;
3 მარტი 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 10710-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნინო ნადირაძე-კუზანოვა

BUON VIAGGIO-ში კრისტი ყიფშიძემ ნინო ნადირაძე-კუზანოვას უმასპინძლა, როგორია კარდიოლოგის ყოველდღიური სტილი, როგორ უთავსებს თეთრ ხალათს მოდურ სამოსს და რა არის მისი ყოველდღიური აქსესუარი.
ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი



„შეიძლება სამსახურში ერთი დღე პიჯაკითა და ჰალსტუხით წავიდე
კაცის სტილით, ხოლო მეორე დღეს პეპელასავით.“


რომელ ასაკში იპოვე შენი სტილი, როდის დაიწყო მშობლებთან წინააღმდეგობა ჩაცმასთან დაკავშირებით?

3 წლიდან ორი დღე ერთი და იგივე კაბით ბაღში არ დავდიოდი. რაღაც ნაკლი ხომ უნდა მქონდეს და მგონი ეს არის ჩემი ნაკლი, დღემდე ვერ გავიგე რა არის ჩემი სტილი. ხშირად მეცვლება ხასიათი. მარტის თვის ქალი ვარ და სულ სხვადასხვა მხრიდან მიქრის ქარი. ჩემი ხასიათის ცვლილება ადამიანებთან ურთიერთობაში არ მეტყობა. ამას მხოლოდ ჩემი მეუღლე გუგა გრძნობს და ჩაცმაზეც მეტყობა.

რომელ სტილში გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?

ხასიათს გააჩნია. ხანდახან ჯინსსა და კეტებში, ხან კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში. შეიძლება ერთი დღე ერთი სამოსის ჩაცმა მსიამოვნებდეს, ხოლო მეორე დღეს საერთოდ ვერ მოვიხდინო.

როგორია შენი გარდერობის ფერების გამა,ყველაზე მეტად რომელი ფერი ჭარბობს?

ფერი, რომელიც აბსოლუტურად არ მიხდება არის ვარდისფერი. სტაფილოსფერი სამოსიც არ მიხდება, თუმცა მაქვს ამ ფერის ჩანთა. ჩემი საყვარელი ფერებია: კრემისფერი, თეთრი, ოქროსფერი. ძირითადად რძის ფერები მიხდება, ამიტომაც მიყვარს ამ ფერების სამოსი.



„დღემდე ვერ გავიგე რა არის ჩემი სტილი. ხშირად მეცვლება ხასიათი. მარტის თვის ქალი ვარ და სულ სხვადასხვა მხრიდან მიქრის ქარი. ჩემი ხასიათის ცვლილება ადამიანებთან ურთიერთობაში არ მეტყობა.“

რა ადგილი უჭირავს ჩანთებს შენს გარდერობში?

ძალიან დიდი. გარდერობში აღარ მეტევა. იმედი მაქვს, ახალ სახლში რომ გავიკეთებ ცალკე ოთახს, იქ უფრო გადავანაწილებ.

როგორი ტიპის ჩანთები მოგწონს, კლატჩები თუ დიდი ზომის. რომელი მოდელია შენთვის მოსახერხებელი?

კლატჩები არ მიყვარს, იმიტომ რომ შიგნით არაფერი არ ეტევა, მაგრამ საჭიროებისამებრ მაქვს და ვატარებ. მხოლოდ ერთი ნივთი ეტევა, ან მხოლოდ ტელეფონი უნდა ჩადო ან სიგარეტი ან სხვა რამე პატარა ნივთი.


„ყოველთვის მიდევს ფონენდოსკოპი. სადაც მივდივარ, ვიღაცას რაღაც ჭირს, ამიტომ სულ დამაქვს. იყო დრო როცა წნევის აპარატიც დამქონდა, მაგრამ ახლა აღარ..“



ყოველდღიურად რა დევს შენს ჩანთაში?

ჩემს ჩანთაში არასდროს დევს კოსმეტიკა, გარდა ტუჩის მბზინავი საცხისა.
ხანდახან შეიძლება სავარცხელი მედოს, თუ სადმე ვარ წასასვლელი სამსახურის მერე. ასევე, გასაღები, ტელეფონი, სიგარეტი, უამრავი ნაგავი, რადგან ქუჩაში არაფერს არ ვყრი. დღის განმავლობაში ყველაფერი ჩემს ჩანთაში იყრის თავს, დღის ბოლოს ვცლი. სანამ გამოზაფხულდება მიდევს ხელთათმანები. ყოველთვის მიდევს ფონენდოსკოპი. სადაც მივდივარ, ვიღაცას რაღაც ჭირს, ამიტომ სულ დამაქვს. იყო დრო როცა წნევის აპარატიც დამქონდა, მაგრამ ახლა აღარ.

სამსახურში როგორ გაცვია, თეთრ ხალათთან შეხამებით?

როგორც ყველგან, ისე მაცვია სამსახურშიც. რა თქმა უნდა, ზემოდან თეთრი ხალათი მაცვია. თუ სახლში შერბენას ვერ ვასწრებ და საღამოს სადმე ვარ წასასვლელი, ვცდილობ, რომ გასაპრანჭი ჩავიცვა ხალათის შიგნით, თუმცა აქსესუარებს მანქანაში ვტოვებ და მერე ვიკეთებ. ყოველდღიურად არ დავკვირვებულვარ, როგორც გავიღვიძებ, ისე ვიცვამ. შეიძლება სამსახურში ერთი დღე პიჯაკითა და ჰალსტუხით წავიდე, კაცის სტილით, ხოლო მეორე დღეს პეპელასავით.

როგორი ტიპის ფეხსაცმელს უხამებ თეთრ ხალათს?

გააჩნია როგორი დატვირთვა მაქვს. თუ ვიცი, რომ დღეს ძალიან ბევრი უნდა ვირბინო დაბალქუსლიან ფეხსაცმელს ვიცვამ. თუ არა და, შემიძლია მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ვიკაკუნო სამსახურშიც.

შენი თეთრი ხალათი განსაკუთრებულია თუ სტანდარტული ფორმის?

ვცდილობ, რომ ტომრის ფორმის არ იყოს. მიყვარს წელში გამოყვანილი ფორმა.
არ მიყვარს გადაკეცილი საყელოები.



„მიყვარს ნივთების „ჩაძინება“. დღემდე მაქვს 16 წლის წინ ნაყიდი პიჯაკი.
ხშირად არ მაცვია ერთი და იგივე სამოსი“


ქართველი დიზაინერებიდან ვისთან თანამშრომლობ?

ქართველ დიზაინერებთან თანამშრომლობის გამოცდილება ცოტა მაქვს. მხოლოდ ორი დიზაინერის კაბა მაქვს, ერთი ლაშა მდინარაძის წითელი კაბა და მეორე ავთო ცქვიტინიძის. ორივე კაბა ძალიან მომეწონა.

გიყვარს ძველი კაბების შენახვა და ხელმეორედ ჩაცმა?

რომელიც ცოტა ნაკლებად მომწონს, იმას ყოველთვის ვჩუქნი სხვებს. იმიტომ კი არა, რომ ცუდია, უბრალოდ იმიტომ რომ მე ვერ ვიხდენ.
რაც არ უნდა მქონდეს გადახდილი სამოსში, არ მენანება, რომ სხვას ვაჩუქო, თუ მე არ მიხდება, აუცილებლად ვაძლევ სხვას. მიყვარს ნივთების „ჩაძინება“. დღემდე მაქვს 16 წლის წინ ნაყიდი პიჯაკი. ხშირად არ მაცვია ერთი და იგივე სამოსი. ყოველთვის ვცდილობ, რომ ნატურალური ხარისხის სამოსი ვიყიდო. არ ვყიდულობ ულტრამოდურ სამოსს, ორ კვირაში აღარ მომწონს.


„რაც არ უნდა მქონდეს გადახდილი სამოსში, არ მენანება რომ სხვას ვაჩუქო,
თუ მე არ მიხდება, აუცილებლად ვაძლევ სხვას.“



გუგას, შენი მეუღლის ჩაცმულობაში თუ ერევი?

თუ მეკითხება კი და თუ დავინახე, რომ ძალიან „გააფრინა“ ვერევი. ვჩხუბობთ ხოლმე,მაგრამ ბოლოს მაინც მიჯერებს. მეკითხება, მომწონს თუ არა სამოსი. საერთოდ გუგას ცხოვრებაში, ვცდილობ, ნაკლებად ჩავერიო. თავის ტანსაცმელზე დიდ ფულს არ ხარჯავს. მეც არ მინდა, რომ ასე იყოს. რაც მომწონს, ყოველთვის ვუქებ.

შვილების ჩაცმულობაში ერევი?

ბაია საკმაოდ გემოვნებიანი გოგონაა, არ ეშლება არაფერი. აქეთ მისწორებს ხოლმე რაღაცებს.
ისიც ჩემნაირად „ძონძის“ მონაა, მაგრამ ჩემსავით კითხვა არ უყვარს სამწუხაროდ. ახლანდელი თაობა არ ვიცი სად იყურება, რამ ჩაყლაპა, ინტერნეტმა, ჰორმონებმა, თუ სხვა რამემ.

რა სიხშირით გიყვარს იმიჯის შეცვლა?

თმას ხშირად არ ვეხები. ძალიან წვრილი და ხშირი თმის ღერები მაქვს. გუგას არ უყვარს მოკლე თმა, ქორწილში კარე მქონდა და არ მოეწონა. სწორი თმა მაქვს, დახვევით არ იხვევა. სამსახურისთვის ძირითადად თმას ვიწნი. ვარცხნილობის გაკეთება ჩემთვის ძალიან რთულია. გავიკეთებ ერთი დღე ლაკით, თუმცა მეორე დღეს აღარ მიჩერდება. ყოველდღე სალონში ვერ დავჯდები, თუმცა განსაკუთრებული დღეებისთვის ვიკეთებ ხოლმე ვარცხნილობებს. ჩემთვის მოსახერხებელია ასეთი თმა, სწორად შეჭრილი, გინდა ნაწნავს გაიკეთებ და გინდა გაიშლი.




Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia






თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO, angel.ge-სთვის, კრისტი, ინტერვიუ, ნინო კუზანოვა, ნინო ნადირაძე-კუზანოვა

3


  • natu თქვა:
    16 მარტი 2014 14:58 - ID: 3,
    რა საყვარელი ქალია პროსტა <3 რაც არ უნდა ეცვას მაინც ყველას ჯობია, პიროვნება არის სასწაული love

  • NinaKe თქვა:
    9 მარტი 2014 08:46 - ID: 2,
    აქ ცოტა სადად გამოიყურება. საერთოდ ყველაზე უგემოვნო ქალია საქართველოს ისტორიაში.თან ეს ქერა გრძელი თმები ძაან პროვინციელი ქალის იმიჯს აძლევს:)

  • Bao თქვა:
    3 მარტი 2014 15:40 - ID: 1,
    ვგიჟდები ამ ქალზეეე request მაგარიი ქალიაა ქალბატონი ნინო! <3 <3

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top