1 April 2014      ANGEL     Views 3 157    
Category: Fashion / Stars / Photos



ლენა დუნჰამი და კიმ კარდაშიანი ამერიკული VOGUE-ს ბოლო ნომრების ქოვერ გოგონები არიან, VOGUE-მ ფოტოსესია და ინტერვიუ დაუთმო მინდი კალინგსაც, რომელიც ამ თვის ELLE-ს ქოვერზე მოხვდა. ლენა და მინდი კომიკოსი მსახიობები არიან, რომლებიც "ბუნებრიობას" ემხრობიან და არ მიეკუთვნებიან იმ გლამურულ და გემოვნებიან ქალთა სიას, რომლებსაც ვხედავდით ამ ლეგენდარული, მოდის ბიბლიად წოდებულ ჟურნალში.


ლენა დუნჰამი VOGUE თებერვლის ქოვერზე, მინდი კალინგი VOGUE მარტის ნომერში

ოჰ კიმი, კიმის ჟურნალის გარეკანზე მოხვედრა კი ყველამ ვიცით, რომ ასე რომ ვთქვათ - "ნაცნობობით" მოხდა, კანიეს დაჟინებული თხოვნით და ანა ვინტურის დარწმუნებით, საერთოდ კიმის ფოტოების ჟურნალის თითოეულ ფურცელზე დაბეჭდვაც კი გასაკვირია რადგან ვიცით ანას და საერთოდ მოდის სამყაროს კანონმდებლების დამოკიდებულება რეალითი შოუს ვარსკვლავთან დაკავშირებით. როგორც ამბობენ, კანიეს გამბედაობა შემატა ლენა დუნჰამის ქოვერზე გამოჩენამ, რომელზე მეტად პოპულარული, ლამაზი, დახვეწილი და მოდური გახლავთ კიმ კარდაშიანი, ვოგი კი ვეღარ გაიმართლებდა თავს თავიანთ ქოვერ Girl-ის სტანდარტების ჩამოთვლით, რადგან ის ნელნელა იშლება! გამოწვეულმა აჟიოტაჯმა შესაძლოა ანა ვინტურს პოზიცია დაატოვებინოს.


კიმ კარდაშიანი VOGUE აპრილი

ვოგის ქოვერზე ჩვენ აქამდეც გვიხილავს კომიკოსი-მსახიობები, მაგალითად ტინა ფეი, რომელიც ამ სფეროში დაფასებული მსახიობი და სცენარისტია, ამასთანავე ტინას აქვს საკუთარი სტილი, რომელიც როგორც ამბობს ასაკთან ერთად დახვეწა და აბალანსებს თავისუფალსა და კლასიკურ სტილს. ხოლო ლენა დუნჰამი, რომელიც აუდიტორიისთვის ცნობილია HBO-ს სერიალიდან Girls და მინდი კალინგი Mindy Project-დან ისეთი კომიკოსები არიან, რომლებიც მუდამ საკუთარ უიღბლობასა და გარეგნობაზე ხუმრობენ, თვით ირონია ამ გოგონების სავიზიტო ბარათია, თუმცა გვახსენდება ახალგაზრდა მსახიობები ჯენიფერ ლოურენსი და კრისტენ სტიუარტი, რომელთაც ასევე ხვდათ პატივი დაემშვენებინათ ჟურნალის გარეკანი და მათ ამას თავი შესანიშნავად გაართვეს.
საინტერესოა, იქნებ ამერიკული VOGUE ქალის იმიჯის ახალი სტანდარტების დაანერგვას აპირებს?


ლენა დუნჰამი სერიალიდან "Girls" და მინდი კალინგი "Mindy Project"

მოდით, გადავხედოთ ამერიკული VOGUE-ს გასული წლის ნომრებს
და გავიხსენოთ როგორი იყო ის


ბოლო წლებში VOGUE-ს ამშვენებდნენ მოდური, ცნობილი, ნიჭიერი და დაფასებული მომღერლები, მუსიკოსები, მსახიობები, მოდელები: 2014: ქეით ბლანშეტი, რიანა, ჯესიკა ჩესტეინი, კეიტ უინსლეტი, სანდრა ბულოკი, ჯენიფერ ლოურენსი, კლეირ დეინსი, კეიტი პერი, კეიტ აპტონი, კერი მალიგანი, მიშელ ობამა, ბიონსე, რუნი მარა, გვენ სტეფანი (2014-13)...

ქვემოთ წარმოდგენილი ქოვერები 2013-2010 წლებს განეკუთვნება


მსახიობი ჯესიკა ჩესტეინი დეკემბრის გარეკანზე, რომლის თემაც იყო "Artful Fashion" და მსახიობმა განასახიერა სერ ფრედერიკ ლეიტონ ტილო Flaming June






მსახიობი ქერი მალიგანი The Great Gatsby -ს თემით




ენ ჰეთეუეისთვის ეს #3 ქოვერი იყო, 2012 წლის დეკემბერი





















კომიკოსი მსახიობის თინა ფეის #1 ქოვერი, 2010 წლის მარტი









2000 წლის ვოგის ქოვერი, ნიკოლ კიდმანი მიუზიკლის Moulin Rouge-ს თემით

გაგიცრუათ თუ არა იმედები ამერიკულმა VOGUE-მ


Category: Fashion / Stars / Photos
Tags:

Share it
Comments
Back to Top