივრად მოირგო საშუალო ფასიანი სამოსიც. ყველას არ აქვს საშუალება ძვირადღირებული ბრენდის სამოსი შეიძინოს. ამ დროს დომინირებს ადამიანის გემოვნება და სტილი. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანი გრძნობდეს თავის სტილს. შეიძლება რაღაც ძალიან მომწონდეს და ჩემი სტილი არ იყოს.როცა ადამიანმა თავისი სტილი ზუსტად იცის და მორგებული აქვს, მერე უკვე აღარ გაუჭირდება მოძებნოს ის, რაც მას სჭირდება.




ჩანთას, ჩემი რესპონდენტები ეძახიან „მეორე სახლს“. ვიცი, რომ შენი „მეორე სახლია“ მანქანა.
შენთვის რა ადგილი უჭირავს ჩანთას?


სახლი მაქვს მანქანაში და მანქანა მაქვს ჩანთაში. დღესაც პატარა ჩანთა მიჭირავს, მაგრამ შიგნით ყველაფერი მაქვს მოთავსებული: კოსმეტიკის ჩანთა, სადაც ყველაფერი მიდევს: პუდრი,რუჟი და საცხები. ასევე, პატარა და ტევადი საფულე, სადაც ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. სხვადასხვა განყოფილებაში მიდევს: ფანქრები, სარკე, ტელეფონის დამტენი, სუნამო, ყელის წამალი.
მანქანაში მეორე გარდერობი მაქვს. ყველაფერია: ფეხსაცმელები, ტანსაცმელი. დილის 10 საათზე უნდა ვიყო „იმედში“, მოვემზადო ჩართვისთვის და შემდეგ გადაცემისთვის. ვდგები 8 საათზე. ახლა, ძალიან ცივა ამ დროს, ამიტომ მივდივარ სპორტულებით და მანქანის დახმარებით მიმაქვს საჭირო ნივთები. ძნელია დილიდანვე გაპრანჭული იყო, ამიტომ მანქანა მეხმარება, რომ ვატარო ყველაფერი. ამიტომაც ვთქვი, მანქანაში მაქვს სახლი და ჩანთაში მანქანა. ხალხის გარჩევის კატეგორიები მაქვს, შემიძლია ჩემს ნებისმიერ ამხანაგს მივახვედრო ამ დახასიათებით ჩემი აზრი - “როგორი გოგოა იცი? - უჩანთო.“

ჩემთვის მაგარი გოგო ასოცირდება, როგორც ლამაზი, საქმიანი, ჩანთით ხელში. ჩანთა ქალს უხდება. სადმე რომ მიდის ქალი და ჩანთა არ აქვს ჩემთვის წარმოუდგენელია. უჩანთოდ ხშირად ისეთი ადამიანები დადიან, ვისაც მანქანა ჰყავს. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მეც მყავს მანქანა, მაგრამ იქ ყველა ზომის ჩანთა მიდევს. ჩანთა აუცილებელი ნივთია, როგორც ტელეფონი, გასაღები.

კიდევ რომელია შენი საყვარელი აქსესური?

ჩანთა უსაყვარლესი აქსესუარია. ასევე, სათვალე, საათი, ბეჭედი, საყურე, ხელთათმანები.
ყველანაირი აქსესუარი მიყვარს. ქუდები მაქვს ძალიან ბევრი, მაგრამ ხშირად ვერ ვიყენებ. უფრო საზაფხულოს ვატარებ ხშირად.




მოგვიყევი შენს სამომავლო გეგმებზე, გადაცემის გარდა რა პროექტებს გეგმავ?

გადაცემის გარდა, ასევე, ვარ ხელოვნების ხელშეწყობის ფონდ „ავტოგრაფის“ წევრი. ჩვენი პირველი პროექტი იყო გია ყანჩელის კონცერტი, ახალი ინტერპრეტაციით ჯაზში. 25 თებერვალს ვგეგმავთ წიგნის პრეზენტაციას. ორი მიმდინარე პროექტია, რაზეც ვმუშაობ. ახალ წლებამდე აქტიურად ვმუშაობდი. კორპორატიულები, საღამოები, ახალი წლის ღამის რამდენიმე კონცერტიც წავიყვანე.

შენ ხარ “Show Woman” შოუ ბიზნესში, თუმცა არავინ არ იცის, რომ იურისტი ხარ და შენი პროფესიით უამრავ ადგილას გიმუშავია.

კი, ძალიან ბევრ ადგილას მიმუშავია. საკონსტიტუციო სასამართლოში, მოსამართლის აპარატში, სადაზღვევო კომპანიის განყოფილების უფროსი ვიყავი. მერე დავიწყე ცეკვა-თამაში. სიმღერაც ჩავწერე „Moloko-სებური“. ვიყავი ანსამბლის პროდუსერი და პერიოდულად კიდევ ვაკეთებთ პროექტებს.







Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia



კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO, angel.ge-სთვის, კრისტი, ინტერვიუ, ეკო ფანგანი

17


  • nini.mcqueen თქვა:
    15 თებერვალი 2014 15:38 - ID: 17,
    ციტატა: Anaastasiaa
    როგორ ძალით აქაჩვინებენ wink გთხოვთ ნუ ჩამთვლით ბოღმის ბოჩკად, ლაივში უნდა ნახოთ


    გეთანხმები სრულიად:X ეს გოგო არის ძალით შეტენილი ყველგან))

  • keetaa თქვა:
    15 თებერვალი 2014 13:17 - ID: 16,
    რა 23 წლის ???? 40 წლის ქალს გავს

  • mariamininutsa თქვა:
    15 თებერვალი 2014 01:02 - ID: 15,
    ვგიჟდები ამ გოგოზე love

    ციტატა: tannk
    ვინმემ თუ იცით ამის ასაკი ზუსტად დაწერეთ რა

    მგონი 23 წლისაა,(შეიძლება მეშლება).

  • mashooo თქვა:
    14 თებერვალი 2014 19:38 - ID: 14,
    რაღაც მეეჭვება, რომ ამან მხოლოდ ცხვირი გაიკეთა fellow

  • The Glamour თქვა:
    14 თებერვალი 2014 14:52 - ID: 13,
    ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგოა! მომწონს ეკო

  • Melakoo თქვა:
    14 თებერვალი 2014 10:49 - ID: 12,
    ამ ფოტოებში კარგია, ისე არ მომწონს საერთოდ.

  • keetaa თქვა:
    14 თებერვალი 2014 01:45 - ID: 11,
    რა სხვანაირია ვერ აღვიქვამ

  • beonce თქვა:
    13 თებერვალი 2014 22:55 - ID: 10,
    მე ძველი ცხვირით უფრო მომწონდა,მაგრამ არც ასეა უშნო.გემოვნებიანია. feel

  • nini:)(: თქვა:
    13 თებერვალი 2014 22:53 - ID: 9,
    მე ადრე უფრო მომწონდა ეხლა რაღაცნარი ზედმეტად ხელოვნურის შთაბეჭდილებას ტოვებს, თანაც ამდენი სოლარიუმის სხივებისგან ... თუმცა ძალიან კარგი მუხტის მატარებელი რომაა ფაქტია...

  • Anaastasiaa თქვა:
    13 თებერვალი 2014 21:58 - ID: 8,
    როგორ ძალით აქაჩვინებენ wink გთხოვთ ნუ ჩამთვლით ბოღმის ბოჩკად, ლაივში უნდა ნახოთ

  • Lolipop.. თქვა:
    13 თებერვალი 2014 21:41 - ID: 7,
    აიი უზომოდ შეცვილია, არ მეგონა ცხვირის ოპერაცია ასე თუ შეცვლიდა ადამიანს, თითქოს უფრო გალამაზდა, მაგრამ არც ისე იყო ცუდი

  • Bellania თქვა:
    13 თებერვალი 2014 21:38 - ID: 6,
    .

  • gvantsa777 თქვა:
    13 თებერვალი 2014 21:35 - ID: 5,
    ახალი ცხვიირი ძალიან უხდებაა belay ძველი ეკო ცივის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ახალმა ცხვირმა კი სულ გაათბოო! laughing

  • Imaginary თქვა:
    13 თებერვალი 2014 21:21 - ID: 4,
    აქამდე არ მომწონდა, მაგრამ ეხლა მომწონს ახალი ცხვირით

  • Ggvantsa თქვა:
    13 თებერვალი 2014 21:14 - ID: 3,
    ძალიან კარგი ეფექტური სტილო აქვს Dა საყვარელი გოგოა, დადებითI მუხტის მატარებელი, ამ ცხვირმა Xო საერთოდ დახატა winked

  • tannk თქვა:
    13 თებერვალი 2014 21:06 - ID: 2,
    ვინმემ თუ იცით ამის ასაკი ზუსტად დაწერეთ რა

  • xmiadalika თქვა:
    13 თებერვალი 2014 20:41 - ID: 1,
    მიყვარს ეკა love კარგი გოგოა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top