25 March 2014      ANGEL     Views 10 598    
Category: Fashion / Georgians / for ANGEL.ge / Stars

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის, სტუმარი ნინა წკრიალაშვილი

BUON VIAGGIO-ში კრისტიმ ნინა წკრიალაშვილს უმასპინძლა. როგორ განვითარდა მომღერლის გემოვნება, მისი საყვარელი დიზაინერი და აქსესუარები,რომელთა გარეშეც მისთვის წარმოუდგენელია ყოველდღიურობა, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilanoGeorgia; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი



„ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მაღალ ქულსიანი ფეხსაცმელი შემძულდებოდა. ძალიან ლამაზია, თუმცა, დიდ დისკომფორტს მიქმნის. მაგის გამო ფეხზე პრობლემაც შემექმნა. 5 წელი სამსახურში აუცილებელად მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით უნდა მივსულიყავი, არც ვიცი, როგორ ვძლებდი.“


რამდენი წელია გიცნობ და სულ ექსტრავაგანტულად გამოიყურები.ხშირად იცვლი იმიჯს,სარისკო რაღაცებს აკეთებ.როგორ ჩამოყალიბდა და განვითარდა შენი სტილი?

დედა მიყვებოდა, როცა წამოვიზარდე, რომ საბავშვო ბაღში წასვლის წინ სახლში ყოველ დღე სკანდალი ხდებოდა. “არ ჩავიცვამ ამას!“ ,“არც ამას!“, დედა გიჟდებოდა ამ სამი წლის ბავშვმა როგორ უნდა მაჯობოსო. რამდენიმეჯერ ასეთი რაღაც მოხდა, დედამ ჩამაცვა კაბა, რომელსაც ვაპროტესტებდი. გზაში მამას შევუთანხმდი და ისევ უკან მივედი გამოსაცვლელად. ერთხელ სამჯერ წამიყვანა მამამ და ისევ მივბრუნდი. მამა ყოველთვის მიგებდა და მიწყობდა ხელს,რაც მინდოდა ის ჩამეცვა. დედაჩემი ჯინაზე მაცმევდა, იმას რაც მე არ მომწონდა. ბავშვობიდან ხან წარბები გავიკეთე, ისე რომ შუაზე გამიწყდა.ჩოლკა შევიჭერი ჩემით. სულ ვიგონებდი რაღაცებს, კაბებს ვაკერებდი ან ვამოკლებდი. ბავშვობიდან მიყვარდა ასეთი რაღაცების კეთება.

ჩემთვის მთავარია ადამიანს თავისი სტილი ჰქონდეს.შენც შენი დამახასიათებელი სტილი გაქვს.

კი, რა თქმა უნდა, ისევე როგორც შენ გაქვს შენი სტილი. რამდენი შემთხვევა ყოფილა, რომ შორიდან მითქვამს: „ეს კრისტი ყიფშიძეა-თქო“. ზოგჯერ გოგონები მირეკავენ ხოლმე: „ფეხსაცმელები ვნახეთ, ნინა აწერიაო“.



„ჩანთა სახლიც არის და მესაიდუმლეც.რომ ჩაიხედავ შიგნით,მიხვდები,როგორი ვარ.მშურს იმ ქალების, ხალხში რომ ჩანთას გახსნიან და ყველაფერი,რომ დალაგებული აქვთ შიგნით.“

როგორც დედაშენი, შენც ასევე ერევი შენი შვილის ჩაცმულობაში?

მე არ ვერევი. ყოველთვის ვითვალისწინებ რა უნდა და როგორი უნდა. პატარა რომ იყო, გადაწყვიტა მხოლოდ და მხოლოდ მუქი ფერის ტანისამოსი ჩაეცვა. ბოლო ორი, სამი წელია მუქი ფერის ტანსაცმლის მიმართ პროტესტი აქვს. ახლა, მეორე უკიდურესობაში გადავარდა. ყვითელი ქურთუკი აცვია,მწვანე კედები და რაც, მუქ ფერებს შეიცავს იმას, საერთოდ არ იცვამს. აბსოლუტურად არ ვერევი. ვფიქრობ,რომ როცა ერთი ზრდასრული ადამიანი, მეორეს ცხოვრებაში თუ გემოვნებაში ერევა და ურღვევს მის შეხედულებებსა და აზრებს არ შეიძლება, დანაშაულია. თუ მიხვდა, რომ აღარ მოსწონს, თვითონ გადაწყვეტს შემდეგ რა უნდა ჩაიცვას.

ყველაზე კომფორტულად რომელ სამოსში გრძნობ თავს?

არ ვიცი, ალბათ,ასაკის ბრალია, ვერ გეტყვი, მაგრამ ამ ბოლო წლებში კოტონის სამოსზე ვგიჟდები, ნატურალზე და კომფორტულზე. ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მაღალ ქულსიანი ფეხსაცმელი შემძულდებოდა. ძალიან ლამაზია, თუმცა, დიდ დისკომფორტს მიქმნის. მაგის გამო ფეხზე პრობლემაც შემექმნა. 5 წელი სამსახურში აუცილებელად მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმლით უნდა მივსულიყავი, არც ვიცი, როგორ ვძლებდი.



„ აბსოლუტურად არ ვერევი (შვილის ჩაცმულობაში) ვფიქრობ, რომ როცა ერთი ზრდასრული ადამიანი, მეორეს ცხოვრებაში თუ გემოვნებაში ერევა და ურღვევს მის შეხედულებებსა და აზრებს არ შეიძლება, დანაშაულია.“

შენი სასცენო კოსტუმებისთვის ქართველ დიზაინერებს მიმართავ? ვინ არის ყველაზე საყვარელი დიზაინერი?

ყველაზე კომფორტულად დათუნა სულიკაშვილთან ვგრძნობ თავს.
ასევე,ავთო ცქვიტინიძის კაბები მაქვს, გიორგი ამირეჯიბის და სხვა დიზაინერების.მყავს არაჩვეულებრივი ქალბატონი, მზია, რომელიც მიკერავს კაბებს, ჩემი შექმნილი ესკიზის მიხედვით. სასცენო კაბების ღირებულება 3 000 ევროდან იწყება, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი შეძენა.

რომელია შენი ყველაზე საყვარელი და საჭირო აქსესუარი?

ვერ ვხმარობ საყურეებს. დიდი საყურეები მომწონს, თუმცა, ვერ ვხმარობ, ასევე მძივებსაც. არის რაღაც, რაც გიხდება და რაც არ გიხდება. მიყვარს ბეჭდები, თუ შემთხვევით დამრჩა, ყოველთვის სიცარიელის შეგრძნება მაქვს. სათვალის გარეშე არ შემიძლია. ცოტა მხედველობის პრობლემაც მაქვს,მზეზე მიცრემლიანდება.სათვალის გარეშე ზამთარშიც ვერ გავდივარ გარეთ.



„მამა ყოველთვის მიგებდა და მიწყობდა ხელს,რაც მინდოდა ის ჩამეცვა. დედაჩემი ჯინაზე მაცმევდა, იმას რაც მე არ მომწონდა.“

ჩანთებს რა ადგილი უჭირავს შენს გარდერობში? თითქმის ყველასთვის საყვარელი აქსესუარია.რა დანიშნულება აქვს შენთვის?ამბობენ,“ჩემი სახლია“, „ჩემი მესაიდუმლეაო.

ჩანთა სახლიც არის და მესაიდუმლეც. რომ ჩაიხედავ შიგნით, მიხვდები, როგორი ვარ. მშურს იმ ქალების, ხალხში რომ ჩანთას გახსნიან და ყველაფერი, რომ დალაგებული აქვთ შიგნით.კოსმეტიკა თავის ადგილას, სუნამოს კუთხე რომ აქვთ. ჩემს ჩანთაში მუდამ არეულობაა. ვალაგებ და უცებ ირევა. საფულეც კი არეული არის ხოლმე.

რა დევს შენს ჩანთაში მუდმივად?

აუცილებლად დევს ტელეფონის დამტენი. თუ ტელეფონი დამიჯდა დავიკარგები, ვერავინ ვერ მიპოვის.
ტელეფონში ყველა საჭიროებაა, რის გარეშეც წარმოუდგენელია. აუცილებლად დევს თვალის კორექტორი. მეზარება ყოველთვის მაკიაჟით სიარული. ამიტომ კორექტორსა და ტუშს ვხმარობ. ყოველთვის დევს სუნამოც. ფულიც, თუ არის ყოველთვის დევს. სულ მიდევს საზღვარგარეთის პასპორტიც. თუ დარჩა სახლში, მგონია, რომ სადღაც ვერ წავალ.



„რაც არ უნდა მოხდეს, ჩემოდანს რომ ხელში ვიჭერ, მგონია, რომ ყველა პრობლემა მოგვარდა.“

ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ უცბად სადღაც გაფრენილხარ?

ძირითადად როცა ჩემი მეგობრები, როცა მიდიან და მირეკავენ, რომ მეც წავიდე, უარს ვეუბნები ხოლმე, რაღაცებს ვიგონებ, მანიკურის გარეშე როგორ წამოვიდე-თქო. რომ გავთიშავ ტელეფონს, სანამ ისინი ჩავლენ, მე უკვე იქ ვარ ხოლმე. რომ წარმოვიდგენ, რომ ამხელა სიამოვნება უნდა მომაკლდეს მანიკურის გამო, აუცილებლად უნდა წავიდე. ყოფილა შემთხვევა, ფულიც არ მქონდა საკმარისი, დავრეკე ტურისტულში და გავიგე, რომ 4-ზე იყო ფრენა დავაჯავშნინე. კარტა, რომ შევამოწმე არ იყო კარგი მდგომარეობა, კრედიტ-ოფიცრის დახმარებით მოვაგვარე და წავედი ვენაში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა მოხდეს, ჩემოდანს რომ ხელში ვიჭერ, მგონია, რომ ყველა პრობლემა მოგვარდა.

ჩვენგანაც, BUON VIAGGIO-ს ჩემოდნის გარეშე, რა თქმა უნდა,ვერ წახვალ.

ნამდვილად. ძალიან ლამაზი ჩემოდნებია. თან უკვე ზაფხული მოდის და მოგვიწევს მოგზაურობა, რაც ძალიან მიხარია.


ნინა, BUON VIAGGIO-ს გუნდი მადლობას გიხდით მობრძანებისათვის და წარმატებას გისურვებთ!



Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/BuonViaggioMilanoGeorgia






თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი


Category: Fashion / Georgians / for ANGEL.ge / Stars
Tags: BUON VIAGGIO angel.ge-სთვის კრისტი ინტერვიუ ნინა წკრიალაშვილი

Share it
Comments
Back to Top