;
20 მარტი 2014      ANGEL     7 კომენტარი     ნანახია 14408-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ნინო ცქიტიშვილი


BUON VIAGGIO-ში კრისტის სტუმარია „Look Models-ის“ ხელმძღვანელი და მოდელი ნინო ცქიტიშვილი.
17 წელი სამოდელო ბიზნესში და წარმატება, რომელიც სამოდელო სააგენტო „Look Models-ის“ წყალობით, ქართველმა მოდელებმა მოიპოვეს. როგორია ნინო ცქიტიშვილის სტილი, ვინ არის მისი საყვარელი დიზაინერი და თაკო ნაცვლიშვილის წარმატების შესახებ, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:

BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი




ამ პროექტში პირველი მოდელი ხარ. ჩემი უსაყვარლესი მეგობარი და კოლეგა. ჩვენ, მოდელებს შეგვიძლია ყველაფერი მოვიხდინოთ. შენც, ასევე, ყველაფრის მორგება შეგიძლია. ბავშვობიდან დამოუკიდებლად ირჩევდი სამოსს, თუ დედა ერეოდა? შენც, როგორც დედა, თუ ერევი თაკოს (შვილის) ჩაცმულობაში?

დედაჩემი ხშირად არ ერეოდა, მაგრამ მე თაკოს (შვილის) ჩაცმულობაში ვერევი. ყოველთვის ვაძლევ რჩევებს. ზოგჯერ ითვალისწინებს, ზოგჯერ არა. ყოველთვის ვცდილობ, რომ უხეშად არ ჩავერიო. უმეტეს შემთხვევაში თვითონ წყვიტავს, რა უნდა ჩაიცვას, მაგრამ რაღაც კორექტივები შემაქვს ხოლმე.

თუ იგრძნობა შენი სტილის გავლენა? შენს მსგავსად იცვამს?

კი, მეც ვგრძნობ. ალბათ, დედას უყურებენ შვილები და გავლენა ყოველთვის ჩანს.
მაინც თინეიჯერულად იცვამს, მაგრამ კლასიკური შტრიხებიც შეაქვს.



ნინო / ქალიშვილთან თაკოსთან ერთად / თაკო

შენც ასევე ხარ, გაცვია ჯინსი, მაგრამ ყოველთვის არის შეხამებული კლასიკურ სტილთან. თითქმის ყველა ქართველ დიზაინერთან მეგობრობ, ყველაზე მეტად რომელი ქართველი დიზაინერის კაბა ჭარბობს შენს გარდერობში? ვის ენდობი ყველაზე მეტად?

ძალიან ბევრი კაბა მაქვს, თუმცა ავთო ცქვიტინიძის კაბები ჭარბობს. მაქვს ასევე, თეონა ელიზბარაშვილის, ლაკო ბუკიას კაბები. ჩემს სტილთან ყველაზე ახლოს არის თამუნა ინგოროყვას სამოსი. ძალიან მომწონს. უფრო ხშირად მაინც, ავთო ცქვიტინიძესა და ლაკო ბუკიას მივმართავ.




„ყველაზე ხშირად ვატარებ „Céline-ს“ ჩანთას. არ აქვს სეზონი და დრო.
ვერ ველევი, ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია ჩემთვის.“


უცხოური ბრენდებიდან რომელი არის შენი სტილი?

ჩემი სტილი, ალბათ, არის შანელი. ძალიან მომწონს. გარდერობში ბევრი რაღაც მაქვს ამ ბრენდის. „Alexander McQueen-ზე“ ვგიჟდები, თუმცა, ზოგჯერ იმდენად ძვირია, რომ მიუწვდომელია. ერთი, ორი რაღაც მაქვს მისი კოლექციიდან. ძალიან ბევრი დიზაინერია, რომლებიც მომწონს, ვერ გამოვყოფ. რაც მომწონს, სხვადასხვა დიზაინერიდან იმას ვიღებ და მერე ჩემით ვაყალიბებ სტილს.

ყველაზე კომფორტულად რომელ სამოსში გრძნობ თავს?
რა თქმა უნდა კეტებში და ჯინსებში.




რომელია შენი საყვარელი ფერი?
საყვარელი ფერებია: შავი და თეთრი.
ძალიან მიყვარს ელექტრიკი ლურჯი, მწვანე და აგურისფერი.

რომელია შენთვის ყველაზე საჭირო და საყვარელი აქსესუარი?

ჩემს გარდერობში ყველაზე მეტად ჭარბობს ფეხსაცმელი. უფრო მეტი მაქვს, ვიდრე ტანსაცმელი. რომ გადავწყვიტავ, რომ ფეხსაცმელი არ უნდა ვიყიდო, ვერ ვერევი თავს და ბოლოს, მაინც ფეხსაცმელს ვყიდულობ. ასევე,მიყვარს საათები, სათვალეები და ბეჭდები, მეტი მაქვს ვიდრე საყურეები. ამ შემთხვევაშიც, როცა ვიტყვი, რომ უნდა ვიყიდო საყურე, ვყიდულობ მაინც ბეჭედს. ზოგჯერ ძალიან მეცინება ჩემს თავზე.



„ჩემს გარდერობში ყველაზე მეტად ჭარბობს ფეხსაცმელი. უფრო მეტი მაქვს, ვიდრე ტანსაცმელი.
რომ გადავწყვიტავ, რომ ფეხსაცმელი არ უნდა ვიყიდო, ვერ ვერევი თავს და ბოლოს, მაინც ფეხსაცმელს ვყიდულობ.“


ჩანთებს რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში? როგორი მოდელები მოგწონს ყველაზე მეტად?
რომელია შენი „მეგობარი“ ჩანთა, რომელსაც ყველაზე ხშირად ატარებ?


ჩანთები ძალიან მიყვარს. სხვადასხვა ფერისა და სტილის მაქვს. ყველაზე ხშირად ვატარებ „Céline-ს“ ჩანთას.
არ აქვს სეზონი და დრო. ვერ ველევი,ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია ჩემთვის.

საზღვარგარეთ რომელს ატარებ? ბევრი ჩემოდანი მიგაქვს?

„Céline-ს“ ვატარებ ყველგან. რაც შეეხება ჩემოდნებს, ყოველთვის ერთი დამაქვს, რადგან არ მიყვარს ბევრის ტარება. ვცდილობ, რომ აქედან ცარიელი წავიღო ხოლმე, ვიცი იქიდან დატვირთულს წამოვიღებ.

შენი პატარებისა და მეუღლის ჩაცმულობაში თუ ერევი, თაკოზე უკვე ვისაუბრეთ.

რა თქმა უნდა ვერევი, რადგან ჯერ ისინი ჩემზე არიან დამოკიდებულნი. მე უნდა შევურჩიო ანასაც და გუგასაც, რა უნდა ჩაიცვან. მეუღლეც აუცილებლად თავისი გემოვნებით იცვამს, მაგრამ რჩევებს მეკითხება ხოლმე. მეც ხშირად ვეკითხები, მოსწონს თუ არა რაც მაცვია, მიხდება თუ არა. ერთმანეთის რჩევებს ძალიან ხშირად ვითვალისწინებთ.



„თვე არ გადის, რომ სააგენტოდან ორი მოდელი არ გავუშვა საზღვარგარეთ.
მეხუმრებიან, მოდელი აღარ დატოვეო. სამწუხაროდ, ჩვენს ბაზარზე არაფერი არ ხდება.“


ვისაუბროთ თაკოზე (შვილზე), რომელიც არის „Look Models-ის“ მოდელი და მიიწვიეს ჰონგ კონგში.

რამდენიმე წელია უკვე „Look Models“ არის წარმატებული, როგორც საქართველოში, ისე საზღვრებს გარეთაც. ძალიან მიხარია, რომ მსოფლიოში უკვე ძალიან ბევრი სააგენტო იცნობს „Look Models“ და მოსწონთ ჩვენი ქართველი მოდელები. თაკო მოეწყო ჰონგ კონგში, ერთ-ერთ ძალიან ცნობილ სააგენტო „Elite-ში“. თაკო ძალიან მოსწონთ და უყვართ. წესიერი ბავშვიაო და ვიზუალურადაც მოსწონთ. უკვირთ, საქართველოშიც რომ ამდენი ლამაზი გოგონა არის, რადგან სულ რუსი და უკრაინელი გოგონები ჰყავთ. მერე გავაცანი მათ „Look Models-ის“ საიტი და „Facebook-ის“ გვერდი. რომ ნახეს ძალიან მოეწონათ. რამდენიმე მოდელი „IMG-ში“ არის უკვე და იქ მუშაობენ ორი წელია. უკვე გავაღრმავეთ ურთიერთობები.

არის კიდევ შემოთავაზებები? თაკო რამდენი ხანი უნდა იყოს ჰონგ კონგში?

თაკო 4 თვე იქნება. ჰონგ კონგიდან ტაივანის ცნობილ სამოდელო სააგენტოში გადაფრიდება, სადაც ძალიან მაღალ დონეზეა მოდის სფერო. მერე უკვე ევროპისკენ წავა.
თაკოს სააგენტოს არაჩვეულებრივი გუნდი ჰყავს და მშვიდად ვარ. თვე არ გადის, რომ სააგენტოდან ორი მოდელი არ გავუშვა საზღვარგარეთ. მეხუმრებიან, მოდელი აღარ დატოვეო. სამწუხაროდ, ჩვენს ბაზარზე არაფერი არ ხდება. ჩვენს პერიდოში უფრო მეტი რაღაც ხდებოდა, ვიდრე ახლა.



ნინო Look Models-ის სააგენტოს ოფიში / თაკო ჰონგ კონგში სააგენტოში
Nino Tskitishvili: Elite Hong Kong So sweet and nice people!!!Love you guys!♥

შენ ძალიან მოერგე შენს ამპლუას, ძალიან კარგად გამოგდის.
მარტო მუშაობ, თუ გყავს გუნდი. ჩვენებებზე თუ გამოდიხარ?


კარგად ავაწყვე, ალბათ სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა. აქ მყავს გუნდი, როცა უცხოეთში ვარ ისინი მეხმარებიან, მაგრამ უცხოეთის საქმეებს დამოუკიდებლად ვაგვარებ. ჩვენებებზე როცა მთხოვს დიზაინერი ყოველთვის გამოვდივარ.

BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ! დიდი მადლობა მობრძანებისათვის.



Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia






თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO, angel.ge-სთვის, კრისტი, ინტერვიუ, ნინო ცქიტიშვილი, Look Models

7


  • natianatia თქვა:
    22 მარტი 2014 00:47 - ID: 7,
    რა ქალია და რა გოგო ყავს love

  • ANGEL თქვა:
    21 მარტი 2014 14:18 - ID: 6,
    ციტატა: pipi
    თAვის შვილი ინსტაგრამშI როგო. Vნახო???

    ჩვენს ინსტაგრამზე შედით: @wwwangelge და იქ მოვნიშნე ამ პოსტის ფოტოზე

  • Ollivia თქვა:
    21 მარტი 2014 12:56 - ID: 5,
    რა ლამაზი შვილი ყავს

  • pipi თქვა:
    21 მარტი 2014 00:03 - ID: 4,
    თAვის შვილი ინსტაგრამშI როგო. Vნახო???

  • Nina√ თქვა:
    20 მარტი 2014 22:02 - ID: 3,
    ძალიან ლამაზი ქალია და მისი შვილიც ძან ლამაზია წარმატებებს ვუსურვებ
    გამიხარდა მისი ამ პროექტში დანახვა love

  • mis nina თქვა:
    20 მარტი 2014 20:55 - ID: 2,
    ნინოს შვილი ლამაზია ძალიან love

  • - Dreamer თქვა:
    20 მარტი 2014 19:49 - ID: 1,
    ძალიან მაგარიიი ქალია, არამარტო გარეგნულად არამედ სასიამოვნო პიროვნებაა, მასთან დავდიოდი სამოდელოზე და ძალიან თბილად ვექცეოდა ყველას love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top