;
24 თებერვალი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 4445-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნოდიკო ტატიშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძემ ნოდიკო ტატიშვილს უმასპინძლა.როგორ ჩამოყალიბდა მომღერლის გემოვნება და რა სამომავლო გეგმები აქვს. მომღერლის სტილსა და შემოქმედებით საქმიანობზე ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი



„ზოგადად, მიყვარს სისადავე. კაცი, როცა ხარ მამაკაცურად უნდა გამოიყურებოდე,
ამიტომ ექსპერიმენტებს არ ვატარებ. დამატებით არ მიყვარს რაღაცების ხმარება.“


ძალიან მომწონს შენი სტილი,როგორც ყოველდღიური, ასევე, სასცენო. არ არის ზედმეტად გადაჭარბებული, კლასიკურიც არის და თანამედროვეც. როგორ განვითარდა შენი გემოვნება? ბავშვობიდანვე ასეთი სტილი გქონდა?

ყველა ადამიანი ვითარდება. ბავშვობაში არ ვაქცევდი ჩაცმას დიდ ყურადღებას, დედა ყოველთვის კარგად მაცმევდა. ინტენსიურად ზრუნავდა ჩემს ჩაცმულობაზე. დავყავდი მაღაზიებში, სულ ცდილობდნენ დედაც და მამაც, რომ კარგად მცმოდა. სურათებს, რომ ვუყურებ, მომწონს. ისე მეცვა, როგორც პატარა ბიჭს უნდა ცმოდა. რომ წამოვიზარდე და სცენაზე მომიწია დადგომა, მერე უკვე მე თვითონ დავიწყე ამ ყველაფერზე ზრუნვა.

რომელ დიზაინერთან თანამშრომლობ? ერევა ვინმე შენს ჩაცმულობაში თუ დამოუკიდებლად ირჩევ სამოსს?

ძალიან მიყვარს ავთო ცქვიტინიძე. ჩემი სოლო კონცერტისთვის, კლიპისა და სხვადასხვა კონცერტისთვის ყოველთვის მასთან ვთანამშრომლობ. ავთომ ზუსტად იცის, როგორი შარვალი და პიჯაკი მომწონს. მერე უკვე ერთად ვარჩევთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ავთოს ვენდობი. ძირითადად ყველაზე ხშირად ავთოსთან მაქვს ურთიერთობა, ჯეოსტარშიც მისი სამოსი გვეცვა. ძალიან კომფორტულია მისი სამოსი. ასევე, ერთ-ერთ საახალწლო შოუზე მეცვა თეონა თავართქილაძის სამოსი, დათუნა სულიკაშვილის პიჯაკი. ეკა ბალანჩივაძის როლინგი და პიჯაკი მაქვს, რომლებიც ძალიან მიყვარს.

რომელი ფერები ჭარბობს შენს გარდერობში?

ზოგადად, მიყვარს სისადავე. კაცი,როცა ხარ მამაკაცურად უნდა გამოიყურებოდე, ამიტომ ექსპერიმენტებს არ ვატარებ. დამატებით არ მიყვარს რაღაცების ხმარება.რაც შეეხება ფერებს,უფრო მეტად მიყვარს მუქი ფერები: შავი, მუქი ლურჯი, მუქი ყავისფერი. ჩემი სისუსტეა: ფეხსაცმელები და პიჯაკები. ფეხსაცმელი არის ის, რაშიც არ მენანება არანაირი თანხის გადახდა.



„არ ვკიდებ ისეთ საქმეს ხელს, რომელიც ვიცი, რომ კარგად არ გამომივა.“

რაც შეეხება ჩანთებს, როგორი ტიპის ჩანთები მოგწონს?

მიყვარს დიდი ჩანთები.
ადრე ვხმარობდი პატარა ჩანთებსაც, თუმცა, ახლა დისკომფორტს მიქმნის. ჩემთვის დიდი ჩანთაა კომფორტული. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხნით მივდივარ გასტროლებზე, მაინც მიმაქვს დიდი ჩემოდანი და ყველაფერი მიმაქვს. ხშირად მეუბნება დედა, რად გინდა ამხელა ჩემოდანიო, თუმცა, მე მაინც ყველაფერს ვატარებ. არ ვიცი რა დროს რა დამჭირდება.

მოგვიყევი შენს სამომავლო გეგმებზე.გავიგე,რომ კლიპის გადაღებას აპირებ

დავიწყე მუშაობა მეორე ალბომზე. ძალიან საინტერესი იქნება, იმ თვალსაზრისით, რომ ალბომის კოლოფში იქნება ორი განყოფილება, ორი დისკი იდება. ერთ დისკზე იქნება ხუთი სიმღერა, რომლებიც უკვე ჩაწერილია, ერთ-ერთი ევროვიზიის სიმღერაც არის. ასევე,სიმღერა,რომელიც საშობაოდ გამოვიდა, ბავშვებთან ერთად ვიმღერე. მეორე დისკზე იქნება ხუთი სიმღერა, სრულიად განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე გამიკეთებია.ვაკეთებ აკუსტიკურ პროექტს, სადაც იქნება მხოლოდ აკუსტიკური ჟღერადობის ინსტრუმენტები და ჩემი ვოკალი. მყავს არაჩვეულებრივი მუსიკალური პროდუსერი მანუჩარ მანჯავიძე, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს. ნელ-ნელა დაიწყება ტელევიზიებში ამ სიმღერების პრემიერები. დაახლოებით,შემდგომაზე ვაპირებ, რომ საჩვენებელი, საპრეზენტაციო სოლო კონცერტი გავაკეთო. არ მინდა იყოს დიდი სივრცე, კომპაქტური და პატარა დარბაზი იქნება. მყუდრო და სალონური ტიპის კონცერტი, პარალელი რომ გავავლოთ, სტინგისა და კრის ბოტის მსგავსი ესთეტიკის კონცერტი მინდა გამოვიდეს. მგონია, რომ კარგი გამოვა. ზოგადად, არ ვკიდებ ისეთ საქმეს ხელს, რომელიც ვიცი, რომ კარგად არ გამომივა.
ევროვიზია ახსენე, იქ ვისი კოსტუმები გეცვათ?

იქაც ავთანდილ ცქვიტინიძის გვეცვა, მეც და სოფო გელოვანსაც. სხვათაშორის, დაგვასახელეს, როგორც ყველაზე ელეგანტური მონაწილეები. ჩემი პიჯაკი იყო სტანდარტული და კლასიკური, სოფოს კაბაზე ყველა გადაირია.



„დეკემბერში ვიყავით პარიზსა და ბერლინში. ძალიან მაგარ დარბაზებში გვქონდა კონცერტები,
იქაც მოდიოდნენ ჩვენი ევროვიზიის გულშემატკივრები,გვთხოვდნენ ავტოგრაფებს. ყველაზე მაგარია, როცა მათ ახსოვხარ.“


ახლა, თუ აპირებ ევროვიზიაზე წასვლას?

ალბათ წავალთ, იმისთვის, რომ მარიკო ებრალიძესა და „შინს“ ვუგულშემატკივროთ. წინა წელს მე და სოფო გავხდით პრესის რჩეულნი. ხუთი ათას პრესის წარმომადგენელს შორის ჩატარდა გამოკითხვა, ღია კენჭისყრა და ჩვენ ავიღეთ პირველი ადგილი. პირველი პრიზია, რომელიც საქართველომ წამოიღო ევროვიზიიდან. იმიტომ არის ეს პრიზი მნიშვნელოვანი, რომ ვინც პირველ ადგილს იღებდა, ის მონაწილე ყოველთვის იყო სამეულში. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვხვდით სამეულში, თუმცა იქ ძალიან უყვართ ჩვენი სიმღერა. ყველას ვახსოვართ. დეკემბერში ვიყავით პარიზსა და ბერლინში, ძალიან მაგარ დარბაზებში გვქონდა კონცერტები, იქაც მოდიოდნენ ჩვენი ევროვიზიის გულშემატკივრები, გვთხოვდნენ ავტოგრაფებს. ყველაზე მაგარია, როცა მათ ახსოვხარ .წლევანდელი ევროვიზიის გამარჯვებული რეიტინგში წინა წლის გამარჯვებულზე უკან არის, მნიშვნელოვანია ხალხს შეუყვარდე და ახსოვდე. ევროვიზია ყველაზე მაგარი კონკურსია. მანამდე შვიდი კონკურსი მოვიარე და ყველგან ვიყავი ლაურეატი.

აპირებ სხვა კონკურსზე მონაწილეობის მიღებას?

ერთადერთი სადაც წავალ, ეს იქნება ისევ ევროვიზია. მე და სოფოს გვინდა, რომ ცალ-ცალკე მივიღოთ მონაწილეობა.დიდი სურვილი გვაქვს. სულ ვამბობ და ახლაც, ვიტყვი,იმედია ყველა სწორად გაიგებს, აქ ვართ მომღერლები, არის კონცერტები, ხალხისგან ვგრძნობთ სიყვარულს, თუმცა ჩვენთან არ არის განვითარებული პროდუსერის ინსიტუტი. ჩვენთან არ არის შოუ ბიზნესის კომფორტი. ის ,რაც მე და სოფომ ვნახეთ ევროვიზიაზე, ისეთი შთამბეჭდავი იყო, რომ არასდროს დამავიწყდება. იქ ვიგრძენი, რომ ვარ სრულფასოვანი მომღერალი. სტატუსით - ვარსკვლავი. იქ ისე გექცევიან, ცოტა ამბიცია გიჩნდება. აღარ ფიქრობ არაფერზე, თუ რა უნდა ჩაიცვა. აღარ ნერვიულობ. გეტყვიან, რომ ცამეტ წუთში საგრიმიოროდან უნდა გაგიყვანონ და ჩვიდმეტ წუთში სცენაზე უნდა იდგე, ყველაფერი გათვლილია. იცი, რომ ცხრა საათზე იწყება კონცერტი, ყველაფერი დალაგებულია და ბედნიერი ხარ, რომ სხვა რაღაცებზე აღარ გიწევს ფიქრი, იცვამ კოსტუმს და ემზადები სცენაზე გასასვლელად. პირველი სოლო კონცერტი რომ გავაკეთე, მაშინ ყველაფერი მე ვიყავი: დირექტორიც, პროდუსერიც, დიზაინერიც და მომღერალიც. კონცერტი,რომელიც ფილარმონიაში გავაკეთე ალექსანდრე ბასილაიას იუბილის აღსანიშნავად, დაუვიწყარი იყო. სავსე დარბაზი იყო, უბრალოდ იმაზე, ვნერვიულობდი, რომ ყველაფერი მე მებარა. თბილისში კარგს, რომ ხედავენ იტყვიან, რომ კარგი იყო, მაგრამ ცუდზე იტყვიან, რომ საშინელება იყოო. არ მინდოდა, რომ ვინმეს ასეთი რამ ეთქვა. მადლობა ღმერთს, რომ არავის არ გამოუხატავს ცუდი შეფასება.


„მე მიყვარს ჯანსაღი კრიტიკა. როცა პროფესიონალი მუსიკოსი ხარ,
კრიტიკა უნდა აიტანო. ვერავინ ვერ შემედრება ჩემი თავის კრიტიკაში.“


ვფიქრობ, რომ ბოროტი ენები აუცილებელია, ის ბოროტი რომ ამდენს ლაპარაკობს, ეს იმის ამსახველია, რომ უბრალოდ შური ალაპარაკებს. თქვას ცუდი, რომ თვალი არ გეცეს. პირველი კრიტიკოსი შენ ხარ ხომ შენი თავის?

მე მიყვარს ჯანსაღი კრიტიკა. როცა პროფესიონალი მუსიკოსი ხარ, კრიტიკა უნდა აიტანო. ვერავინ ვერ შემედრება ჩემი თავის კრიტიკაში. შენც ასეთი ხარ. მახსოვს, კლიპს რომ ვიღებდით ყველა კადრი ნახე და ძალიან კრიტიკული იყავი. კურიოზებიც მახსოვს კიკალას სტუდიაში, ყველა რომ გეძებდა და ამ დროს, სამზარეულოში ჭურჭელს, რომ რეცხავდი. ამის გამო გადაღება ერთი საათით გვიან დავასრულეთ. ყველა გადარეული იყო. ძალიან მაგრად იმუშავე. კლიპი ძალიან კარგი გამოვიდა.






Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia






თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO, angel.ge-სთვის, კრისტი, ინტერვიუ, ნოდიკო ტატიშვილი

1


  • Klikunia თქვა:
    27 თებერვალი 2014 19:26 - ID: 1,
    არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ადამიანი ჩემში ყოველთვის დადებით ემოციებს აღძრავს ^_^

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top