;
1 აპრილი 2014      ANGEL     5 კომენტარი     ნანახია 5694-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი რამაზო რომა

BUON VIAGGIO-ში კრისტის სტუმარია დიზაინერი რამაზო რომა სტამბულში მოღვაწე ქართველი დიზაინერის გზა წარმატებისკენ,ინპირაციის წყარო და სამომავლო გეგმები,ამ თემებზე ის კრისტის ესაუბრა. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი



„მე არა მარტო კაბას ვქმნი, რამედ ნაჭერსაც. როგორსაც ვხედავ, მინდა ის ნაჭერი ვაქციო რეალობად.“

კრისტი: მე შენ დაახლოებით 20 წელია გიცნობ, კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა. მაშინ ქორეოგრაფი იყავი, ჩვენებისთვის ნომრებს დგამდი. პირველად დავინახე ადამიანი საქართველოში, რომელიც ძალიან ლამაზად ცეკვავდა. დიდი თაყვანისმცემელი ვარ ასეთი ცეკვების. პირველი შეხვედრა შოკი იყო,იმის მერე სულ აღფრთოვანებული ვარ შენი იმიჯებით.ყველანაირ ექსპერიმენტს ატარებ შენს თავზე. ბავშვობიდანვე გქონდა ასეთი იმიჯი?

მიყვარს ექსპერიმენტები.არ მიყვარს ერთნაირი რომ ვარ,ყოველდღე ერთი იმიჯით. სარკეში რომ ვიხედები,სულ ვცდილობ,რომ რაღაც ახალი დავინახო ჩემში.ჩემს თავს კი არ ვეძებ,უკვე დიდი ხანია ვიპოვე,მაგრამ უბრალოდ მინდა,ისეთი იმიჯი აღმოვაჩინო,რომელიც არ მქონია.თმა სხვანაირად გავიკეთო,სხვა სამოსი მოვირგო.სულ ძიებაში ვარ.



„მე მაინც ქართველი ვარ და ყოველთვის ვანიჭებ უპირატესობას ჩემს ქვეყანას. თბილისში ძალიან ბევრი ნიჭიერი და გემოვნებიანი ადამიანია.“
როდის დაიწყე დიზაინერობა?
მე ვარ პროფესიონალი ქორეოგრაფი.
12 წლიდან ვცეკვავდი,14წლიდან უკვე ქორეოგრაფი გავხდი. 20 წლის ასაკში დავტოვე საქართველო და ბაქოში გავემგზავრე. იქ მყავდა საცეკვაო ჯგუფი.იქ გავიცანი აიგუნ კეზიმოვა,ვისთანაც ქორეოგრაფად ვმუშაობდი. რადგან კარგი გემოვნება მქონდა ყველგან მე ვაცმევდი: კონცერტებზე,ტელევიზიებში.აქედან დაიწყო ჩემი ტალანტის განვითარება. 23 წლიდან დიზაინერი ვარ.

შენ ხარ ის დიზაინერი,რომელიც ნაჭერსაც თვითონ ქმნის.შენი ნახატის მიხედვით იქმნება ნაჭრები.
მე არა მარტო კაბას ვქმნი,არამედ ნაჭერსაც.როგორსაც ვხედავ ,მინდა ის ნაჭერი ვაქციო რეალობად.

რა არის შენი ინსპირაციის წყარო?
ინსპირაცია იახტაზე ყოფნისას იბადება.




მახსოვს ჩვენება „პეპლები“,სადაც ულამაზესი კოლექცია იყო. აქ არ გაყიდე არცერთი
და ბევრი მისტიროდა შენს კაბებს.

მიუხედავად იმისა,რომ ბევრს უნდოდა ვერ გავყიდე, რადგან ჩვენება მქონდა. ყველაზე ლამაზი კაბა შენ გეცვა და კლიპიც ძალიან კარგი გამოვიდა. ჩემს კოლექციაზე დიდი მოთხოვნაა, რადგან მსოფლიოში ძალიან ცოტა დიზაინერი და ბრენდი ქმნის “Beachwear-ს“. ნებისმიერ ქალს სჭირდება, ამიტომ დიდი მოთხოვნაა.

რითი განსხვავდება საქართველოსა და თურქეთის ბაზარი,სად უფრო საინტერესოა შენთვის მუშაობა?
თურქეთი ძალიან დიდი ქვეყანაა. რეალურად,უფრო დიდი ბაზარია და ბიზნესის თვალსაზრისით ბევრად უფრო კარგია. რა თქმა უნდა, გემოვნებით საქართველო უფრო წინ არის. მე მაინც ქართველი ვარ და ყოველთვის ვანიჭებ უპირატესობას ჩემს ქვეყანას. თბილისში ძალიან ბევრი ნიჭიერი და გემოვნებიანი ადამიანია.ჩემთვის,როგორც ხელოვანისთვის დიდი მნიშვნელობისაა საქართველო.



„მიყვარს ექსპერიმენტები. არ მიყვარს ერთნაირი რომ ვარ,ყოველდღე ერთი იმიჯით. სარკეში რომ ვიხედები,სულ ვცდილობ,რომ რაღაც ახალი დავინახო ჩემში.“




ქართველი დიზაინერებიდან ვინ მოგწონს?
„საქართველოს მოდის პრინცი“ დათუნა სულიკაშვილი მომწონს.ასევე,ჩუბიკაც.

რა არის შენი საყვარელი აქსესუარი?
ბეჭდები და საათები მიყვარს ძალიან. ასევე,სათვალეები და შარფები.

რა ადგილი უკავია ჩანთებს შენს ცხოვრებაში?
ძალიან ბევრი ჩანთა მაქვს კარგი ბრენდების. თქვენი,BUON VIAGGIO-ს ჩანთებიც ძალიან მომეწონა. კარგი ხარისხის ჩემოდნები გაქვთ.




შენ თუ ფიქრობ ჩანთების შექმნაზე?
ჯერჯერობით არა,რადგან, რასაც ვერ ვგრძნობ იმას ვერ გავაკეთებ. ისე რომ გავაკეთო,რომ ნორმალური გამოვიდეს,ასეთ რამეს ხელს არ მოვკიდებ. მე თუ რაღაცას ვაკეთებ,იმას ვგრძნობ და ის, კარგად გამომდის.

საყვარელი ბრენდი თუ გაქვს რომელიც გამორჩეულად გიყვარს,თუ ისევე იცვლება ,როგორც შენი იმიჯი?

ყოველთვის იცვლება,როგორც ჩემი გემოვნება და იმიჯი.



„ჩემს კოლექციაზე დიდი მოთხოვნაა, რადგან მსოფლიოში ძალიან ცოტა
დიზაინერი და ბრენდი ქმნის “Beachwear-ს“.




აიგუნ კეზიმოვასთან ისევ მუშაობ?

რაც ბაქო დავტოვე და სტამბულში გადავედი აიგუნთან ისევ ისე ვმუშაობ.მე მყავს მეგობრები,რომლებთან ერთადაც 15-20 წელია ვმუშაობ.ალბათ, მე რომ 50-ის გავხდები და აიგუნი 60-ის, ჩვენ ისევ ისე ვიმუშავებთ ერთად.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

ახლა ვაპირებ ახალი კოლექციის გაკეთებას. ახალი ნაჭრები მაქვს,რომელიც სპეციალურად ჩემთვის არის გაკეთებული. ვმუშაობთ, შენთან და ჯიჯი რეჯინთან ერთად. ალბათ, მაისის თბილისის მოდის კვირეულზე მივიღებ მონაწილეობას.

BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!
მადლობა BUON VIAGGIO-ში სტუმრობისათვის!




Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia






თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO, angel.ge-სთვის, კრისტი, ინტერვიუ, რამაზო რომა

5


  • gvantsa777 თქვა:
    5 აპრილი 2014 19:36 - ID: 5,
    არ მომწონს ეს ქრისტი ვიზუალურად და რა ვქნაა?? request გემოვნებაზე დაობენ, ასე, რომ ჩემთვის სიტყვა "ლამაზი" სულ სხვა რამ არის! sad

  • smileyz_xato თქვა:
    2 აპრილი 2014 01:00 - ID: 4,
    მაგარი "კაცია" ძაან

  • liliana თქვა:
    2 აპრილი 2014 00:22 - ID: 3,
    აუუ რა კაი ტიპიაა lol

  • elga თქვა:
    1 აპრილი 2014 13:04 - ID: 1,
    აუუ ეს სიმღერა მითხარით რაა

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top