;
9 აპრილი 2014      ANGEL     3 კომენტარი     ნანახია 7766-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ლიკა ლაბაძე

BUON VIAGGIO-ში კრისტიმ ლიკა ლაბაძეს უმასპინძლა. პროფესიონალი ბალერინისა და ტელე წამყვანის ყოველდღიური სტილი,ბალეტის შიდა სამზარეულოს დეტალები და გზა ბალეტიდან დღემდე, ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:



BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი



„ბალეტი ყველაფერს გასწავლის, ფსიქოლოგიური სკოლაა. ჯარს ვეძახი.“


დავიწყოთ ტრადიციული კითხვით საუბარი, როგორ ყალიბდებოდა შენი გემოვნება?
დამოუკიდებლად ირჩევდი სამოსს თუ დედასთან გქონდა წინააღმდეგობები?


მე და დედა ძალიან ვგავართ, როგორც გემოვნებით, ასევე,ხასიათებითაც. პატარა რომ ვიყავი და დამოუკიდებლად ვერ ვიყიდდი სამოსს, მაშინ ერთად მივდიოდით, ერთად ვარჩევდით სამოსს. დედასთან უთანხმოება ჩაცმასთან დაკავშირებით არ მახსოვს. ძალიან ორგანული იყო ჩემთვის ყველაფერი რასაც მთავაზობდა. როცა წამოვიზარდე მისი ტანსაცმელიც ხშირად მეცვა, მაშინ დედა გამხდარი იყო. დებივით ვიყავით.

ამ პერიოდში ძალიან დატვირთული იყავი, რა დროს ატარდებდი სავარჯიშო დარბაზში?

პრაქტიკულად მთელი დღე ვიყავი დარბაზში. სასწავლებელში 10 საათზე რომ იკეტება შიგნიდან კარი, საღამოს 7 საათზე იღება ან შეიძლება კიდევ რეპეტიცია გქონდეს და გვიანობამდეც იქ იყო. როგორც სპორტსმენებს მეორე გარდერობი გვქონდა. ბევრად უფრო მეტი სავარჯიშო ბოდე მქონდა, ვიდრე ყოველდღიური ტანსაცმელი.

როგორი იყო შენი სავარჯიშო სტილი?

იქ ცალკე მოდაა, საუკეთესო ბრენდები და სისტემა ინტერნეტიდან გამოწერის.
თუ გასტროლზე წავიდოდით პირველ რიგში ბალეტის ბრენდ მაღაზიაში მივდიოდით.



„ჩემთვის ძალიან ჰგავს ერთმანეთს სპექტაკლისთვის და პირდაპირი ეთერისთვის მზადება.
ორივე ცოცხალია. პირდაპირ მაყურებლის წინაშე ხარ.“


რომელია ყველაზე ცნობილი ბრენდები საბალეტო სივრცეში?

„Capezio” ; Gaynor” ამერიკული ფირმები, ასევე, „Sansha”; “Grishko”. ეს ბრენდები უშვენებენ ყველა ნივთს, რაც ბალერინას სჭირდება. ბალერინას საშუალოდ აქვს 15-20 სავარჯიშო ბოდე, სხვადასხვა მოდელის, ფერისა და ფორმის. თბილისში მაშინ არ იშოვებოდა ბოდეები და უმეტესწილად მეორეულ მაღაზიებში ვყიდულობდით. დრო და დრო შეიცვალა ბოდეების მოდელები, ჩვენ დროს იყო სტანდარტული ფორმის, შემდეგ შემოვიდა ელვით შესაკრავი, დახურული ან ზურგამოჭრილი.

რომელია შენთვის ყველაზე საყვარელი როლის სასცენო კოსტუმი?

ალბათ, ყველაზე საყვარელი მოდელი სასცენო კოსტუმის არის „პაჩკა“, რადგან სიმბოლოა ბალეტის. თითქმის ყველა სპექტაკლში მაქვს მიღებული მონაწილეობა. ბალეტში მხოლოდ სოლისტი და კორდე ბალეტი არ არის, უამრავი ფენაა ამ ორს შორის. ვცეკვავდი ორეულებში, სამეულებში, ოთხულებში,ცალკე სოლო ვარიაციებში, რომელიც დიდ სტატუსად ითვლება. თუმცა, ჩემთვის უფრო ახლოა თანამედროვე ბალეტი. ბალანჩინის და ასევე, ირჟი კილიანის ბალეტებში, რომელიც ნინო ანანიაშვილმა ჩამოიტანა და აქ დადგმულ თანამედროვე ბალეტებშიც ვიცეკვე.

როგორია თანამედროვე ბალეტის სასცენო კოსტუმი?

ბალანჩინის ბალეტებში პუანტები, თავისუფალი, სადა, თანამედროვე კოსტუმებია. რუსს ბალერინებს კომუნისტებს ვეძახდით, ყურებზე გადმოწეული თმებით. ბალანჩინში დარღვეულია წესები, თმა კარგად არის გადაწეული. კილიანის ბალეტში კი ფეხშიშველი ან ბალეტკებში.

მოცეკვავე ვერ ერევა ხომ ამ საკითხებში?

არა იქ, როგორც არის ისე უნდა იყოს. ბავშვობიდან ყოველთვის ვირგებდი ყველაფერს. ქორეოგრაფი როცა დგამს ცეკვას, ვიღაც ჰყავს, რომელზეც აკეთებს და ქმნის დადგმას. ის იმახსოვრებს და დანარჩენი მოცეკვავეებიც იმას აჰყვებიან. რატომღაც ეს სულ მე ვიყავი და ხშირად ვცვლიდი ხოლმე რაღაცებს, ჩემზე ვირგებდი. ერთი მასწავლებელი, რომელიც შიფრავს მოძრაობებს, იწერს, რომ წლების შემდეგ დარჩეს ეს ჩანაწერი. ვიდეო და ჩანაწერი რომ შეამოწმეს სულ სხვადასხვა იყო, სულ ვცვლიდი ხოლმე ყველაფერს.


„სცენაზე ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. პროექტშიც ვერეოდი კოსტუმის შექმნაში, რადგან 20 წელი რომ შენზე იკერება კოსტუმი,შენ ყველაზე კარგად იცი რა გიხდება და რა არა.“

გამოვარჩიოთ შენთვის ყველაზე ლამაზი კოსტუმი

გედების ტბიდან გედის „პაჩკა“, როცა იცვამ სხვა სამყაროში გადადიხარ. სულ სხვა აურაა სცენაზე.
“საგალობელი“ იყო სპექტაკლი, სადაც კანისფერი კოსტუმი გვეცვა. შიშველ ფეხებზე გრძელი კაბა.

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ კოსტუმების შექმნაში თუ ერეოდი?

კი, ვერეოდი.კოსტუმს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება რეპეტიციაზე ძალიან კომფორტულად იყო, მაგრამ გენერალურზე როცა კოსტუმს იცვამ სულ სხვაა. პრემიერამდე აუცილებელია სცენაზე კოსტუმით იცეკვო. ბალერინას სულ თან დააქვს ჩანთა, სადაც ყველაფერი უდევს: ნემსი, გაყრილი ძაფით, მაკრატელი, ქინძისთავი, 'ბულავკა'. სცენაზე ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. პროექტშიც ვერეოდი, რადგან 20 წელი რომ შენზე იკერება კოსტუმი, შენ ყველაზე კარგად იცი რა გიხდება და რა არა.

არ გენატრება ბალეტი?

ეს იმხელა დოზით იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ მემგონი მთელი ცხოვრება გამყვება.
ჩემთვის ძალიან ჰგავს ერთმანეთს სპექტაკლისთვის და პირდაპირი ეთერისთვის მზადება. ორივე ცოცხალია. პირდაპირ მაყურებლის წინაშე ხარ.



„ვცეკვავდი ორეულებში, სამეულებში, ოთხეულებში, ცალკე სოლო ვარიაციებში, რომლებიც დიდ სტატუსად ითვლება. თუმცა, ჩემთვის უფრო ახლოა თანამედროვე ბალეტი.“


გადაცემაში „იმედის დილა“ კონკრეტული დიზაინერი გაცმევს?

ერთ-ერთი მაღაზია გვაცმევს. მივდივართ და ჩვენი გემოვნებით ვირჩევთ სამოსს.

ყველაზე კომფორტულად რომელ სტილში გრძნობ თავს?

ხასიათს გააჩნია. ისეთ ადგილას სადაც მაღალქუსლზე უნდა მეცვას, შეიძლება სპორტულად ჩაცმა მომინდეს ან პირიქით. მერე არაკომფორტულად მიწევს ყოფნა. თუ გამხდარი ვარ მომწონს გამოპრანჭვა. ჩემი თავის სასწორი ვარ, ზუსტად ვხვდები მიხვრა-მოხვრით რამდენი უნდა დავიკლო.

• რა არის შენი საყვარელი აქსესუარი?

აქსესუარები ძალიან მიყვარს :საათები,პატარა საყურეები,ბეჭდები და ჩანთები.ვცდილობ,რომ ყველანაიარი მოდელისა და ფერის მქონდეს.არ ვიცი რა დროს რა დამჭირდება.



„ჩემთვის უფრო ახლოა თანამედროვე ბალეტი. ბალანჩინის და ასევე, ირჟი კილიანის ბალეტებში, რომელიც ნინო ანანიაშვილმა ჩამოიტანა და აქ დადგმულ თანამედროვე ბალეტებშიც ვიცეკვე.“



ყველაზე კომფორტულად როგორ მოდელს ხმარობ?

დიდ ჩანთას, სადაც ყველაფერს ვათავსებ. მიყვარს ყველაფრის ტარება: ტუჩსაცხის, ტონალურისა და სხვა საჭირო ნივთების.ყველა ჩემი რესურსი, ძირითადად, თავის მოვლაში მიდის.

თმებზე თუ გიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება?

ადრე მეგონა, რომ არასდროს შევიღებავდი თმას. მერე ნელ-ნელა ჯერ მელირებით დავიწყე და ახლა,
სულ ვიღებავ. მინდა რომ ვცადო,რამე ექსპერიმენტი.

შენ თვითონ თუ ქმნი რამეს,დიზაინერის გარეშე?

ჩემით არ ვქმნი, არ მაქვს დიზაინერობის ნიჭი. თუ რამე ვნახე ინტერნეტში და მომეწონა შეიძლება უბრალო დეტალი ვუთხრა დიზაინერს, რომ ისე მინდა იყოს.

გყავს საყვარელი ქართველი დიზაინერი?

ძალიან მომწონს კიკალა ატელიეს ლადო ბოკუჩავა. რაღაც ახალია. ერთ გადაღებაზე მეცვა, თავიდან ძალიან მეუხეშა, მაგრამ მერე მომეწონა ძალიან განსხვავებულია. ასევე, დათუნა სულიკაშვილი და თამუნა ინგოროყვა, ძალიან ნაზია, ნატიფი და დახვეწილი.


„ფეხსაცმელი უნდა იყოს კომფორტული, ჯანმრთელობაზეც უნდა იფიქრო და მერე დიზაინზე. ამაზე ყველაფერი დამოკიდებულია: სიარულის მანერაც და 'ასანკაც'.“

ფეხსაცმელს რა ადგილი უკავია შენს გარდერობში?

როგორც ჩანთა მაქვს ბევრნაირი, ასევეა ფეხსაცმელიც. ვცდილობ, რომ ხარისხიანი იყოს, რომ გამიძლოს. ცუდი ტარება ვიცი, ამიტომ შეძლება მალე გაფუჭდეს. უნდა იყოს კომფორტული, ჯანმრთელობაზეც უნდა იფიქრო და მერე დიზაინზე. ამაზე ყველაფერი დამოკიდებულია: სიარულის მანერაც და 'ასანკაც'. ცალკე თაროებიც დავამზადე სპეციალურად. ყველანაირი ტიპის ფეხსაცმელი მაქვს.

პუანტები რა სიხშირით ძლებს?

მაგალითად, თუ გასტროლზე დღეში ორ-ორი სპექტაკლი გაქვს, ორ დღეში ერთხელ გჭირდება პუანტი. თუ რეპეტიციები არ გაქვს და დასვენებაა კვირაში ერთხელ. ახალ პუანტს დიდი დამუშავება სჭირდება. ბალეტი ყველაფერს გასწავლის, ფსიქოლოგიური სკოლაა. ჯარს ვეძახი. მიცეკვია მოტეხილი ფეხითაც, ცეკვის დროს მიტყდებოდა ფეხი. გადატყვაბუელი თითებითაც, ითმენ ყველაფერს, სხვა გზა არ არის. გიტირია, მაგრამ რაღაც გაკავებს.

რამდენი ხანი იყავი ამ სფეროში?

8 წელი სკოლაში და 7 წელი თეატრში. დიდი ხანი ვფიქრობდი წამოსვლაზე.
სხვა რამეც შემეძლო, რომ გამეკეთებინა.

• ახლა,ტელე წამყვანი ხარ,რა უფრო გიტაცებს?

ბევრი რაღაც მიტაცებს. პოლიტიკაშიც მინდოდა განათლება მიმეღო, სანამ ჟურნალისტიკაში წავიდოდი. მერე მივხვდი, რომ ამას 40 წლის ასაკშიც მოვასწრებ. ახლა, რაღაც გეგმები მაქვს. მთლიანად გადართული ვარ ახალ საქმეზე, სექტემბრისთვის ვაპირებ, არ ვიცი გამოვა თუ არა, თუ გამოვა რადიკალურად შეიცვლება ჩემი ცხოვრება.



BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!
მადლობა BUON VIAGGIO-ში სტუმრობისათვის!




Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia






თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO, angel.ge-სთვის, კრისტი, ინტერვიუ, ლიკა ლაბაძე

3


  • liliana თქვა:
    9 აპრილი 2014 21:46 - ID: 3,
    საყვარელი გოგოა ძალიან... love

  • mariamininutsa თქვა:
    9 აპრილი 2014 19:00 - ID: 2,
    თითქოს ლამაზია,მაგრამ ეშხი საერთოდ არ აქვს. კარგი გოგოა საყვარელი.

  • tamo თქვა:
    9 აპრილი 2014 17:56 - ID: 1,
    ეს გოგო როგორც ჟურნალისტი სასტიკად არ მომწონს.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top