;
12 მარტი 2014      ANGEL     4 კომენტარი     ნანახია 5142-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ლიზა ვადაჭკორია

BUON VIAGGIO-ში კრისტის სტუმარია ლიზა ვადაჭკორია . „Music Box-ის“ ხელმძღვანელისა და ტელეწამყვანის აზრი მოდაზე,სტილსა და გემოვნებაზე.რა წინააღმდეგობები ჰქონდა მას დედასთან და რას ფიქრობს ლიზა მოდის კვირეულებზე. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი



„ყოველთვის ვატარებ მანქანით იმ აქსესუარებს, რომლებიც შეცვლის ჩემს ლუქს. მაგალითად, პიჯაკს გამოვიცვლი, ყელსახვევს გავიკეთებ, დიდ ჩანთას კლატჩით შევცლი და ისე წავალ პრეზენტაციაზე.“

შენც შენი ინდივიდუალური სტილი გაქვს,კონსერვატული და ხანდახან თამამიც,
როგორ დაიწყო შენი სტილის ჩამოყალიბება?

ალბათ, ყველა მაშინ პოულობს თავის სტილს, როცა აღმოაჩენს იმ კონკრეტულს, რომელშიც კომფორტულად გრძნობს თავს. კარგად მახსოვს,ერთ-ერთი საუბრის დროს ლელა წურწუმიამ თქვა: „გამორიცხულია, რომ მე ჩავიცვა მოკლე კაბაო.“ საპირისპირო სიტუაციაა ჩემს შემთხვევაში. ყოველთვის მიყვარდა მოკლე კაბები და მიხდებოდა. ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს მოკლე კაბაში ვიდრე გრძელში. მგონია, რომ გრძელ კაბაში ვიკარგები. თუ საღამოს კაბებზეა საუბარი, რომელიც აუცილებლად, გრძელი უნდა იყოს, მას სხვა ფუნქცია აქვს. კლასიკური კაბის სამი სიგრძე არსებობს: მინი, მიდი და მაქსი. მე ყველაზე კომფორტულად თავს მოკლე კაბაში ვგრძნობ. მქონდა პერიოდი, როცა მეცვა შავი პიჯაკი და შარვალი. ჰალსტუხების კოლექცია მქონდა და შლაპებიც მეხურა.



„არის ასეთი გამოთქმა სტილის „Icon”,არიან ადამიანები ქალაქში ,რომლებიც გკარნახობენ მოდას თბილისში. ერთ-ერთი არის კრისტი ყიფშიძე.“

როგორი ბავშვი იყავი, ემორჩილებოდი დედას, თუ გქონდათ წინააღმდეგობები ჩაცმასთან დაკავშირებით?

დედასთან სულ კომფლიქტი მქონდა. დედას მუდმივი სტილი არის კლასიკური. კლინიკაში მუდმივად დადიოდა:მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, კაბით, ვარცხნილობითა და მანიკიურით. უნდოდა, რომ მეც ასეთ სტილში მცმოდა. არ ვემორჩილებოდი .მაშინ მოდური იყო ჩაჩაჩული შარვლები და დიდი სვიტერები.სულ ვპარავდი ჩემს უფროს ძმას სვიტერებს და ვიცვამდი. დედა, რომ ამას ხედავდა ისტერიკა ჰქონდა: “როგორ შეიძლება პატარა, ნაზმა გოგონამ ჩაიცვას ეს გახელილი ჯინსები და ამხელა სვიტერებიო.“ მუდმივი ჩხუბი იყო, ამიტომ ჩანთაში ვმალავდი, ვიცვამდი ისე, როგორც დედას მოეწონებოდა, სადარბაზოში ზემოდან ვიცვამდი სვიტერს და ისე მივდიოდი სკოლაში, როგორც მე მინდოდა.

სკოლაში ფორმა გეცვა? გიყვარდა ფორმით სიარული ?

მეცვა, მაგრამ არასდროს არ მიყვარდა. სულ ვცდილობდი, რომ სხვანაირად ჩამეცვა. ამბობენ, რომ კარგია, როცა ბავშვს სკოლაში ფორმა აცვიაო, რადგან უფრო მოწესრიგებულიაო. მაშინ ფორმაც კარგი უნდა ყოფილიყო. არ მიმაჩნდა, რომ ის ყავისფერი კაბები ლამაზი იყო. უფორმოდ ბავშვები უფრო თავისუფლები და თამამები არიან, არ არიან შეზღუდულები. ერთი მხრივ, ეს ცუდია, რადგან სკოლაში არ არიან მოწესრიგებულად ჩაცმულნი. მეორე მხრივ, კარგია,რადგან ბავშვები ბევრად უფრო თავისუფლები არიან. არ არიან შებოჭილები, როგორც ჩვენ.



„Buon Viaggio-ში“ კლატჩების დიდი არჩევანია. ძალიან მომინდა რამდენიმეს შეძენა.
კლატჩი ისეთი ჩანთაა, რომელიც უცბად შეცვლის შენს ლუქს.“


რომელია შენი ყველაზე საყვარელი აქსესური? რომელი ჭარბობს შენს გარდერობში?

მაქვს ძალიან ბევრი ქამარი. სულ ვყიდულობ, რადგან შემიძლია ბევრ სამოსზე გავიკეთო. თუ კაბა მაცვია თეთრი ყვითელი ყვავილებით, ყვითელი ქამარი მოუხდება, მიყვარს სამოსზე ქამრის შეხამება. ასევე,ძალიან მიყვარს ქუდები, შლაპები და რა თქმა უნდა, ჩანთები. შლაპები მიყვარს, იმიტომ რომ მიხდება. ბოლო დროს ფრანგულ სტილში ბერეტებს ვიკეთებ. ფრანგს მამსგავსებენ ხოლმე, ბერეტი ხომ ფრანგული სტილია. ასევე, მიყვარს ქალს ყელსახვევი და სათვალე, რომ უკეთია. ხელთათმანებიც მიყვარს.

შენი სტილი არის უფრო ქალური, ე.ი არის დედის გავლენა შენს სტილზე

ახლა, უკვე ისეთ ასაკში ვარ, რომ რა თქმა უნდა არის გავლენა.
მე ყოველთვის ვერ ჩავიცვამ ყოველდღიურ სტილში.

უბრუნდები ჯინსებსა და კეტებს? მე უფრო ხშირად პრეზენტაციებზე გხედავ, მუდამ კლასიკურ სტილში.

პრეზენტაციაზე ჯინსითა დაკეტებით ვერ წახვალ. თუმცა შენ შეგიძლია პრეზენტაციაზეც ასე მოხვიდე. არის ასეთი გამოთქმა სტილის „Icon”, არიან ადამიანები ქალაქში, რომლებიც გკარნახობენ მოდას თბილისში. ერთ-ერთი არის კრისტი ყიფშიძე. გაგიმხელ საიდუმლოს და გეტყვი, რომ შენ როდესაც მოდიხარ საღამოებსა თუ პრეზენტაციებზე, მუდამ ინტერესით გათვალიერებ, არა მხოლოდ მე, იმიტომ რომ ვიცი, შენ აუცილებლად გაცვია მოდური სამოსი. გიყვარს სხვადასხვა სტილის შეხამება. მოდის სამყაროში არიან ადამიანები, რომლებსაც უნდა მიბაძო, თუნდაც იმაში, რა რასთან ჩაიცვა. მახსოვს, ათი წლის წინ, ვიღაც წერდა: „ქალაქში უცხოელები შემხვდნენ და ფეხსაცმელებზე წინდები არ ეცვათო“, მაშინ შოკი იყო, მაგრამ დღეს ჩვეულებრივი ამბავია. მე მოსკოვში ვცხოვრობდი და აქ, რომ ჩამოვედი ხასხასა მწვანე ლაქი მესვა. ყველა მიყურებდა თითებზე. მაშინ ყველას ესვა მოყავისფრო ლაქი. მწვანე და ყვითელი არ არსებობდა მაშინ საქართველოში.



„ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს მოკლე კაბაში
ვიდრე გრძელში. მგონია,რომ გრძელ კაბაში ვიკარგები.“


ვფიქრობ, ჩანთა არის ქალის მეგობარი.მე ,მაგალითად, ვერ ვშორდები „Buon Viaggio-ს“ ჩანთას .შენთვის რა მნიშვნელობის არის ჩანთა,გაქვს რომელიმე საყვარელი მოდელი?

წლების წინ, ძალიან მიყვარდა ზურგჩანთები. მაშინ ახალი შემოსული იყო,მოსკოვიდან ჩამოვიტანე ტყავის ჩანთა. მერე გავიარეთ ყველა ეტაპი: დიდი ჩანთების, კლატჩების, მხარზე გადასაკიდი ჩანთების.

ახლა,რომელი ტიპის ჩანთებია ტენდენციური?

ვფიქრობ, რომ ყველა ტიპის. დიდი ჩანთაც შეგიძლია დაიჭირო, კლატჩიც, რომელსაც უკვე ბრტყელი და კონვერტისებური ფორმა აქვს. ძალიან მომწონს, საქმიანი ქალის სტილში კარგად ჯდება. “Buon Viaggio-ში“ კლატჩების დიდი არჩევანია.ძალიან მომინდა რამდენიმეს შეძენა. კლატჩი ისეთი ჩანთაა, რომელიც უცბად შეცვლის შენს ლუქს.

ჩვენი რესპონდენტები ხშირად ამბობენ: „მანქანა მეორე გარდერობიაო“,შენთვისაც აქვს ეს ფუნქცია?

კი, რადგან დილას რომ მივდივარ სამსახურში, საღამოსთვის ვეღარ ვასწრებ სახლში გამოსაცვლელად მისვლას. ამიტომ, ყოველთვის ვატარებ მანქანით იმ აქსესუარებს, რომლებიც შეცვლის ჩემს ლუქს. მაგალითად, პიჯაკს გამოვიცვლი, ყელსახვევს გავიკეთებ, დიდ ჩანთას კლატჩით შევცლი და ისე წავალ პრეზენტაციაზე. ბოლოს ვიყავი ჯიჯი რეჯინის გამოფენაზე, სადაც სამსახურის მერე მხოლოდ შლაპით შეცვალე ჩემი ლუქი.

ქართველი დიზაინერებიდან ვისი კაბა გაცვია ყველაზე ხშირად?

ძალიან ბევრთან ვთანამშრომლობ. ვაფასებ მათ, რადგან საკმაოდ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში, ისინი ახერხებენ გააკეთონ კოლექციები და ჩვენებები. მით უმეტეს, შარშანაც და წელსაც მოდის კვირეულები არ ჩატარდა. რაც ძალიან ცუდია. მე ბაკურ ბაკურაძის პიჯაკიც მაცვია, ბევრთან მქონია შეხება, თუმცა გამოვყოფ დებს, ნინოსა და გვანცა მაჭარაშვილებს “ Mach&Mach”. ახალგაზრდა და კრეატიული, ორიგინალური გოგონები არიან. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი მომავალი აქვთ. იმიტომ არის მოდის კვირეული საჭირო, რომ იქ ძალიან ბევრ ახალ დიზაინერს პოულობ.


მოდის სამყაროში არიან ადამიანები, რომლებსაც უნდა მიბაძო,
თუნდაც იმაში, რა რასთან ჩაიცვა
.”



შენ ყოველთვის აქტიურად აშუქებ მოდის სფეროში განვითარებულ მოვლენებს,შენი აზრით, რა მდგომარეობაა საქართველოს მოდის კვირეულებთან დაკავშირებით,ჩატარდება წელს?

ვფიქრობ, რომ იქნება. ეს არის როგორც ჩემპიონატი და ოლიმპიადა. მოდა, ეს არის ერთ-ერთი ნაწილი ყველაფრის, თუნდაც სამკერვალო ბაზებისა და ტექსტილის. თურქეთმა სამოსითა და ტექსტილით აამუშავა თავისი ქვეყანა. ამის განვითარება სჭირდება ქვეყანას. ეს არ არის ბიზნესის ნაწილი და ეკონომიკის განვითარება? ყველაფერი იწყება მოდიდან. აუცილებლად სჭირდება მხარდაჭერა, როგორც ოლიმპიადების ჩატარებას უნდა ხელშეწყობა, ასევე, სჭირდება მოდის სფეროსაც. მე ყველანაირად მომხრე ვარ,რომ აუცილებლად ჩატარდეს მოდის კვირეულები. ყველა ქვეყანაში ტარდება. მსოფლიო დონის ვარსკვლავებმა არ უნდა ჩაატარონ საქართველოში კონცერტები? ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ჩვენ თუ გვინდა ,რომ ევროკავშირის პოტენციური მონაწილე ქვეყანა ვიყოთ, აქაც ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც იქ. მოდის კვირეულებს უამრავი უცხოელი ესწრება და ინფორმაცია გადის საზღვრებს გარეთ. აქ უამრავი რამ მონაწილეობს: აქსესუარის ბრენდები, თუნდაც მოდელები. არ სჭირდებათ მოდელებს მუშაობა? მერე ყველა ამაყობს წარმატებული მოდელით, რომელიც საზღვრებს გარეთ ხდება ცნობილი.

BUON VIAGGIO-ს გუნდისგან დიდი მადლობა მობრძანებისა და ასეთი საინტერესო საუბრისათვის.


Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia






თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO, angel.ge-სთვის, კრისტი, ინტერვიუ, ლიზა ვადაჭკორია

4


  • MariaElHol თქვა:
    13 მარტი 2014 11:24 - ID: 4,
    სამწუხაროდ am

  • natianatia თქვა:
    12 მარტი 2014 23:14 - ID: 3,
    მიყვარს ლიზა feel

  • baobab თქვა:
    12 მარტი 2014 20:33 - ID: 2,
    ეს ჟურნალისტი არ მევასებააა ძაან

  • LiiZii თქვა:
    12 მარტი 2014 15:12 - ID: 1,
    love კრისტიზე ვგიჟდებიი ... love love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top