;
15 აპრილი 2014      ANGEL     1 კომენტარი     ნანახია 4320-ჯერ    
კატეგორიაში: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები

კრისტი BUON VIAGGIO -სთვის , სტუმარი ზალიკო ბერგერი

BUON VIAGGIO-ში კრისტიმ ზალიკო ბერგერს უმასპინძლა. დიზაინერის გზა მოდის სფეროში, მისთვის გამორჩეული ქართველი დიზაინერი და გემოვნებიანი ადამიანები.როგორი იყო დიზაინერის პირველი ჩვენება და პირველი აქსესუარი, რომელზეც მან მერლინ მონრო გამოსახა. ინტერვიუს ენჯელ.ჯი წარმოგიდგენთ:


BuonViaggioMilano Georgia ; პეკინის 27
ჟურნალისტი: ტატა ნაკანი
ფოტოგრაფი: თაკო რეხვიაშვილი




„მემგონი ქართული მოდის ბიზნესი ახლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია.პირველი მოდის კვირეული ბომბივოთ იყო,ერთ-ერთში მეც მივიღე მონაწილეობა.ჩემი აზრით,ქართული შოუ ბიზნესი დაძირა არტ-იმედის არსებობამ.“

ზალიკო,მე რომ გაგიცანი მაშინ სოცილოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდი.1995 წელს ავანგარდული მოდის ასამბლეა იყო. დაჯი მჟავიას ჩვენებაზე გამოდიოდი.როგორც მოდელისთვის ,მგონი ,პირველი და უკანასკნელი ნაბიჯი იყო პოდიუმზე,თუმცა ერთი წლის შემდეგ უკვე შენი კოლექცია შექმენი.რა მოხდა შემდეგ,როგორი იყო პირველი ნაბიჯები მოდის სფეროში,როგორც დიზაინერის?

დაჯისთან გამოვდიოდი ჩვენებაზე. ძალიან საინტერესო კოლექცია ჰქონდა.
მხატვრებთან ვმეგობრობდი: ნიკო ცეცხლაძესთან, ოლეგ ტიმჩენკოსთან, მამუკა ჯაფარიძესთან. პირველი კოლექციის შექმნის იდეა უტა ბექაიასი (ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი დიზაინერი) იყო. უტასთან აგარაკზე ვისვენებდით, იქ გადავწყვიტეთ კოლექციის გაკეთება. ფილოსოფიურზე ვსწავლობდი, თან პოსტმოდერნით ვიყავი გატაცებული და უფრო კონცეპტუალური კოლექცია გავაკეთეთ. ცეცხლაძემ და ტიმჩენკომ მაჩუქეს ნახატები.ტიმჩენკოს ნახატები, რომლებიც პეტერბურგში იყო გამოფენილი, დავჭერი და შევკერე სამოსი. მეორე საპრიზო ადგილი ავიღე. იქ გავიცანი მოსკოველი ჟურნალისტები, რომლებმაც მოსკოვში ფესტივალზე დამპატიჟეს.ეს კოლექცია მოსკოვშიც წავიღე .მოსკოვიდან კიევში დამპატიჟეს ჟიურის წევრად.ასე დავრჩი მოდის სფეროში.

მერე უკვე სერიოზულად მოჰკიდე ხელი აქსესუარების შექმნას.მახსოვს,შენი გაკეთებილი ბისერებით აწყობილი მერლინ მონროს ჩანთა.ბავშვობაშიც აკეთებდი ამას ?როგორ განვითარდა ეს ნიჭი?

ბავშვობიდან მიყვარდა ენდი უორჰოლის შემოქმედება.
მაშინ მისი დახატული მერლინ მონრო გავაკეთეთ ტყავზე და ბოლოს ბისერებით შევამკეთ.ბოლოს თავი აღარ მქონდა და ბლოკუმ დაასრულა ეს საქმე. აქსესუარების კეთება მოსკოვში ცხოვრებისას დავიწყე .იქ ვყიდულობდი მასალებს. შემდეგ რომ ჩამოვედი,მერე შევქმენი აქსესუარების კოლექცია.




„როცა მასალა ნაყიდი მაქვს და არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ,მერე უცბად მოდის ინსპირაციის წყაროც.“

მასალას სად ყიდულუბ?საიდან მოდის შენი ინსპირაცია?

ადრე თურქეთში ვყიდულობდი, ბოლოს იტალიიდან ჩამოვიტანე ძალიან კარგი მასალა. მაგაშიც ვზარმაცობ და ნელ-ნელა ვაკეთებ.როცა მასალა ნაყიდი მაქვს და არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, მერე უცბად მოდის ინსპირაციის წყარო.

არ გიფიქრია ძვირადღირებული ლითონისგან გააკეთო კოლექცია?

კი, მიფიქრია. ამას წინათ,საყურე მომეწონა 2 700 დოლარი ღირდა, ალბათ,ჯდება მისი შექმნა ამ ფასად, თუმცა ეს აქტიურად არ გაიყიდება.პირადად თუ ვინმეს მოუნდება, ალბათ, მერე გავაკეთებ.

ბავშვობაში როგორ იცვამდი,უჯერებდი ბელას?(დედას)

ძალიან გიჟურად. გელა კუპრაშვილის ნაჩუქარი შარვალი მეცვა, რომელსაც ახლა ვერაფრით ვერ ჩავიცვამ. ოქროსფერი ფარდის ნაჭრისგან შეკერილი შარვლით და დაჯი მჟავიას შეკერილი პერანგით დავდიოდი.



„ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ჩანთა.როცა არ გჭირდება შეიძლება სადმე დაგრჩეს.საზღვარგარეთ ყველა შემთხვევაში ვატარებ.მაქვს „Buon Viaggo-ს“ ჩემოდანი.ძალიან კარგი ფორმისა და ფერის არის.ძალიან ლამაზია.“

როგორ ფიქრობ,რა მდგომარეობაა ქართული მოდის ბიზნესში?

მემგონი, ახლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია. პირველი მოდის კვირეული ბომბივოთ იყო,ერთ-ერთში მეც მივიღე მონაწილეობა.
ჩემი აზრით,ქართული შოუ ბიზნესი დაძირა არტ-იმედის არსებობამ.ძალიან რთულია პატარა და ღარიბ ქვეყანაში შოუ ბიზნესი მაღალ დონეზე იყოს.

როგორია ქართველი ჩამცმელი?შეგიძლია გამოყო გამორჩეულად გემოვნებიანი ქართველები?

ძალიან პრეტენზიული.ხშირ შემთხვევაში იმდენად კარგი ჩამცმელი არ არის,თუმცა მაინც პრეტენზიულია.ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი.ყველასთვის თითით საჩვენებელი იყო მაკა ასათიანი.თვითონ ანუკა არეშიძე ძალიან კარგად იცვამს.შენ,კრისტი,ასევე, დალი ჩიტალაძე, თეო ფერაძე.




ვინ არიან შენი კლიენტები,შოუ ბიზნესის წარმომადგენლები?

შოუ ბიზნესში მყოფი ადამიანები და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც.არა მხოლოდ ისინი.ახლა, ერთ გოგონას საქორწილო კაბას ვუკერავ.ბოლო ერთი წელია,მოდის კვირეულის შემდეგ პაუზა მქონდა.ბავშვების კოლექცია გავაკეთე მაგ პერიოდში..ახლაც,გამზადებულია ბავშვების კოლექცია ,რომლის ჩვენებაც მალე იქნება.მე და ანა ჩანგიანი ახალ სახელოსნოს ვაკეთებთ,სადაც ერთობლივად ვიმუშავებთ.მე ზარმაცი ვარ,ანა ძალიან მშრომელია და აქტიურად ვიმუშავებთ.

ქართველი დიზაინერებიდან ვის გამოარჩევდი?

ძალიან მომეწონა ანუკა არეშიძის ჩვენება.
შენც,კრისტი ძალიან ლამაზი იყავი.კოლექცია ძალიან დახვეწილი იყო,კარგად შესრულებული ,კარგი ნაჭრებით.ძალიან კარგად იყო ყველაფერი ერთმანეთთან შეხამებული,ასიმეტრიულად შეკერილი და თვითონ ჩვენებაც კარგად იყო დადგმული.მოდის კვირეული უინტერესო იყო. მხოლოდ გახსნასა და დახურვაზე რომ დაესწრები.





ჩანთა ყველასთვის მნიშვნელოვანი აქსესუარია,შენ ყოველდღიურად იყენებ ?

ადრე ვატარებდი,ახლა აღარ.ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ჩანთა.როცა არ გჭირდება შეიძლება სადმე დაგრჩეს.საზღვარგარეთ ყველა შემთხვევაში ვატარებ. მაქვს „Buon Viaggo-ს“ ჩემოდნები. ძალიან კარგი ფორმისა და ფერის არის. ძალიან ლამაზია.დუბაიში წავიღე პირველად, ზუსტად ჩემნაირი ფერის ჩემოდანი დავინახე, ოღონდ უფრო დიდი ზომის. 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ვიყავით, ამიტომ კმაყოფილი დავრჩი ჩემნაირი ჩემოდანი რომ ჰქონდათ. მთელ მსოფლიოში პოპულარულია ეს ბრენდი. ძალიან კომფორტული, ტევადი და მოსახერხებელია.


BUON VIAGGIO-ს გუნდი წარმატებებს გისურვებთ!
მადლობა BUON VIAGGIO-ში სტუმრობისათვის!




Buon Viaggio: ზალიკო ბერგერი
Buon Viaggio Milano

ბრენდი, რომლის პროდუქციაც უკვე სრულყოფილებაა
და კრიტიკას აღარ ექვემდებარება.
ბრენდი რომელმაც გააერთიანა ყველაზე მოდური,
ყველაზე აქტუალური, სრულყოფილი ჩანთის მოდელები.


პეკინის 27
აღმაშენებლის 144

facebook.com/ BuonViaggioMilano Georgia






თემატური ნიუსები: Buon Viaggio Milano -ბრენდი, რომლის პროდუქციაც სრულყოფილებაა
Buon Viaggio: დალი ჩიტალაძე
Buon Viaggio: ქრისტინე იმედაძე
Buon Viaggio: გიორგი ყიფშიძე
Buon Viaggio: თამუნა ინგოროყვა
Buon Viaggio: ნინო იოსელიანი
Buon Viaggio: აჩიკო მეფარიძე
Buon Viaggio: ეკა მგალობლიშვილი
Buon Viaggio: ქეთი ორჯონიკიძე
Buon Viaggio: დათუნა სულიკაშვილი
Buon Viaggio: ეკო ფანგანი
Buon Viaggio: აჩი არველაძე
Buon Viaggio: ნოდიკო ტატიშვილი
Buon Viaggio: ნინო ნადირაძე-კუზანოვა
Buon Viaggio: ლიზა ვადაჭკორია
Buon Viaggio: ნინო ცქიტიშვილი
Buon Viaggio: ნინა წკრიალაშვილი
Buon Viaggio: რამაზო რომა
Buon Viaggio: ლიკა ლაბაძე

კატეგორია: მოდური სიახლეები, ქართველები, for ANGEL.ge, ვარსკვლავები
Tags: BUON VIAGGIO, angel.ge-სთვის, კრისტი, ინტერვიუ, ზალიკო ბერგერი

1


  • liliana თქვა:
    15 აპრილი 2014 15:25 - ID: 1,
    ჩაქრი შენ lol

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top